https://sputnik-georgia.com/20220812/didgoroba-269378194.html
დღეს დიდგორობაა
დღეს დიდგორობაა
Sputnik საქართველო
ამ გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება და დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში. 12.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-12T09:49+0400
2022-08-12T09:49+0400
2022-08-12T16:49+0400
საქართველო
ახალი ამბები
საქართველოს ისტორიიდან
ისტორიული გმირები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23694/54/236945409_92:0:1879:1005_1920x0_80_0_0_1e1ccdea90637a2e6267b34856fbcb63.jpg
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. დღეს დიდგორის ძლევამოსილი ბრძოლიდან 901 წელი შესრულდა.დიდგორის ველი, ტრადიციულად, ღია ცის ქვეშ მუზეუმად გადაკეთდება. სპეციალურ ადგილებზე მოეწყობა საზეიმო ღონისძიებები, ქართული რეწვისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, წარმოდგენილი იქნება ტრადიციული სამოსი და კულინარია.სტუმრებისთვის გაიმართება თეატრალიზებული წარმოდგენა და ქორეოგრაფიული პროგრამა, ასევე საჩვენებელი შეჯიბრებები დოღში, ჭიდაობასა და მკლავჭიდში.დიდგორობის დღესასწაულზე სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოებაც იგეგმება. დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა სახელმწიფო ჯილდო — „დიდგორის ჯვრის ორდენი", რომელიც ყოველი წლის 12 აგვისტოს გადაეცემა გამორჩეულ სამხედრო მოსამსახურეებს.1121 წლის 12 აგვისტოს მანგლისის მახლობლად, დიდგორის ველზე მეფე დავით აღმაშენებელმა გადამწყვეტ ბრძოლაში თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი არმია დაამარცხა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, რომელსაც ისტორიაში „ძლევაი საკვირველი“ ეწოდა.დიდგორის ბრძოლას ქართველთა მრავალსაუკუნოვან ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია. დავით აღმაშენებლის გონივრული სამხედრო სტრატეგიის წყალობით დიდგორი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის, ერთიანობისა და ქვეყნისთვის თავდადების სიმბოლოდ იქცა.თურქ-სელჩუკებს ნაჯმ ად-დინ ილღაზი სარდლობდა. მათი ლაშქრის რაოდენობად სხვადასხვა ცნობებში 500-600 ათასიც კი არის დასახელებული, თუმცა თანამედროვე ისტორიკოსებს ეს რიცხვი გადაჭარბებულად მიაჩნიათ. ივანე ჯავახიშვილის ვარაუდით, მტრის ჯარი 300 000 მეომრისგან უნდა ყოფილიყო შემდგარი. მაგრამ ყველა მონაცემიდან აშკარაა, რომ დიდგორის ველზე რიცხობრივი რაოდენობის მიხედვით ძალიან არათანაბარი ძალები შეხვდნენ ერთმანეთს.დავით IV-ის განკარგულებაში სულ 56 ათასი მეომარი იყო. მათგან 40 ათასი ქართველი, 15 ათასი ყივჩაღი, 500 ოსი და 100 „ფრანგი“ („ფრანგებს“ ქართველები მაშინ და შემდეგაც, დიდი ხნის მანძილზე ევროპელებს ეძახდნენ).ბრძოლის დაწყების წინ ქართველთა მხრიდან 200 მხედარი მტრის ბანაკისკენ გაემართა. მაჰმადიანებს ისინი მოღალატეები ეგონათ და თავიანთ ბანაკში შეუშვეს, სადაც მათ მოულოდნელი იერიში მიიტანეს მტერზე. ამან კოალიციური ლაშქრის საბრძოლო წყობა დაარღვია. და სწორედ ამ დროს ქართველთა ლაშქარმა მტერს ორი მხრიდან შეუტია — დასავლეთიდან დავით აღმაშენებელი, ხოლო დიდგორის მთიდან უფლისწული დემეტრე გადავიდნენ შეტევაზე. ქართველი რაინდები და მათი მებრძოლები წინა აზიის საუკეთესო მხედრობას შეებნენ. სისხლისმღვრელი შეტაკება მხოლოდ სამ საათს გაგრძელდა. ილღაზის ლაშქარი სასტიკად დამარცხდა და უკუიქცა. ამით ბრძოლა არ დასრულებულა. დამარცხებულებს თბილისისა თუ დმანისისთვის თავის შეფარებისა და ძალების აღდგენის საშუალება არ მისცეს და ბოლომდე სდიეს. დაჭრილმა ილღაზმა რამდენიმე სარდალთან და ოციოდე მხედართან ერთად გაქცევა მოახერხა.ამ გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება (1122 წელს თბილისი, 1123 წელს კი დმანისი სამეფოს შეუერთდნენ) და დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში.
https://sputnik-georgia.com/20200811/georgia-history-king-david-IV-agmashenebeli-240937640.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23694/54/236945409_315:0:1655:1005_1920x0_80_0_0_fe1a27f1bcb71f634948ed84b50dbd16.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს ისტორიიდან , ისტორიული გმირები
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს ისტორიიდან , ისტორიული გმირები
დღეს დიდგორობაა
09:49 12.08.2022 (განახლებულია: 16:49 12.08.2022) ამ გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება და დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში.
