მოსაზრება: სად მიდის უკრაინული ხორბალი სინამდვილეში

© photo: Sputnik / Ivan Rodionov
  - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2022
გამოწერა
ლევ სკლიარი
როგორც აღმოჩნდა, უკრაინული მარცვლითა და მზესუმზირის ზეთით დატვირთული ხომალდები მდიდარ ევროპაში მიემართებიან. როგორია ამ ტვირთის მარშრუტები და საით მიდის ჰუმანიტარული საქონელი, ვინ არის დამნაშავე სინამდვილეში სასურსათო კრიზისში?
როგორ ცდილობდნენ აფრიკის შიმშილისგან ხსნას ევროპა და გაერო
სპეცოპერაციის დაწყებიდან რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს მოჰყვა ბრალდებები მსოფლიო შიმშილის საფრთხის შექმნაში. მოსკოვი ამხილეს ხორბლის ომის გაჩაღებაში, ხორბლის მოპარვაში და უკრაინაში ახალი „გოლოდომორის“ მოწყობაში, რაც მთავარია - უკრაინული ნავსადგურების ბლოკადაში. მაკრონმა და შოლცმა განაცხადეს, რომ ოდესიდან და ჩერნომორსკიდან ხორბლის მიწოდების გარეშე აფრიკის ქვეყნებს შიმშილი, ავადმყოფობა და ომები მოიცავდა.
„ჩვენ არ მივატოვებთ ამ ღარიბ ქვეყნებს, ჩვენ მათ აუცილებლად დავეხმარებით“, - აცხადებდა გერმანიის კანცლერი.
გემი Razoni უკრაინული მარცვლეულით სტამბულში - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2022
მსოფლიო დღეს
უკრაინული პროდუქციით დატვირთული ოთხი გემი სტამბულში მიემართება
ეს გამონათქვამები გაეროშიც აიტაცეს. გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტიერეშმა მაისში განახადა, რომ 43 ქვეყნის მოსახლეობას ელოდა შიმშილით სიკვდილი, მილიონობით ადამიანი ავღანეთში, სირიასა და იემენში კი პროდუქტების მწვავე დეფიციტს უკვე განიცდიდა. გაეროს პოზიციის თანახმად, ამ პრობლემას ამძაფრებდა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი.
ივლისში რუსეთმა, უკრაინამ, თურქეთმა და გაერომ დადეს „პროდუქტების გარიგება“ - სამხედროები არ აფერხებენ ოდესიდან და ჩერნომორსკიდან უკრაინული ხორბლის გატანას, ერთობლივი კომისია ამოწმებს ხომალდებს იარაღის კონტრაბანდის თავიდან ასაცილებლად, გაერო კი არ შეაფერხებს რუსული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიწოდებას მსოფლიო ბაზრებზე.
თუმცა ამით ყველაფერი არ დასრულებულა.
გაეროში უკრაინული სიმინდის ზღვით გატანის დაწყებას უწოდეს ხორბლის მიწოდებით სიცოცხლის გადარჩენა. მაგრამ არ დააზუსტეს, ვის სიცოცხლეზე იყო საუბარი.
დღეს უკრაინული მარცვლით დატვირთული არცერთი ხომალდი არ გასულა მოშიმშილე ქვეყნებში - იემენში, სომალისა თუ ეთიოპიაში. ხომალდების უმეტესობა ოდესიდან და ჩერნომორსკიდან ევროპაში მიემართება.
  - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2022
მოსაზრება: დასავლეთი მსოფლიოს უკრაინული ხორბლის გარეშე შიმშილისთვის ამზადებს
1-დან 11 აგვისტომდე უკრაინიდან გასული 12 ხომალდიდან ლიბანსა და ეგვიპტეში მხოლოდ ორი გაიგზავნა. მაგრამ ლიბანმა პირველ ტვირთზე უარი თქვა. ახლა ხორბალი ახალ მყიდველს ელის თურქეთის სანაპიროსთან.
სამაგიეროდ ტვირთზე უარი არ უთქვამთ „პირველი სამყაროს“ ქვეყნებს. ამჟამად ორი ხომალდი იტალიასა და საბერძნეთში მიემგზავრება, თავიანთ წილს ელოდებიან ხორვატია და ირლანდია, მდიდარმა სამხრეთ კორეამაც კი შეიძინა 65 ათასი ტონა სიმინდი. მაგრამ ყველაზე მეტი რეისი თურქეთისკენ შესრულდა.
375 ათასი ტონა სანოვაგიდან ევროპელებს 217 ათასი ტონა ერგოთ.

გაერო პოლიტიკურ განცხადებას აკეთებდა

ეს ყველაფერი მიუთითებს გაეროს სრულ დეგრადაციაზე თუ არა, მის პოლიტიზებასა და დასავლეთის ინტერესების დაქვემდებარებაზე. გაერო, უკრაინა და აშშ, ევროკავშირთან ერთად, თავიდანვე არ აპირებდნენ ღარიბი ქვეყნების დახმარებას, ამბობს რუსეთის მარცვლეულის კავშირის პრეზიდენტი არკადი ზლოჩევსკი.
გემები - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2022
უკრაინის პორტები სიმინდით დატვირთულმა სამმა გემმა დატოვა
„ხელმოწერილი კონტრაქტები არ მინახავს, რომ ისინი ვალდებული არიან მოამარაგონ აფრიკული ქვეყნები ან კონკრეტული მომხმარებლები. ვინც ფულს იხდის, იმას აწვდიან“, - ამბობს ექსპერტი.
გამოდის, რომ ნატოს ქვეყნებმა კიდევ ერთხელ იხეირეს სხვის უბედურებაზე. მეტიც, მათ გააძლიერეს აფრიკისა და აზიის უღარიბეს რეგიონებში შიმშილობის საფრთხე.
მაგრამ ისინი მაინც მოსკოვს დაადანაშაულებენ. ვიდრე ამომრჩევლებს სჯერათ ბოროტი რუსების და წმინდა დასავლეთის, ომის ხარჯზე გამდიდრება კვლავაც შეიძლება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0