https://sputnik-georgia.com/20220701/viqtoria-beqhemis-dieta-tute-racioni-268085136.html
ვიქტორია ბექჰემის დიეტა: როგორია ტუტე-დიეტის რაციონი
ვიქტორია ბექჰემის დიეტა: როგორია ტუტე-დიეტის რაციონი
Sputnik საქართველო
პოპულარული ჯგუფის, Spice Girls-ის ყოფილი მომღერალი, ახლა კი დიზაინერი ვიქტორია ბექჰემი, 48 წლისაც კი ისე გამოიყურება, რომ ნებისმიერ გოგონას შეშურდება. 01.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-01T20:16+0400
2022-07-01T20:16+0400
2023-08-17T10:49+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/04/252207647_0:201:3076:1932_1920x0_80_0_0_709e62550655286c6ce36729a6a1002d.jpg
მისი კარგი აღნაგობის საიდუმლო მარტივია: ტუტე დიეტა და რეგულარული ვარჯიში. დიეტა იმდენად ეფექტურია, რომ მას ჰოლივუდის არაერთი მთავარი ლამაზმანი მისდევს.ვიქტორია ბექჰემს ოთხი შვილი ჰყავს. ყოველ ორსულობაზე 10 კგ-ს იმატებდა, მაგრამ მშობირობის შემდეგ მალევე სწრაფად დგებოდა ფორმაში დიეტის წყალობით, რომელსაც მრავალი წელია იცავს.ტუტე დიეტა არის უნიკალური მიდგომა კვების სისტემისადმი, რომლის დროსაც ყოველდღიური რაციონი 70%-ით ტუტე და 30%-ით მჟავა პროდუქტებისგან უნდა შედგებოდეს.რას ჭამს ვიქტორია ბექჰემისაუზმეზე დიზაინერი თბილ წყალს სვამს — ორი სუფრის კოვზი ვაშლის ძმრითა ლიმონით. ამის შემდეგ ის ჩიას თესლით, ხილითა და მცენარეული რძით მომზადებულ ბოულს მიირთმევს, ან ვაშლის, კივის, ლიმონის, ისპანახის, ბროკოლისა და ჩიას თესლების სმუზის.მისი ყოველდღიური რაციონის ძირითადი პროდუქტებია ავოკადო და ორაგულის ნაჭერი.ტუტე დიეტის ზოგადი დღიური რაციონი ასე გამოიყურება:გაითვალისწინეთ: სტატიაში მოყვანილი რჩევები საინფორმაციო ხასიათისაა და პრეტენზია არ აქვს პროფესიულ სამედიცინო რეკომენდაციებზე. ნებისმიერი ვარჯიშის დაწყებამდე თუ კვების რაციონში ცვლილებების შეტანამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან!
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/04/252207647_347:0:3076:2047_1920x0_80_0_0_bf9a18b91455361f9205f455baf34865.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
ვიქტორია ბექჰემის დიეტა: როგორია ტუტე-დიეტის რაციონი
20:16 01.07.2022 (განახლებულია: 10:49 17.08.2023) პოპულარული ჯგუფის, Spice Girls-ის ყოფილი მომღერალი, ახლა კი დიზაინერი ვიქტორია ბექჰემი, 48 წლისაც კი ისე გამოიყურება, რომ ნებისმიერ გოგონას შეშურდება.
მისი კარგი აღნაგობის საიდუმლო მარტივია: ტუტე დიეტა და რეგულარული ვარჯიში. დიეტა იმდენად ეფექტურია, რომ მას ჰოლივუდის არაერთი მთავარი ლამაზმანი მისდევს.
ვიქტორია ბექჰემს ოთხი შვილი ჰყავს. ყოველ ორსულობაზე 10 კგ-ს იმატებდა, მაგრამ მშობირობის შემდეგ მალევე სწრაფად დგებოდა ფორმაში დიეტის წყალობით, რომელსაც მრავალი წელია იცავს.
ტუტე დიეტა არის უნიკალური მიდგომა კვების სისტემისადმი, რომლის დროსაც ყოველდღიური რაციონი 70%-ით ტუტე და 30%-ით მჟავა პროდუქტებისგან უნდა შედგებოდეს.
რას ჭამს ვიქტორია ბექჰემი
საუზმეზე დიზაინერი თბილ წყალს სვამს — ორი სუფრის კოვზი ვაშლის ძმრითა ლიმონით. ამის შემდეგ ის ჩიას თესლით, ხილითა და მცენარეული რძით მომზადებულ ბოულს მიირთმევს, ან ვაშლის, კივის, ლიმონის, ისპანახის, ბროკოლისა და ჩიას თესლების სმუზის.
მისი ყოველდღიური რაციონის ძირითადი პროდუქტებია ავოკადო და ორაგულის ნაჭერი.
ტუტე დიეტის ზოგადი დღიური რაციონი ასე გამოიყურება:
საუზმე: რუხი პურის ორი ტოსტი და ჭიქა მცენარეული ჩაი შაქრის გარეშე.
მეორე საუზმე: სმუზი ბოსტნეულისა და მწვანილისგან (ვაშლი, კიტრი, კივი, ისპანახი).
სადილი: ორთქლზე მოხარშული თევზი, ახალი ბოსტნეულის სალათი — მაიონეზის, ზეთისა თუ სხვა სოუსის გარეშე. ნებადართულია ლიმონის ან ლაიმის წვენის მოსხმა.
ვახშამი: ჩაშუშული ბოსტნეული სანელებლების გარეშე.
გაითვალისწინეთ: სტატიაში მოყვანილი რჩევები საინფორმაციო ხასიათისაა და პრეტენზია არ აქვს პროფესიულ სამედიცინო რეკომენდაციებზე. ნებისმიერი ვარჯიშის დაწყებამდე თუ კვების რაციონში ცვლილებების შეტანამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან!