https://sputnik-georgia.com/20220812/premieri-didgorobas-ulocavs-mosaxleobas-269380008.html
პრემიერი საქართველოს მოსახლეობას დიდგორობას ულოცავს
პრემიერი საქართველოს მოსახლეობას დიდგორობას ულოცავს
Sputnik საქართველო
დღეს დიდგორის ძლევამოსილი ბრძოლიდან 901 წელი შესრულდა. 12.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-12T12:24+0400
2022-08-12T12:24+0400
2022-08-12T17:23+0400
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
საქართველო
ისტორიული გმირები
საქართველოს ისტორიიდან
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24621/87/246218764_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_3a2e74d3f1062317295bed80b9433309.jpg
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას დიდგორობის დღესასწაული მიულოცა.დღეს დიდგორის ბრძოლიდან, რომელსაც ქართველთა მრავალსაუკუნოვან ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია, 901 წელი შესრულდა.პრემიერის განცხადებით, „ძლევაი საკვირველი" საქართველოს ძლიერების, ერთიანობის, სამშობლოსათვის ბრძოლისა და თავდადების სიმბოლოა.დღეს დიდგორის ველზე, ტრადიციულად, მოეწყობა საზეიმო ღონისძიებები, ქართული რეწვისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, წარმოდგენილი იქნება ტრადიციული სამოსი და კულინარია.სტუმრებისთვის გაიმართება თეატრალიზებული წარმოდგენა და ქორეოგრაფიული პროგრამა, ასევე საჩვენებელი შეჯიბრებები დოღში, ჭიდაობასა და მკლავჭიდში.1121 წლის 12 აგვისტოს მანგლისის მახლობლად, დიდგორის ველზე მეფე დავით აღმაშენებელმა გადამწყვეტ ბრძოლაში თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი არმია დაამარცხა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, რომელსაც ისტორიაში „ძლევაი საკვირველი" ეწოდა.დღეს დიდგორობაა>>დიდგორის ბრძოლას ქართველთა მრავალსაუკუნოვან ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია. დავით აღმაშენებლის გონივრული სამხედრო სტრატეგიის წყალობით დიდგორი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის, ერთიანობისა და ქვეყნისთვის თავდადების სიმბოლოდ იქცა.ამ გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება (1122 წელს თბილისი, 1123 წელს კი დმანისი სამეფოს შეუერთდნენ) და დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24621/87/246218764_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_1d1e5fbbd88c1f0bd3ba32790c0ec3da.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, საქართველო, ისტორიული გმირები , საქართველოს ისტორიიდან
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, საქართველო, ისტორიული გმირები , საქართველოს ისტორიიდან
პრემიერი საქართველოს მოსახლეობას დიდგორობას ულოცავს
12:24 12.08.2022 (განახლებულია: 17:23 12.08.2022) დღეს დიდგორის ძლევამოსილი ბრძოლიდან 901 წელი შესრულდა.
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას დიდგორობის დღესასწაული მიულოცა.
დღეს დიდგორის ბრძოლიდან, რომელსაც ქართველთა მრავალსაუკუნოვან ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია, 901 წელი შესრულდა.
პრემიერის განცხადებით, „ძლევაი საკვირველი" საქართველოს ძლიერების, ერთიანობის, სამშობლოსათვის ბრძოლისა და თავდადების სიმბოლოა.
„საუკუნეთა განმავლობაში სწორედ დიდგორის მემკვიდრეობა განსაზღვრავს ჩვენს ეროვნულ თვითშეგნებას და რწმენას, რომ ერისა და ბერის ერთად დგომით, ქვეყნის სიყვარულით, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ღირებულებათა ერთგულებით ჩვენ შევძლებთ ყველა გამოწვევის დაძლევას, ქვეყნის გამთლიანებას და ჩვენი ისტორიული მიზნების მიღწევას. გამთლიანებას, გაძლიერებას და წინსვლას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს!" – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
დღეს დიდგორის ველზე, ტრადიციულად, მოეწყობა საზეიმო ღონისძიებები, ქართული რეწვისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, წარმოდგენილი იქნება ტრადიციული სამოსი და კულინარია.
სტუმრებისთვის გაიმართება თეატრალიზებული წარმოდგენა და ქორეოგრაფიული პროგრამა, ასევე საჩვენებელი შეჯიბრებები დოღში, ჭიდაობასა და მკლავჭიდში.
1121 წლის 12 აგვისტოს მანგლისის მახლობლად, დიდგორის ველზე მეფე დავით აღმაშენებელმა გადამწყვეტ ბრძოლაში თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი არმია დაამარცხა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, რომელსაც ისტორიაში „ძლევაი საკვირველი" ეწოდა.
დიდგორის ბრძოლას ქართველთა მრავალსაუკუნოვან ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია. დავით აღმაშენებლის გონივრული სამხედრო სტრატეგიის წყალობით დიდგორი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის, ერთიანობისა და ქვეყნისთვის თავდადების სიმბოლოდ იქცა.
ამ გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება (1122 წელს თბილისი, 1123 წელს კი დმანისი სამეფოს შეუერთდნენ) და დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში.