Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ვიკტორია ბექჰემი ნიკოლა პელტცს ვერ იტანს? - რა ხდება რძალ-დედამთილს შორის

© courtesy of David Beckhamბრუკლინ ბექჰემი და ნიკოლა პელტცი
ბრუკლინ ბექჰემი და ნიკოლა პელტცი - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2022
გამოწერა
ბოლო კვირების განმავლობაში დასავლურმა მედიამ არაერთხელ დაწერა მილიარდერი ნიკოლა პელტცისა და მისი დედამთილის ვიკტორია ბექჰემის უთანხმოების შესახებ. ინსაიდერების განცხადებით, ისინი ერთმანეთს საერთოდ არ ეკონტაქტებიან. როგორც ირკვევა, საზოგადოების აზრი ნიკოლას საკმაოდ აღელვებს და ჭორები მისთვის მტკივნეულია.
  - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2022
ვიქტორია ბექჰემის დიეტა: როგორია ტუტე-დიეტის რაციონი
ბოლოს და ბოლოს, რძალ-დედამთილს შორის გაჩაღებული „ცივი ომის“ დეტალები გაშიფრულია. ნიკოლამ და ბრუკლინ ბექჰემმა დუმილი დაარღვიეს. მათ გამოცემა Variety-ს ინტერვიუ მისცეს, სადაც ბრუკლინმა განაცხადა, რომ ყველაფერი კარგადაა და ერთმანეთის მიმართ ყველა მეგობრულადაა განწყობილი.
27 წლის ნიკოლა აცხადებს, რომ ჭორები კაბის გამო გაჩნდა. თავდაპირველად გადაწყდა, რომ მას ქორწილში ვიკტორიას მიერ შექმნილი კაბა უნდა ჩაეცვა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა და არჩევანი „ვალენტინოს“ კაბაზე შეაჩერა.

„მე მინდოდა და ვაპირებდი კიდეც მისი კაბის ჩაცმას, თუმცა რამდენიმე თვეში მივხვდით, რომ მისი ატელიე ვერ შეძლებდა იმის გაკეთებას, რაც საჭირო იყო. ამიტომაც საჭირო გახდა სხვა კაბის არჩევა. აი, საიდან გაჩნდა ჭორები“, – აღნიშნა ნიკოლამ.

ყველა ახალი ამბავი
0