მოსაზრება: კიევის თავზე იღრუბლება — ზელენსკის შემცვლელს უმზადებენ

© Ukrainian Presidential Press Office
  - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2022
გამოწერა
რენატ აბდულინი
Amnesty International-ის (AI) სკანდალურმა მოხსენებამ უკრაინის მიერ საბრძოლო მოქმედებების წესების დარღვევის შესახებ დაამტკიცა: დასავლეთში ყველა კიევის მხარდამჭერი არ არის. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო უფლებადამცველები მოსკოვის ინტერესების ლობირებაში დაადანაშაულა. ამაზე РИА Новости წერს.

საერთაშორისო ნორმების დარღვევა

„საბრძოლო მოქმედებების უკრაინული ტაქტიკა მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს უქმნის“, - ესაა Amnesty International-ის მთავარი გზავნილი. უფლებადამცველების მონაცემებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები პოზიციებს იკავებენ არა მხოლოდ სამოქალაქო ობიექტების მახლობლად, არამედ მათ ტერიტორიაზე, კერძოდ, საავადმყოფოებსა და სკოლებში.
„ეს ტაქტიკა არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს და სამოქალაქო ობიექტებს სამხედრო სამიზნეებად აქცევს... ჩვენ დავაფიქსირეთ შემთხვევები, როდესაც უკრაინულმა ძალებმა რისკის ქვეშ დააყენეს მშვიდობიანი მცხოვრებლები და დაარღვიეს ომის კანონები, როდესაც დასახლებულ პუნქტებში მოქმედებდნენ“, - განაცხადა AI-ის გენერალურმა მდივანმა ანიეს კალამარმა.
მტკიცებულების სახით ორგანიზაცია იშველიებს ადგილობრივების ჩვენებებს, თანამგზავრულ ფოტოებს, ფოტო- და ვიდეომტკიცებულებებს. „საცხოვრებელი რაიონების უმეტესობა, სადაც მებრძოლები იყვნენ განთავსებული, ფრონტის ხაზიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა“, - იუწყება უფლებადამცველი ორგანიზაცია და ხაზს უსვამს, რომ არაფერია ცნობილი უკრაინის შეიარაღებული ძალების მცდელობებზე, გაარიდონ სამოქალაქო მოსახლეობა მოსალოდნელი დარტყმების რაიონებს.
ვოლოდიმირ ზელენსკი - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2022
მოსაზრება: აშშ ზელენსკის შემცვლელს ეძებს
„28 აპრილს ხარკოვის შემოგარენში, სამედიცინო ლაბორატორიის ორი თანამშრომელი დაიჭრა მას შემდეგ, რაც უკრაინელმა სამხედროებმა კომპლექსის ტერიტორიაზე ბაზა შექმნეს. საავადმყოფოების გამოყენება სამხედრო მიზნით საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევაა“, - აღნიშნავს AI.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ უარი თქვა AI-ის მუშაობის შედეგებზე კომენტარის გაკეთებაზე. თუმცა რეაგირება ჰქონდა პრეზიდენტის ოფისს.

მწვავე რეაქცია

მოხსენების გამოქვეყნების პირველი შედეგი გახდა AI-ის უკრაინული ფილიალის დირექტორის, ოქსანა პოკალჩუკის წასვლა თანამდებობიდან. მისი თქმით, ის ბოლო მომენტამდე იმედოვნებდა, რომ ტექსტს უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან დარღვევების თაობაზე გაიხმობდნენ.
შემდეგ დოკუმენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაკრიტიკა და უფლებადამცველები მოსკოვის მხარეს თამაშში და რუსეთის „ამნისტირების მცდელობაში“ დაადანაშაულა.
აშშ-ში რუსეთის საელჩოში კი AI -ს მოხსენების შედეგები ენთუზიაზმით მიიღეს და იმედი გამოთქვეს, რომ კვლევა აუდიტორიას აშშ-ში სწორი დასკვნების გამოტანაში დაეხმარებოდა.

მზარდი ტენდენცია

AI-ს რეზონანსული ანგარიში სხვა სკანდალის ფონზე: ამერიკულმა ტელეარხმა CBS-მა გადაიღო ფილმი უკრაინაში უცხოური იარაღის მიწოდებაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ შეიარაღების 60%-ზე მეტი ფრონტამდე ვერ აღწევს და შავ ბაზარზე ხვდება.
Amnesty International-ის უფროსმა მრჩეველმა კრიზისულ სიტუაციებში დონატელა როვერამ მოიშველია ერაყისა და ავღანეთის მაგალითები, სადაც სიტუაციის სტაბილიზაციისთვის გაგზავნილი იარაღი ხშირად ტერორისტების ხელში ხვდებოდა.
ის და CBS-ის ექსპერტები გამოდიან წინადადებით, უკრაინაში შეიქმნას მონიტორინგის მექანიზმი იარაღის დანიშნულების პუნქტამდე მიწოდების გასაკონტროლებლად.
ამ განცხადებებით უკმაყოფილოები ავტორებს ადანაშაულებდნენ კიევისთვის დახმარების შეჩერების გამართლების მცდელობაში და რუსეთის ინტერესების ლობირებაში.
შედეგად ფილმი ტელეარხის ვებგვერდიდან წაიშალა.

სიგნალი ზელენსკის

მართალია, Amnesty International ფორმალურად დამოუკიდებელი სტრუქტურაა, სამთავრობო ინსტიტუტებთან მისი კავშირების შესახებ დიდი ხანია ცნობილია. ორგანიზაციას აფინანსებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და სხვა უწყებები. სწორედ ამერიკელი დიპლომატები იცავენ AI-ს, თუ მას ამა თუ იმ ქვეყანაში პრობლემები ექმნება. ამიტომაც ზელენსკის მწვავე რეაქცია უფლებადამცველების დასკვნებზე სავსებით გასაგებია.
პოლიტოლოგ ალექსეი მუხინის აზრით, ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, რომ დასავლეთი ზელენსკის „გადაგდებას“ აპირებს. თუმცა ამ პერსპექტივას რეალურად მიიჩნევს.
ექსპერტის აზრით, Amnesty International ოფიციალურად იცავს ობიექტურობის პრინციპებს. მისი თქმით, „ისინი რეგულარულად აღიარებენ იმას, რისი არაღიარებაც შეუძლებელია. თუნდაც მიუკერძოებელი დამკვირვებლების რენომეს შესანარჩუნებლად. მაგრამ ამას აკეთებენ იმისათვის, რომ მოგვიანებით, ობიექტურობა მოიშველიონ და უკვე სრულიად ტენდენციური მოხსენებები გამოაქვეყნონ“.
ექსპერტის აზრით, შედეგად უკრაინის პრეზიდენტი მისი გარემოცვის რამდენიმე წარმომადგენელთან ერთად ადრე თუ გვიან განტევების ვაცად იქცევა. მაგრამ რუსეთთან ურთიერთობაში ეს პრინციპულად არაფერს შეცვლის. ზელენსკის შემცვლელად დასავლეთი გამონახავს კიდევ უფრო უპრინციპო მედროვეს, რომელსაც უპირობოდ დაუჭერს მხარს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0