https://sputnik-georgia.com/20220811/deputatebis-morigi-werili-keli-degnans-269365111.html
დეპუტატების მორიგი წერილი კელი დეგნანს - ამერიკის ელჩი არ ემიჯნება...
დეპუტატების მორიგი წერილი კელი დეგნანს - ამერიკის ელჩი არ ემიჯნება...
Sputnik საქართველო
ბოლო კვირებში დეპუტატებმა დეგნანის მისამართით რამდენიმე ღია წერილი გაავრცელეს. 11.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-11T16:39+0400
2022-08-11T16:39+0400
2022-08-11T19:29+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
აშშ
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23786/41/237864195_0:11:2000:1136_1920x0_80_0_0_a4c812d17aaa99c0eb6936ea8753f61a.jpg
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მიერ შეკითხვების უპასუხოდ დატოვება ამყარებს რწმენას, რომ რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგის უკან ამერიკის საელჩო დგას, ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაში.მოძრაობა „ხალხის ძალა“ პარლამენტის დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა გასულ კვირაში დააფუძნეს.სამმა დეპუტატმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა მმართველი პარტია ივნისის ბოლოს დატოვა. მათ წასვლის მთავარ მიზეზად მიმდინარე მოვლენებზე მოსახლეობისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდების სურვილი დაასახელეს. ივლისის ბოლოს კი „ტრიოს“ გურამ მაჭარაშვილი შეუერთდა.ბოლო კვირებში დეპუტატებმა დეგნანის მისამართით რამდენიმე ღია წერილი გაავრცელეს.რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვქონდა იმის მოლოდინი, რომ წარმოადგენდა დეტალურ განმარტებებს თითოეული შეკითხვის შესახებ და ამგვარი განმარტებებით დაადასტურებდა ან უარყოფდა იმ გარემოებებს, რომლებიც შეკითხვებს დაედო საფუძვლად, წერენ ავტორები.„თუმცა, მას შეეძლო ჩვენს შეკითხვებზე ისეთი პასუხების გაცემა, რომლებიც საზოგადოებას შიშს გაუქარწყლებდა და დაარწმუნებდა, რომ საელჩოს სამომავლოდ მაინც აღარ ექნებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის, ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებისა და საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის მცდელობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.როგორც დეპუტატები მიიჩნევენ, მოსაზრებას, რომ „რადიკალური ოპოზიციის“ რადიკალური დღის წესრიგი საელჩოს მიერ არის კოორდინირებული, ამყარებს ის, რომ დეგნანი არ ემიჯნება ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენდირექტორ ნიკა მელიას საქმის მოსამართლეზე „პოლიტიკურად მოტივირებულ ზეწოლას“, არ ემიჯნება ბაკურიანში ოპოზიციონერთა შეხვედრას, სადაც, ხელისუფლების აზრით, მთავრობის დამხობა იგეგმებოდა და არ ემიჯნება მთავრობის გადადგომის მოთხოვნას.მდინარაძე: არ დაუსვა კითხვები აშშ-ის ელჩს - ეს მონური ფსიქოლოგიაა>>>დეპუტატების თქმით, დეგნანი არ ემიჯნება ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობასა და დაუსაბუთებელ ბრალდებას არაფორმალური მმართველობის შესახებ, არ ემიჯნება „ომის რიტორიკას“ და მალავს ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის შინაარსის შესახებ.„ასეთ პირობებში პასუხზე უარს მხოლოდ ერთი ლოგიკური ახსნა შეიძლება ჰქონდეს – საელჩო მომავალშიც გეგმავს მიმართოს ძალისხმევა პოლარიზაციის გაღვივებისა და რადიკალური ოპოზიციის რადიკალური, ხელისუფლების ცვლილებისკენ მიმართული ქმედებების კოორდინაციისკენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23786/41/237864195_220:0:2000:1335_1920x0_80_0_0_7f8ca51d89234b7326294ce110923f1c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, აშშ , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, აშშ , საზოგადოება, ახალი ამბები
დეპუტატების მორიგი წერილი კელი დეგნანს - ამერიკის ელჩი არ ემიჯნება...
16:39 11.08.2022 (განახლებულია: 19:29 11.08.2022) ბოლო კვირებში დეპუტატებმა დეგნანის მისამართით რამდენიმე ღია წერილი გაავრცელეს.
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მიერ შეკითხვების უპასუხოდ დატოვება ამყარებს რწმენას, რომ რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგის უკან ამერიკის საელჩო დგას, ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაში.
მოძრაობა „ხალხის ძალა“ პარლამენტის დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა გასულ კვირაში დააფუძნეს.
სამმა დეპუტატმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა მმართველი პარტია ივნისის ბოლოს დატოვა. მათ წასვლის მთავარ მიზეზად მიმდინარე მოვლენებზე მოსახლეობისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდების სურვილი დაასახელეს. ივლისის ბოლოს კი „ტრიოს“ გურამ მაჭარაშვილი შეუერთდა.
ბოლო კვირებში დეპუტატებმა დეგნანის მისამართით რამდენიმე ღია წერილი გაავრცელეს.
„შეკითხვების უპასუხოდ დატოვება ჩვენც და საზოგადოების უდიდეს ნაწილსაც, სამწუხაროდ, უმყარებს რწმენას იმის შესახებ, რომ რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის უკან ამერიკის საელჩო დგას“, – ნათქვამია განცხადებაში.
რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვქონდა იმის მოლოდინი, რომ წარმოადგენდა დეტალურ განმარტებებს თითოეული შეკითხვის შესახებ და ამგვარი განმარტებებით დაადასტურებდა ან უარყოფდა იმ გარემოებებს, რომლებიც შეკითხვებს დაედო საფუძვლად, წერენ ავტორები.
„თუმცა, მას შეეძლო ჩვენს შეკითხვებზე ისეთი პასუხების გაცემა, რომლებიც საზოგადოებას შიშს გაუქარწყლებდა და დაარწმუნებდა, რომ საელჩოს სამომავლოდ მაინც აღარ ექნებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის, ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებისა და საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის მცდელობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც დეპუტატები მიიჩნევენ, მოსაზრებას, რომ „რადიკალური ოპოზიციის“ რადიკალური დღის წესრიგი საელჩოს მიერ არის კოორდინირებული, ამყარებს ის, რომ დეგნანი არ ემიჯნება ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენდირექტორ ნიკა მელიას საქმის მოსამართლეზე „პოლიტიკურად მოტივირებულ ზეწოლას“, არ ემიჯნება ბაკურიანში ოპოზიციონერთა შეხვედრას, სადაც, ხელისუფლების აზრით, მთავრობის დამხობა იგეგმებოდა და არ ემიჯნება მთავრობის გადადგომის მოთხოვნას.
დეპუტატების თქმით, დეგნანი არ ემიჯნება ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობასა და დაუსაბუთებელ ბრალდებას არაფორმალური მმართველობის შესახებ, არ ემიჯნება „ომის რიტორიკას“ და მალავს ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის შინაარსის შესახებ.
„ასეთ პირობებში პასუხზე უარს მხოლოდ ერთი ლოგიკური ახსნა შეიძლება ჰქონდეს – საელჩო მომავალშიც გეგმავს მიმართოს ძალისხმევა პოლარიზაციის გაღვივებისა და რადიკალური ოპოზიციის რადიკალური, ხელისუფლების ცვლილებისკენ მიმართული ქმედებების კოორდინაციისკენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.