https://sputnik-georgia.com/20220810/saqartvelosi-rtvelistvis-mzadeba-daiwyo-ra-siaxleebi-iqneba-2022-wels-269344389.html
საქართველოში რთველისთვის მზადება დაიწყო: რა სიახლეები იქნება 2022 წელს
საქართველოში რთველისთვის მზადება დაიწყო: რა სიახლეები იქნება 2022 წელს
Sputnik საქართველო
რთვლის ჩატარებას თელავში მდებარე შტაბი გაუწევს კოორდინაციას.
2022-08-10T20:15+0400
2022-08-10T20:15+0400
2022-08-10T22:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ქართული ღვინო
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259863061_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_fdca12d22156a31c4c2846b64dade53a.jpg
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. მევენახეების სუბსიდირება მიმდინარე წელსაც გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს 2022 წლის რთველის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და სხვა მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ.უწყების ცნობით, სუბსიდირებასთან დაკავშირებული კონკრეტული დეტალები უახლოეს მთავრობის სხდომაზე გახდება ცნობილი.შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ რთველის ორგანიზებულად ჩასატარებლად სრული მზადყოფნაა როგორც სახელმწიფოს, ისე მეღვინეობის კერძო სექტორის მხრიდან. ასევე განიხილეს ის კონკრეტული ღონისძიებები, რომელთა განხორციელება რთველის ორგანიზებულად და წარმატებულად ჩატარებისთვისაა აუცილებელი.რთველის საკოორდინაციო შტაბი 25 აგვისტოს თელავში გაიხსნება და 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.წლებია ქვეყანაში რთვლის სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს. პროგრამის მიზანია – პანდემიით გამოწვეული და გართულებული პოლიტიკური ვითარება უარყოფითად არ აისახოს მევენახე ფერმერებზე და ღვინის მწარმოებლებზე, სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი. სუბსიდირება ეხება ორი ჯიშის ყურძენს – „რქაწითელსა“ და „კახურ მწვანეს“. სუბსიდირებაზე 100 მლნ ლარი იყო გამოყოფილი.წყარო - მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259863061_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_0828ccd46716bacb3a75f2f85b90a851.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო რთველი მზადება სიახლეები 2022 წელი სუბსიდირება
საქართველო რთველი მზადება სიახლეები 2022 წელი სუბსიდირება
საქართველოში რთველისთვის მზადება დაიწყო: რა სიახლეები იქნება 2022 წელს
20:15 10.08.2022 (განახლებულია: 22:57 10.08.2022) რთვლის ჩატარებას თელავში მოწყობილი შტაბი გაუწევს კოორდინაციას.
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. მევენახეების სუბსიდირება მიმდინარე წელსაც გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ყურძნის სუბსიდირება არის სამთავრობო პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს ფერმერებს – გარკვეული ჯიშის ყურძენი საბაზრო ფასთან შედარებით მაღალ ფასად ჩააბარონ. მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს 2022 წლის რთველის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და სხვა მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ.
უწყების ცნობით, სუბსიდირებასთან დაკავშირებული კონკრეტული დეტალები უახლოეს მთავრობის სხდომაზე გახდება ცნობილი.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ რთველის ორგანიზებულად ჩასატარებლად სრული მზადყოფნაა როგორც სახელმწიფოს, ისე მეღვინეობის კერძო სექტორის მხრიდან. ასევე განიხილეს ის კონკრეტული ღონისძიებები, რომელთა განხორციელება რთველის ორგანიზებულად და წარმატებულად ჩატარებისთვისაა აუცილებელი.
„ხაზი გაესვა, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით ყველა მევენახე, ფერმერი შეძლებს მოსავლის რეალიზაციას და, ამასთან ერთად, შენარჩუნებული იქნება მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ბოლო წლების სტაბილური განვითარების დინამიკა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
რთველის საკოორდინაციო შტაბი 25 აგვისტოს თელავში გაიხსნება და 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.
წლებია ქვეყანაში რთვლის სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს. პროგრამის მიზანია – პანდემიით გამოწვეული და გართულებული პოლიტიკური ვითარება უარყოფითად არ აისახოს მევენახე ფერმერებზე და ღვინის მწარმოებლებზე, სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი. სუბსიდირება ეხება ორი ჯიშის ყურძენს – „რქაწითელსა“ და „კახურ მწვანეს“. სუბსიდირებაზე 100 მლნ ლარი იყო გამოყოფილი.