https://sputnik-georgia.com/20220813/rtveli-2022-otar-samugiam-rvinis-kompaniebtan-mosavlis-arebis-sakitxebze-imsjela-269411600.html
რთველი-2022: ოთარ შამუგიამ ღვინის კომპანიებთან მოსავლის აღების საკითხებზე იმსჯელა
რთველი-2022: ოთარ შამუგიამ ღვინის კომპანიებთან მოსავლის აღების საკითხებზე იმსჯელა
Sputnik საქართველო
რთველის პროცესში დაცული იქნება როგორც მევენახეების, ისე მეწარმეების ინტერესები, აღნიშნა მინისტრმა.
2022-08-13T17:00+0400
2022-08-13T17:00+0400
2022-08-13T17:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ღვინო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0d/269406946_0:43:2048:1195_1920x0_80_0_0_57e71c028795c9ad9c7e0f47d02cdd0e.jpg
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ქვეყნის ღვინის კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა და 2022 წლის რთველთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რთველის პროცესის ორგანიზებულად წარმართვისთვის საქართველოს მთავრობა ყველა საჭირო გადაწყვეტილებას მიიღებს. რთველის პროცესში დაცული იქნება როგორც მევენახეების, ისე მეწარმეების ინტერესები, აღნიშნა მინისტრმა.მინისტრის განცხადებით, წელს, ისევე როგორც გასულ წლებში, რთველის პროცესი შეუფერხებლად და წარმატებით უნდა ჩატარდეს. მიუხედავად გამოწვევებისა, რომელიც რეგიონში არსებულმა რთულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ დარგს შეუქმნა, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევითა და თანამშრომლობით, პოზიტიური შედეგების მიღწევა მოხერხდება.როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ აღნიშნა, მიმდინარე წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 300 ათას ტონამდე აღწევს. ყურძნის მიღება-გადამუშავებაში 300-მდე ღვინის კომპანია იქნება ჩართული.წინა წლების მსგავსად, 2022 წლის რთველის ფარგლებში ამოქმედდება საკოორდინაციო შტაბი, რომელიც აგვისტოს ბოლოს თელავში გაიხსნება და 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0d/269406946_327:265:1702:1296_1920x0_80_0_0_565a1cf68deda3913ebf52734dbecc6c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რთველი-2022: ოთარ შამუგია ღვინის კომპანიები შეხვედრა
რთველი-2022: ოთარ შამუგია ღვინის კომპანიები შეხვედრა
რთველი-2022: ოთარ შამუგიამ ღვინის კომპანიებთან მოსავლის აღების საკითხებზე იმსჯელა
17:00 13.08.2022 (განახლებულია: 17:34 13.08.2022) რთველის პროცესში დაცული იქნება როგორც მევენახეების, ისე მეწარმეების ინტერესები, აღნიშნა მინისტრმა.
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ქვეყნის ღვინის კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა და 2022 წლის რთველთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.
როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რთველის პროცესის ორგანიზებულად წარმართვისთვის საქართველოს მთავრობა ყველა საჭირო გადაწყვეტილებას მიიღებს. რთველის პროცესში დაცული იქნება როგორც მევენახეების, ისე მეწარმეების ინტერესები, აღნიშნა მინისტრმა.
„შეხვედრაზე განვიხილეთ რთველთან დაკავშირებული გამოწვევები. ჩვენი მთავარი მიზანია, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების უწყვეტობა, სტაბილური განვითარების დინამიკა შევინარჩუნოთ. მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ხელშეწყობის კუთხით სახელმწიფოს აქვს სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც, არაერთი ხელშემწყობი პროექტი ხორციელდება, როგორც ფინანსური, ისე მარკეტინგის მიმართულებით მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა შამუგიამ.
მინისტრის განცხადებით, წელს, ისევე როგორც გასულ წლებში, რთველის პროცესი შეუფერხებლად და წარმატებით უნდა ჩატარდეს. მიუხედავად გამოწვევებისა, რომელიც რეგიონში არსებულმა რთულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ დარგს შეუქმნა, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევითა და თანამშრომლობით, პოზიტიური შედეგების მიღწევა მოხერხდება.
როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ აღნიშნა, მიმდინარე წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 300 ათას ტონამდე აღწევს. ყურძნის მიღება-გადამუშავებაში 300-მდე ღვინის კომპანია იქნება ჩართული.
წინა წლების მსგავსად, 2022 წლის რთველის ფარგლებში ამოქმედდება საკოორდინაციო შტაბი, რომელიც აგვისტოს ბოლოს თელავში გაიხსნება და 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.