https://sputnik-georgia.com/20220810/sasamartlo-erovnuli-muzeumis-gatavisuplebuli-tanamshromlebis-morig-saqmes-iziebs-269339120.html
სასამართლო ეროვნული მუზეუმის თანამშრომელთა გათავისუფლების მორიგ საქმეს იხილავს
სასამართლო ეროვნული მუზეუმის თანამშრომელთა გათავისუფლების მორიგ საქმეს იხილავს
Sputnik საქართველო
ეროვნულ მუზეუმში რეორგანიზაციის შედეგად თანამშრომელთა რაოდენობა 175-დან 146-მდე შემცირდა. 10.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-10T19:00+0400
2022-08-10T19:00+0400
2022-08-10T22:30+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0f/262068811_0:236:1280:956_1920x0_80_0_0_d3b071528973e5f8d6e29a44b59dccc1.jpg
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლო ეროვნული მუზეუმის დირექტორის თანამდებობიდან ეკა კიკნაძის გათავისუფლების კანონიერების საქმეს განიხილავს.კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით კიკნაძე დირექტორის თანამდებობიდან 2021 წლის ივლისში გაათავისუფლეს და მუზეუმის ლაბორანტად დანიშნეს. 2022 წლის იანვარში იგი შემცირებაში მოყვა და სამსახური საერთოდ დაკარგა.სასამართლო სხდომაზე, რომელზეც მოწმეთა გამოკითხვა მიმდინარეობდა, კიკნაძემ მისი მისამართით მინისტრ თეა წულუკიანის მხრიდან მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.კიკნაძის თქმით, მის მუშაობას წულუკიანზე უფრო კომპეტენტური ადამიანები აფასებდნენ.როგორც კიკნაძემ აღნიშნა, იგი გეგმავს სასამართლო დავა ბოლომდე მიიყვანოს.სხდომაზე კიკნაძის სასარგებლოდ ჩვენებები მისცეს მუზეუმის სხვა გათავისუფლებულმა თანამშრომლებმაც.საქმის მომდევნო მოსმენა 21 სექტემბერს გაიმართება.აღსანიშნავია, რომ გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ მუზეუმში განხორციელებული რეორგანიზაციის საბაბით დინარა ვაჩნაძის გათავისუფლება უკანონოდ ცნო.ეროვნულ მუზეუმში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა>>>სასამართლომ ეროვნულ მუზეუმს ვაჩნაძისთვის კომპენსაციისა და გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით ხელფასის ოდენობის თანხის გადახდა და სამსახურში აღდგენა დააკისრა.ეროვნულ მუზეუმში რეორგანიზაციის შედეგად თანამშრომელთა რაოდენობა 175-დან 146-მდე შემცირდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0f/262068811_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_9d85590e0b9e8b3a5324b2156afa0843.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
სასამართლო ეროვნული მუზეუმის თანამშრომელთა გათავისუფლების მორიგ საქმეს იხილავს
19:00 10.08.2022 (განახლებულია: 22:30 10.08.2022) ეროვნულ მუზეუმში რეორგანიზაციის შედეგად თანამშრომელთა რაოდენობა 175-დან 146-მდე შემცირდა.
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლო ეროვნული მუზეუმის დირექტორის თანამდებობიდან ეკა კიკნაძის გათავისუფლების კანონიერების საქმეს განიხილავს.
კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით კიკნაძე დირექტორის თანამდებობიდან 2021 წლის ივლისში გაათავისუფლეს და მუზეუმის ლაბორანტად დანიშნეს. 2022 წლის იანვარში იგი შემცირებაში მოყვა და სამსახური საერთოდ დაკარგა.
სასამართლო სხდომაზე, რომელზეც მოწმეთა გამოკითხვა მიმდინარეობდა, კიკნაძემ მისი მისამართით მინისტრ თეა წულუკიანის მხრიდან მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
„როდესაც ჩვენი პირველი შეხვედრა მახსენდება, გაკვირვების განცდა არ მტოვებს: პირველად ვხვდებოდი ადამიანს და გაოცებული ვიყავი, თუ როგორ შეიძლება ადამიანი პირველი ნახვისთანავე ასე ვერ აიტანო. მან მითხრა, რომ მე ბევრი ამბიცია მაქვს“, – განაცხადა კიკნაძემ.
კიკნაძის თქმით, მის მუშაობას წულუკიანზე უფრო კომპეტენტური ადამიანები აფასებდნენ.
როგორც კიკნაძემ აღნიშნა, იგი გეგმავს სასამართლო დავა ბოლომდე მიიყვანოს.
სხდომაზე კიკნაძის სასარგებლოდ ჩვენებები მისცეს მუზეუმის სხვა გათავისუფლებულმა თანამშრომლებმაც.
საქმის მომდევნო მოსმენა 21 სექტემბერს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ მუზეუმში განხორციელებული რეორგანიზაციის საბაბით დინარა ვაჩნაძის გათავისუფლება უკანონოდ ცნო.
სასამართლომ ეროვნულ მუზეუმს ვაჩნაძისთვის კომპენსაციისა და გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით ხელფასის ოდენობის თანხის გადახდა და სამსახურში აღდგენა დააკისრა.
ეროვნულ მუზეუმში რეორგანიზაციის შედეგად თანამშრომელთა რაოდენობა 175-დან 146-მდე შემცირდა.