ეროვნულ მუზეუმში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა
18:32 05.04.2022 (განახლებულია: 22:33 05.04.2022)
© photo: Sputnikეროვნული მუზეუმი
© photo: Sputnik
გამოწერა
ახალი სტრუქტურა მიმდინარე წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება.
თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ცენტრალური აპარატის ახალი სტრუქტურა დამტკიცდა, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
მუზეუმის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეროვნული მუზეუმის დირექციის გადაწყვეტილებით, 1 აპრილიდან ახალი სტრუქტურა ჩამოყალიბდება.
ცენტრალური აპარატის სტრუქტურა ამჟამად 15 ქვედანაყოფისგან შედგება:
1.
შიდა მონიტორინგის განყოფილება2.
შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი3.
გენერალური დირექტორის აპარატი4.
ადამიანური რესურსების მართვის სამსახური5.
სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სამუზეუმო მომსახურების სამსახური6.
IT–ქსელების მართვის განყოფილება7.
საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახური8.
ინფრასტრუქტურის განვითარებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტი9.
საგანმანათლებლო დეპარტამენტი10.
პროდუქციისა და სამუზეუმო გამოცემების მომზადების ჯგუფი11.
სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება12.
ფინანსურ–ეკონომიკური სამსახური13.
ტრანსპორტის მართვის ჯგუფი14.
ტექნიკური სამსახური15.
კოლექციების მართვის დეპარტამენტიროგორც მუზეუმში აღნიშნავენ, ახალი სტრუქტურა, რომლის ძირითადი მიზანია სათანადო მართვის პრინციპებზე დაფუძნებული ეფექტური სისტემის არსებობა, ასეთი სახის იქნება:
ადმინისტრაციის დეპარტამენტი
სერვისებისა და ახალი ტექნოლოგიების დეპარტამენტი;
მონიტორინგის დეპარტამენტი;
ეკონომიკური დეპარტამენტი;
ფონდების დაცვა-აღრიცხვის დეპარტამენტი.
ახალი სტრუქტურა 2022 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება, აცხადებენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.