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. დღეს დიდგორის ძლევამოსილი ბრძოლიდან 901 წელი შესრულდა.
დიდგორის ველი, ტრადიციულად, ღია ცის ქვეშ მუზეუმად გადაკეთდება. სპეციალურ ადგილებზე მოეწყობა საზეიმო ღონისძიებები, ქართული რეწვისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, წარმოდგენილი იქნება ტრადიციული სამოსი და კულინარია.
სტუმრებისთვის გაიმართება თეატრალიზებული წარმოდგენა და ქორეოგრაფიული პროგრამა, ასევე საჩვენებელი შეჯიბრებები დოღში, ჭიდაობასა და მკლავჭიდში.
დიდგორობის დღესასწაულზე სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოებაც იგეგმება. დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა სახელმწიფო ჯილდო — „დიდგორის ჯვრის ორდენი", რომელიც ყოველი წლის 12 აგვისტოს გადაეცემა გამორჩეულ სამხედრო მოსამსახურეებს.
1121 წლის 12 აგვისტოს მანგლისის მახლობლად, დიდგორის ველზე მეფე დავით აღმაშენებელმა გადამწყვეტ ბრძოლაში თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი არმია დაამარცხა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, რომელსაც ისტორიაში „ძლევაი საკვირველი“ ეწოდა.
დიდგორის ბრძოლას ქართველთა მრავალსაუკუნოვან ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია. დავით აღმაშენებლის გონივრული სამხედრო სტრატეგიის წყალობით დიდგორი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის, ერთიანობისა და ქვეყნისთვის თავდადების სიმბოლოდ იქცა.
თურქ-სელჩუკებს ნაჯმ ად-დინ ილღაზი სარდლობდა. მათი ლაშქრის რაოდენობად სხვადასხვა ცნობებში 500-600 ათასიც კი არის დასახელებული, თუმცა თანამედროვე ისტორიკოსებს ეს რიცხვი გადაჭარბებულად მიაჩნიათ. ივანე ჯავახიშვილის ვარაუდით, მტრის ჯარი 300 000 მეომრისგან უნდა ყოფილიყო შემდგარი. მაგრამ ყველა მონაცემიდან აშკარაა, რომ დიდგორის ველზე რიცხობრივი რაოდენობის მიხედვით ძალიან არათანაბარი ძალები შეხვდნენ ერთმანეთს.
დავით IV-ის განკარგულებაში სულ 56 ათასი მეომარი იყო. მათგან 40 ათასი ქართველი, 15 ათასი ყივჩაღი, 500 ოსი და 100 „ფრანგი“ („ფრანგებს“ ქართველები მაშინ და შემდეგაც, დიდი ხნის მანძილზე ევროპელებს ეძახდნენ).
ბრძოლის დაწყების წინ ქართველთა მხრიდან 200 მხედარი მტრის ბანაკისკენ გაემართა. მაჰმადიანებს ისინი მოღალატეები ეგონათ და თავიანთ ბანაკში შეუშვეს, სადაც მათ მოულოდნელი იერიში მიიტანეს მტერზე. ამან კოალიციური ლაშქრის საბრძოლო წყობა დაარღვია. და სწორედ ამ დროს ქართველთა ლაშქარმა მტერს ორი მხრიდან შეუტია — დასავლეთიდან დავით აღმაშენებელი, ხოლო დიდგორის მთიდან უფლისწული დემეტრე გადავიდნენ შეტევაზე. ქართველი რაინდები და მათი მებრძოლები წინა აზიის საუკეთესო მხედრობას შეებნენ. სისხლისმღვრელი შეტაკება მხოლოდ სამ საათს გაგრძელდა. ილღაზის ლაშქარი სასტიკად დამარცხდა და უკუიქცა. ამით ბრძოლა არ დასრულებულა. დამარცხებულებს თბილისისა თუ დმანისისთვის თავის შეფარებისა და ძალების აღდგენის საშუალება არ მისცეს და ბოლომდე სდიეს. დაჭრილმა ილღაზმა რამდენიმე სარდალთან და ოციოდე მხედართან ერთად გაქცევა მოახერხა.
ამ გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება (1122 წელს თბილისი, 1123 წელს კი დმანისი სამეფოს შეუერთდნენ) და დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში.