https://sputnik-georgia.com/20220810/sheicvleba-tu-ara-ceskos-tavmjdomaris-archevis-wesi-deputatis-ganmarteba-269337780.html
შეიცვლება თუ არა ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი? - დეპუტატის განმარტება
შეიცვლება თუ არა ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი? - დეპუტატის განმარტება
Sputnik საქართველო
ცესკოს მოქმედმა თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა უკვე ორჯერ ვერ მოიპოვა პარლამენტის წევრთა ხმების 2/3, რაც საჭიროა აღნიშნულ თანამდებობაზე 5 წლის ვადით... 10.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-10T18:38+0400
2022-08-10T18:38+0400
2022-08-10T22:20+0400
საქართველო
ცესკო
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/10/262120286_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_6e65f6e75f9e9bc0fbe071a6cf8341b4.jpg
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესში ცვლილების შეტანის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება, განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან.მისი თქმით, დღეისათვის არსებობს წესი, როდესაც ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატურებს პარლამენტში პრეზიდენტი წარადგენს, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ორგანო იღებს.„აღნიშნული წესი ძალაში რჩება და ამ ეტაპზე არ იგეგმება, რომ არჩევის წესი შეიძლება განხილვის საგანი გახდეს“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.„ქართულ ოცნებაში“ უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის პოსტის პრეტენდენტად არ წარუდგინა ამჟამად მოქმედი თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა, რომლის უფლებამოსილების ვადა აგვისტოს შუა რიცხვებში იწურება.პასუხი პრეზიდენტს: მმართველი პარტია ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს>>>პრეზიდენტმა საკუთარი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ცესკოს მოქმედმა თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა უკვე ორჯერ ვერ მოიპოვა პარლამენტის წევრთა ხმების 2/3, რაც საჭიროა აღნიშნულ თანამდებობაზე 5 წლის ვადით ასარჩევად.ზურაბიშვილის თქმით, მისი გადაწყვეტილება მიზნად ისახავს პროცესში ახალი პროფესიონალების ჩართვის ხელშეწყობას, ცესკოს დემოკრატიულ და ინსტიტუციურ გაძლიერებას, ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე ასარჩევად ფართო პოლიტიკური კონსენსუსისა და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე კანდიდატურების გამოვლენას.„ეს არის სამწუხარო სიგნალი პრეზიდენტის მხრიდან საჯარო მოხელეების მიმართ, რომ ფასდება არა კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი, არამედ გადაწყვეტილებები მიიღება იმის მიხედვით, თუ პოლიტიკურად რამდენად ჩათვლის ვინმე ამას საჭიროდ“, – ასე შეაფასა პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტის გადაწყვეტილება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/10/262120286_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_9111247f7fb5cf9310509eacf4fc4db0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ცესკო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ცესკო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
შეიცვლება თუ არა ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი? - დეპუტატის განმარტება
18:38 10.08.2022 (განახლებულია: 22:20 10.08.2022) ცესკოს მოქმედმა თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა უკვე ორჯერ ვერ მოიპოვა პარლამენტის წევრთა ხმების 2/3, რაც საჭიროა აღნიშნულ თანამდებობაზე 5 წლის ვადით ასარჩევად.
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესში ცვლილების შეტანის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება, განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან.
„თეორიულად შესაძლებელია ნებისმიერი წესი შეიცვალოს. თეორიულად შესაძლებელია, ოდესღაც ვიმსჯელოთ, დღეს ეს საკითხი არ განიხილება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
მისი თქმით, დღეისათვის არსებობს წესი, როდესაც ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატურებს პარლამენტში პრეზიდენტი წარადგენს, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ორგანო იღებს.
„აღნიშნული წესი ძალაში რჩება და ამ ეტაპზე არ იგეგმება, რომ არჩევის წესი შეიძლება განხილვის საგანი გახდეს“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.
„ქართულ ოცნებაში“ უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის პოსტის პრეტენდენტად არ წარუდგინა ამჟამად მოქმედი თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა, რომლის უფლებამოსილების ვადა აგვისტოს შუა რიცხვებში იწურება.
პრეზიდენტმა საკუთარი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ცესკოს მოქმედმა თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა უკვე ორჯერ ვერ მოიპოვა პარლამენტის წევრთა ხმების 2/3, რაც საჭიროა აღნიშნულ თანამდებობაზე 5 წლის ვადით ასარჩევად.
ზურაბიშვილის თქმით, მისი გადაწყვეტილება მიზნად ისახავს პროცესში ახალი პროფესიონალების ჩართვის ხელშეწყობას, ცესკოს დემოკრატიულ და ინსტიტუციურ გაძლიერებას, ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე ასარჩევად ფართო პოლიტიკური კონსენსუსისა და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე კანდიდატურების გამოვლენას.
„ეს არის სამწუხარო სიგნალი პრეზიდენტის მხრიდან საჯარო მოხელეების მიმართ, რომ ფასდება არა კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი, არამედ გადაწყვეტილებები მიიღება იმის მიხედვით, თუ პოლიტიკურად რამდენად ჩათვლის ვინმე ამას საჭიროდ“, – ასე შეაფასა პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტის გადაწყვეტილება.