https://sputnik-georgia.com/20220812/narmania-saqartvelo-rusul-eleqtroenergiaze-damokidebuli-araa-269369087.html
დავით ნარმანია: საქართველო რუსულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებული არაა
დავით ნარმანია: საქართველო რუსულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებული არაა
Sputnik საქართველო
საკითხმა აქტუალობა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფონზე შეიძინა. 12.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-12T19:13+0400
2022-08-12T19:13+0400
2022-08-12T22:00+0400
საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა
რუსეთი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23206/45/232064532_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_b211db612148f8cd8058cf69da570045.jpg
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. საქართველო ელექტროენერგიას ყიდულობს როგორც რუსეთიდან, ისე აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან გამომდინარე იქიდან, კონკრეტულ პერიოდში რომელ ქვეყანას აქვს დაბალი ფასი, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი, GNERC) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ მედიაცენტრ „მთავარში“.მისი თქმით, 2021 წელს რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის წილმა საერთო მოხმარების 7% შეადგინა და ის ძირითადად აფხაზეთის მოსახლეობის ელექტროენერგიით მომარაგებას მოხმარდა.საქართველო ამჟამად ამიერკავკასიის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც საკუთარი გაზსაცავი არ გააჩნია. საქართველოს გაზმომარაგება მხოლოდ იმპორტის ხარჯზე მიმდინარეობს. საქართველოში გაზის ძირითადი მომწოდებელი აზერბაიჯანია.„90%-ზე მეტი შემოდის აზერბაიჯანიდან, ძალიან მცირე მოცულობა შემოდის რუსეთიდან, რომელიც ამ გაზსადენის წნევების რეგულირებისთვის საჭირო ტექნიკური ინსტრუმენტია ერთი მხრივ, მეორე მხრივ კი, საქართველო სომხეთში გატარებული ბუნებრივი გაზიდან გარკვეულ სარგებელს იღებს“, – განაცხადა ნარმანიამ.სემეკის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულება როგორც ელექტროენერგიის, ისე ბუნებრივი აირის ნაწილში არ აქვს.ენერგოუსაფრთხოება როგორც პრიორიტეტი: ვიცე-პრემიერმა საქართველოს ენერგეტიკაზე ისაუბრა>>>საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) ბოლო მონაცემებით, 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველომ 7,6 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 7,8%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აქედან თვითონ გამოიმუშავა 7,1 მლრდ კვტ/სთ.აღნიშნულ პერიოდში ქვეყანამ რუსეთიდან განახორციელა 907,2 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი, სომხეთიდან – 138,4 მლნ კვტ/სთ-ის, აზერბაიჯანიდან – 129,1 მლნ კვტ/სთ-ის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23206/45/232064532_73:0:1212:854_1920x0_80_0_0_07b1487383be8476a31edfda9d483f46.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, რუსეთი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, რუსეთი, საზოგადოება, ახალი ამბები
დავით ნარმანია: საქართველო რუსულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებული არაა
19:13 12.08.2022 (განახლებულია: 22:00 12.08.2022) საკითხმა აქტუალობა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფონზე შეიძინა.
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. საქართველო ელექტროენერგიას ყიდულობს როგორც რუსეთიდან, ისე აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან გამომდინარე იქიდან, კონკრეტულ პერიოდში რომელ ქვეყანას აქვს დაბალი ფასი, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი, GNERC) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ მედიაცენტრ „მთავარში“.
მისი თქმით, 2021 წელს რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის წილმა საერთო მოხმარების 7% შეადგინა და ის ძირითადად აფხაზეთის მოსახლეობის ელექტროენერგიით მომარაგებას მოხმარდა.
„ხაზს ვუსვამ, რომ ის, თუ საიდან შემოაქვს ქვეყანას ელექტროენერგია კონკრეტულ თვეში, დამოკიდებულია იმაზე, რომელი ქვეყანა უფრო იაფ ფასს შესთავაზებს. ამდენად, ჩვენ რუსეთზე ენერგოდამოკიდებული არ ვართ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას როგორც ელექტროენერგიის, ისე ბუნებრივი გაზის ნაწილში“, – განაცხადა ნარმანიამ.
საქართველო ამჟამად ამიერკავკასიის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც საკუთარი გაზსაცავი არ გააჩნია. საქართველოს გაზმომარაგება მხოლოდ იმპორტის ხარჯზე მიმდინარეობს. საქართველოში გაზის ძირითადი მომწოდებელი აზერბაიჯანია.
„90%-ზე მეტი შემოდის აზერბაიჯანიდან, ძალიან მცირე მოცულობა შემოდის რუსეთიდან, რომელიც ამ გაზსადენის წნევების რეგულირებისთვის საჭირო ტექნიკური ინსტრუმენტია ერთი მხრივ, მეორე მხრივ კი, საქართველო სომხეთში გატარებული ბუნებრივი გაზიდან გარკვეულ სარგებელს იღებს“, – განაცხადა ნარმანიამ.
სემეკის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულება როგორც ელექტროენერგიის, ისე ბუნებრივი აირის ნაწილში არ აქვს.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) ბოლო მონაცემებით, 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველომ 7,6 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 7,8%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აქედან თვითონ გამოიმუშავა 7,1 მლრდ კვტ/სთ.
აღნიშნულ პერიოდში ქვეყანამ რუსეთიდან განახორციელა 907,2 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი, სომხეთიდან – 138,4 მლნ კვტ/სთ-ის, აზერბაიჯანიდან – 129,1 მლნ კვტ/სთ-ის.