https://sputnik-georgia.com/20220630/narmania-rusul-eleqtroenergiaze-uari-didi-pupunebaa-268043191.html
ნარმანია: რუსულ ელექტროენერგიაზე უარის თქმის ფუფუნება არ გვაქვს
ნარმანია: რუსულ ელექტროენერგიაზე უარის თქმის ფუფუნება არ გვაქვს
Sputnik საქართველო
თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. ელექტროენერგიის დეფიციტის პერიოდში საქართველო მას ყიდულობს, მათ შორის რუსეთიდან, რომელსაც ყველაზე მისაღები ფასები აქვს, განაცხადა... 30.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-30T18:37+0400
2022-06-30T18:37+0400
2022-06-30T21:39+0400
საქართველო
ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23206/45/232064532_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_b211db612148f8cd8058cf69da570045.jpg
თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. ელექტროენერგიის დეფიციტის პერიოდში საქართველო მას ყიდულობს, მათ შორის რუსეთიდან, რომელსაც ყველაზე მისაღები ფასები აქვს, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.როგორც მან აღნიშნა, „ტარიფის სენსიტიურობიდან გამომდინარე, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ პოლიტიკური მიზეზების გამო შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე ვთქვათ უარი“.თუ საქართველოს მაინც მოუწევს რუსულ ელექტროენერგიაზე უარის თქმა, ეს არ იქნება პრობლემა, დასძინა სემეკის თავმჯდომარემ.„თუ რაღაც მიზეზით მოხდება შეზღუდვა – ან ემბარგო დაწესდება, ან სხვა დამაბრკოლებელი ფაქტორი წარმოიშობა, ქვეყანას ენერგეტიკული კრიზისი ნამდვილად არ ექნება, რადგან ელექტროენერგიის მიღების ალტერნატიური წყაროები ნამდვილად არსებობს“, – განაცხადა ნარმანიამ.საქართველო „ინტერ რაოს“ შესაძლო სანქცირებისთვის ემზადება>>>საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2021 წელს საქართველომ 15,3 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 2020 წელთან შედარებით 23,5%-ით მეტია. ადგილობრივად გამომუშავებული იყო 12,6 მილიარდი კვტ/სთ.ელექტროენერგიის დეფიციტის შესავსებად საქართველომ 2 მილიარდზე მეტი კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა. მათ შორის, რუსეთიდან 1,2 მლრდ კვტ/სთ, თურქეთიდან – 161,2 მლნ კვტ/სთ, აზერბაიჯანიდან კი 600,1 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23206/45/232064532_73:0:1212:854_1920x0_80_0_0_07b1487383be8476a31edfda9d483f46.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. ელექტროენერგიის დეფიციტის პერიოდში საქართველო მას ყიდულობს, მათ შორის რუსეთიდან, რომელსაც ყველაზე მისაღები ფასები აქვს, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.
„ჩვენ გარკვეული თვეების განმავლობაში რუსეთიდან ვიღებთ ელექტროენერგიას, იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით იგი უფრო იაფია“, – განაცხადა ნარმანიამ.
როგორც მან აღნიშნა, „ტარიფის სენსიტიურობიდან გამომდინარე, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ პოლიტიკური მიზეზების გამო შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე ვთქვათ უარი“.
თუ საქართველოს მაინც მოუწევს რუსულ ელექტროენერგიაზე უარის თქმა, ეს არ იქნება პრობლემა, დასძინა სემეკის თავმჯდომარემ.
„თუ რაღაც მიზეზით მოხდება შეზღუდვა – ან ემბარგო დაწესდება, ან სხვა დამაბრკოლებელი ფაქტორი წარმოიშობა, ქვეყანას ენერგეტიკული კრიზისი ნამდვილად არ ექნება, რადგან ელექტროენერგიის მიღების ალტერნატიური წყაროები ნამდვილად არსებობს“, – განაცხადა ნარმანიამ.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2021 წელს საქართველომ 15,3 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 2020 წელთან შედარებით 23,5%-ით მეტია. ადგილობრივად გამომუშავებული იყო 12,6 მილიარდი კვტ/სთ.
ელექტროენერგიის დეფიციტის შესავსებად საქართველომ 2 მილიარდზე მეტი კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა. მათ შორის, რუსეთიდან 1,2 მლრდ კვტ/სთ, თურქეთიდან – 161,2 მლნ კვტ/სთ, აზერბაიჯანიდან კი 600,1 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია.