ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი შემცირდა

CC BY 2.0 / Britt Reints / Peachesატამი
ატამი - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2022
გამოწერა
ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია.
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. საქართველოდან მიმდინარე წლის 1 მაისიდან 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში 16,7 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 18,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 5,4 ათასი ტონით (24%), ხოლო ღირებულება - 1,3 მლნ აშშ დოლარით (6%) შემცირდა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კლება განაპირობა უამინდობამ, ასევე იმან, რომ მოსავლის აღების პროცესი ორი კვირის დაგვიანებით დაიწყო.
ატმისა და ვაშლატამას მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზების პროცესში ჩართულია 40-ზე მეტი სამაცივრე მეურნეობა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს ინფორმაციის შეგროვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის და ვაშლატამას რეალიზატორების დაკავშირების მიმართულებით.
ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.
ყველა ახალი ამბავი
0