https://sputnik-georgia.com/20220813/saqartvelosi-vaslis-uxv-mosavals-elodebian-269402680.html
საქართველოში ვაშლის უხვ მოსავალს ელოდებიან
საქართველოში ვაშლის უხვ მოსავალს ელოდებიან
Sputnik საქართველო
კომპანიები ვაშლის მიღებას, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისიდან დაიწყებენ.
2022-08-13T12:30+0400
2022-08-13T12:30+0400
2022-08-13T12:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/32/234323299_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_9864e01d04caf0f7b2e0255c97b6b296.jpg
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ვარაუდობენ, რომ ვაშლის მოსავალი დაახლოებით 130-135 ათას ტონას შეადგენს, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.ვაშლი, ისევე როგორც ატამი, ყურძენი და მანდარინი, ქართული სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ ძირითად საექსპორტო პროდუქტს წარმოადგენს.კომპანიები ვაშლის მიღებას, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისიდან დაიწყებენ.მხარეები სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ „ვაშლის მოსავლის აღება-დაბინავება-რეალიზაციის პროცესის შეუფერხებლად უზრუნველსაყოფად, უახლოეს მომავალში, შეჯერებული გადაწყვეტილება იქნება მიღებული”.საქართველოდან 2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 20 თებერვლამდე 5.308 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 3,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი შემცირდა >>2021 წლის 1 აგვისტოდან დღემდე ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად – 5.282 ტონა რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა.ამასთან, საანგარიშო პერიოდში 20 ტონა ვაშლი უკრაინაში, 6 ტონა კი სომხეთში გავიდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/32/234323299_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_e12256a6fce006befb4366976e3d649f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო ვაშლი უხვი მოსავალი პროგნოზი მოლოდინი ოთარ შამუგია
საქართველო ვაშლი უხვი მოსავალი პროგნოზი მოლოდინი ოთარ შამუგია
საქართველოში ვაშლის უხვ მოსავალს ელოდებიან
კომპანიები ვაშლის მიღებას, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისიდან დაიწყებენ.
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ვარაუდობენ, რომ ვაშლის მოსავალი დაახლოებით 130-135 ათას ტონას შეადგენს, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
ვაშლი, ისევე როგორც ატამი, ყურძენი და მანდარინი, ქართული სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ ძირითად საექსპორტო პროდუქტს წარმოადგენს.
„წელს, ვაშლის საპროგნოზო მოსავალი უხვია და, დაახლოებით, 130-135 ათას ტონას შეადგენს. თუმცა, უამინდობამ და ხშირმა წვიმებმა ვაშლის ხარისხზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. მიმდინარე სეზონზე გადამმუშავებელი საწარმოები კონცენტრატის წარმოებისთვის დაახლოებით 50 ათასი ტონა ვაშლის ჩაბარებას გეგმავენ“, - განაცხადა შამუგიამ.
კომპანიები ვაშლის მიღებას, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისიდან დაიწყებენ.
მხარეები სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ „ვაშლის მოსავლის აღება-დაბინავება-რეალიზაციის პროცესის შეუფერხებლად უზრუნველსაყოფად, უახლოეს მომავალში, შეჯერებული გადაწყვეტილება იქნება მიღებული”.
საქართველოდან 2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 20 თებერვლამდე 5.308 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 3,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2021 წლის 1 აგვისტოდან დღემდე ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად – 5.282 ტონა რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში 20 ტონა ვაშლი უკრაინაში, 6 ტონა კი სომხეთში გავიდა.