https://sputnik-georgia.com/20220623/saqartvelo-inter-raos-sesazlo-sanqcirebistvis-emzadeba-267789315.html
საქართველო „ინტერ რაოს“ შესაძლო სანქცირებისთვის ემზადება
საქართველო „ინტერ რაოს“ შესაძლო სანქცირებისთვის ემზადება
Sputnik საქართველო
„ბორჯომისგან“ განსხვავებით, „თელასი“ რეგულირებადი კომპანიაა, და სირთულეების თავიდან ასაცილებლად ჩვენ კანონიერი ბერკეტები გაგვაჩნია, განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ
2022-06-23T23:41+0400
2022-06-23T23:41+0400
2022-06-23T23:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23926/99/239269993_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_fe250ddd318dca5d4578e2eeea73ae57.jpg
თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელასის“ ირგვლივ მოვლენათა განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის, განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.კომპანია „თელასი“ რუსულ კომპანია „ინტერ რაოს“ ეკუთვნის და რუსეთის და რუსული კომპანიების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფონზე კომპანია „თელასის“ საქმიანობის შესაძლო შეჩერება ბევრში შეშფოთებას იწვევს.ელექტროენერგია – სპეციფიკური პროდუქციაა და მისი მოსახლეობისა და კომერციული სექტორისთვის მიწოდების დიდი ხნით შეჩერება წარმოუდგენელია ჩვენთვის, აღნიშნა მან.მისი თქმით, თუ „ინტერ რაოს“ სანქციები შეეხება, სპეციალური მმართველის დანიშვნის გადაწყვეტილება მყისიერად იქნება მიღებული.კომპანია „ინტერ რაო“ საქართველოში „თელასის“ გარდა ასევე ფლობს კომპანია „თელმიკოს“ და მდინარე ხრამზე ორ მსხვილ ჰესს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23926/99/239269993_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_37b8bd96ae96417d231a1f7b8a96a219.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო „ინტერ რაო“ სანქცია თელასი თელმიკო დავით ნარმანია
საქართველო „ინტერ რაო“ სანქცია თელასი თელმიკო დავით ნარმანია
საქართველო „ინტერ რაოს“ შესაძლო სანქცირებისთვის ემზადება
23:41 23.06.2022 (განახლებულია: 23:54 23.06.2022) „ბორჯომისგან“ განსხვავებით, „თელასი“ რეგულირებადი კომპანიაა და სირთულეების თავიდან ასაცილებლად ჩვენ კანონიერი ბერკეტები გაგვაჩნია, განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ.
თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელასის“ ირგვლივ მოვლენათა განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის, განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.
კომპანია „თელასი“ რუსულ კომპანია „ინტერ რაოს“ ეკუთვნის და რუსეთის და რუსული კომპანიების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფონზე კომპანია „თელასის“ საქმიანობის შესაძლო შეჩერება ბევრში შეშფოთებას იწვევს.
„ბორჯომისგან“ განსხვავებით, „თელასი“ რეგულირებადი კომპანიაა და ჩვენ გაგვაჩნია ბერკეტები კანონმდებლობაში, რათა მყისიერად დაინიშნოს სპეციალური მმართველი, რათა არ შეჩერდეს სერვისების მიწოდება“, – განუცხადა ნარმანიამ ტელეარხ „ფორმულას“.
ელექტროენერგია – სპეციფიკური პროდუქციაა და მისი მოსახლეობისა და კომერციული სექტორისთვის მიწოდების დიდი ხნით შეჩერება წარმოუდგენელია ჩვენთვის, აღნიშნა მან.
მისი თქმით, თუ „ინტერ რაოს“ სანქციები შეეხება, სპეციალური მმართველის დანიშვნის გადაწყვეტილება მყისიერად იქნება მიღებული.
კომპანია „ინტერ რაო“ საქართველოში „თელასის“ გარდა ასევე ფლობს კომპანია „თელმიკოს“ და მდინარე ხრამზე ორ მსხვილ ჰესს.