https://sputnik-georgia.com/20220702/energousafrtxoeba-rogorc-prioriteti-vice-premierma-saqartvelos-energetikaze-isaubra-268109635.html
ენერგოუსაფრთხოება როგორც პრიორიტეტი: ვიცე-პრემიერმა საქართველოს ენერგეტიკაზე ისაუბრა
ენერგოუსაფრთხოება როგორც პრიორიტეტი: ვიცე-პრემიერმა საქართველოს ენერგეტიკაზე ისაუბრა
Sputnik საქართველო
საქართველოში უნდა გაიზარდოს საკუთარი ენერგეტიკული რესურსების ათვისება, მათ შორის, განახლებადი ენერგიის წყაროების, მიაჩნია ვიცე-პრემიერს
2022-07-02T13:00+0400
2022-07-02T13:00+0400
2022-07-02T13:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23440/67/234406797_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_2a5baa3de4dd8bfaa9c498cdfb08a1b7.jpg
თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. საქართველოს ენერგოუსაფრთხოება დამოკიდებულია ახალი ობიექტების მშენებლობაზე და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაზე, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე.მისი განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება მთავრობის პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც ითვალისწინებს ახალი ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობას, იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას და ენერგოეფექტურობის პროექტების განხორციელებას.გარდა ამისა, გამოსვლაში ეკონომიკის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკულ რეფორმაზე, რომელიც ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან საქართველოს მიერთების შემდეგ ხორციელდება და მიზნად ისახავს ადგილობრივი ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზებას და ქვეყანაში ევროპული რეგულაციების დამკვიდრებას.ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველო აგრძელებს განვითარებას ენერგოეფექტურობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდის მიზნით.გაიზრდება თუ არა კომუნალური მომსახურების ტარიფები: დავით ნარმანიას განმარტება >>ამასთან, მინისტრის თქმით, საქართველოში უნდა გაიზარდოს საკუთარი ენერგეტიკული რესურსების ათვისება, მათ შორის, განახლებადი ენერგიის წყაროების, აგრეთვე დაინერგოს თანამედროვე ენერგეტიკული ტექნოლოგიები.მზარდი მოხმარებაექსპერტები თვლიან, რომ 2030 წლისთვის საქართველო შესაძლოა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდეს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება 26 მილიარდ კვტ/სთ მიაღწევს, დღეს კი ის წელიწადში 13 მილიარდის დონეზეა.საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველომ თითქმის 6,5 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 12,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო გამომუშავებულია 5,6 მილიარდი კვტ/სთ. დეფიციტური მხოლოდ წლის დასაწყისი იყო, შემდეგ კი საკუთარმა გამომუშავებამ მოიმატა.ნარმანია: რუსულ ელექტროენერგიაზე უარის თქმის ფუფუნება არ გვაქვს >>გამომუშავებული ენერგიის დიდი ნაწილი ჰესებზე მოდის – 4,1 მლრდ კვტ/სთ, თბოსადგურებმა გამოიმუშავეს დაახლოებით 1,5 მლრდ კვტ/სთ, ხოლო ქართლის ქარის სადგურმა – 33,7 მლნ კვტ/სთ.საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა და ხდება მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე. წლის დასაწყისიდან ქვეყანამ განახორციელა იმპორტი 1,2 მლრდ კვტ/სთ ოდენობით, მათ შორის, რუსეთიდან (906,6 მლნ კვტ/სთ), სომხეთიდან (138,4 მლნ კვტ/სთ) და აზერბაიჯანიდან (129,1 მლნ კვტ/სთ).ექსპორტმა საანგარიშო პერიოდში შეადგინა 272,1 მლნ კვტ/სთ, აქედან 219,8 მლნ კვტ/სთ თურქეთში განხორციელდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23440/67/234406797_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_5f0fcb92d8ed5599e98465b2dad6cae8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ენერგოუსაფრთხოება პრიორიტეტი ვიცე-პრემიერი ეკონომიკა მინისტრი ლევანდ დავითაშვილი საქართველო ენერგეტიკა
ენერგოუსაფრთხოება პრიორიტეტი ვიცე-პრემიერი ეკონომიკა მინისტრი ლევანდ დავითაშვილი საქართველო ენერგეტიკა
ენერგოუსაფრთხოება როგორც პრიორიტეტი: ვიცე-პრემიერმა საქართველოს ენერგეტიკაზე ისაუბრა
საქართველოში უნდა გაიზარდოს საკუთარი ენერგეტიკული რესურსების ათვისება, მათ შორის, განახლებადი ენერგიის წყაროების, მიაჩნია ვიცე-პრემიერს
თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. საქართველოს ენერგოუსაფრთხოება დამოკიდებულია ახალი ობიექტების მშენებლობაზე და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაზე, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე.
მისი განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება მთავრობის პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც ითვალისწინებს ახალი ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობას, იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას და ენერგოეფექტურობის პროექტების განხორციელებას.
გარდა ამისა, გამოსვლაში ეკონომიკის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკულ რეფორმაზე, რომელიც ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან საქართველოს მიერთების შემდეგ ხორციელდება და მიზნად ისახავს ადგილობრივი ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზებას და ქვეყანაში ევროპული რეგულაციების დამკვიდრებას.
ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველო აგრძელებს განვითარებას ენერგოეფექტურობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდის მიზნით.
ამასთან, მინისტრის თქმით, საქართველოში უნდა გაიზარდოს საკუთარი ენერგეტიკული რესურსების ათვისება, მათ შორის, განახლებადი ენერგიის წყაროების, აგრეთვე დაინერგოს თანამედროვე ენერგეტიკული ტექნოლოგიები.
ექსპერტები თვლიან, რომ 2030 წლისთვის საქართველო შესაძლოა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდეს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება 26 მილიარდ კვტ/სთ მიაღწევს, დღეს კი ის წელიწადში 13 მილიარდის დონეზეა.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველომ თითქმის 6,5 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 12,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო გამომუშავებულია 5,6 მილიარდი კვტ/სთ. დეფიციტური მხოლოდ წლის დასაწყისი იყო, შემდეგ კი საკუთარმა გამომუშავებამ მოიმატა.
გამომუშავებული ენერგიის დიდი ნაწილი ჰესებზე მოდის – 4,1 მლრდ კვტ/სთ, თბოსადგურებმა გამოიმუშავეს დაახლოებით 1,5 მლრდ კვტ/სთ, ხოლო ქართლის ქარის სადგურმა – 33,7 მლნ კვტ/სთ.
საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა და ხდება მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე. წლის დასაწყისიდან ქვეყანამ განახორციელა იმპორტი 1,2 მლრდ კვტ/სთ ოდენობით, მათ შორის, რუსეთიდან (906,6 მლნ კვტ/სთ), სომხეთიდან (138,4 მლნ კვტ/სთ) და აზერბაიჯანიდან (129,1 მლნ კვტ/სთ).
ექსპორტმა საანგარიშო პერიოდში შეადგინა 272,1 მლნ კვტ/სთ, აქედან 219,8 მლნ კვტ/სთ თურქეთში განხორციელდა.