უკრაინის პორტები სიმინდით დატვირთულმა სამმა გემმა დატოვა

© photo: Sputnik / Mikhail Golenkovგემები
გემები - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2022
გამოწერა
ორი მშრალტვირთმზიდი ჩერნომორსკიდან გავიდა, ერთი კი – ოდესიდან.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. სიმინდით დატვირთულმა გემებმა Polarnet, Rojen და Navistar უკრაინის ოდესის ოლქის პორტები დატოვეს და სტამბულისკენ აიღეს გეზი, იუწყება РИА Новости თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
Polarnet-ი 12 ათას ტონა სიმინდს ჩერნომორსკიდან ჩაიტანს თურქეთის კარასუში, Rojen-ი 13.041 ტონას ამავე პორტიდან – ბრიტანეთის Teesport-ში, Navistar-ი კი ოდესიდან 33 ათას ტონას – ირლანდიის რინგასკიდიში.
ყველა გემს სტამბულში საკოორდინაციო ცენტრის დელეგაცია შეამოწმებს.
უკრაინული მარცვლეულის ზღვით გატანა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც რუსეთის, უკრაინის, თურქეთისა და გაეროს წარმომადგენლებმა 22 ივლისს ხელი მოაწერეს ორი დოკუმენტისგან შემდგარ პაკეტს.
პირველი დოკუმენტი შეიცავს გაეროს ვალდებულებას, მოხსნას სხვადასხვა შეზღუდვა რუსული სასოფლო პროდუქციისა და სასუქის ექსპორტზე მსოფლიო ბაზრებზე. მეორე უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შავი ზღვის სამი პორტიდან ჰუმანიტარული დერეფნით უსაფრთხო გატანის ალგორითმს ადგენს.
უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი თურქეთში ჩავიდა>>
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის ვერა სონგვეს განცხადებით, „სასურსათო გარიგების“ შესრულება საშუალებას იძლევა, მსოფლიო ბაზარზე 23 მლნ ტონა უკრაინული მარცვლეული გავიდეს.
გაეროში არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს სასურსათო კრიზისის საფრთხე მარცვლეულის დეფიციტის გამო. დასავლეთმა, თავის მხრივ, იმაში, რომ უკრაინული მარცვლეული მსოფლიო ბაზრებს არ მიეწოდება, რუსეთი დაადანაშაულა. მოსკოვმა ეს ბრალდება კატეგორიულად უარყო, განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა მარიუპოლის პორტში მარცვლეული თავად დაწვეს, ასევე დანაღმეს შავი ზღვის აკვატორიის ნაწილი.
ყველა ახალი ამბავი
0