https://sputnik-georgia.com/20220809/sad-aris-yvelaze-supta-wyali-shavi-zgvis-sanapiroze-269310474.html
სად არის ყველაზე სუფთა წყალი შავი ზღვის სანაპიროზე
სად არის ყველაზე სუფთა წყალი შავი ზღვის სანაპიროზე
Sputnik საქართველო
ლაბორატორიული კვლევებით წყალში ვირუსის გამომწვევი ბაქტერიები არ აღმოჩენილა. 09.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-09T15:38+0400
2022-08-09T15:38+0400
2022-08-09T19:56+0400
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
საქართველოს რეგიონები
აჭარა
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23699/39/236993992_0:103:2001:1228_1920x0_80_0_0_13dac153c2e368807693431890ff00fa.jpg
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. აჭარის პლაჟებთან ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლები ბანაობისთვის დასაშვებ ნორმაშია, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ ზღვის წყლის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე მონიტორინგი მიმდინარე წლის აპრილიდან მიმდინარეობს.უწყების ცნობით, ყველაზე სუფთა წყალი, ტრადიციულად, სარფის სანაპირო ზოლშია, შემდეგ მოდის კვარიათის, გონიოს და ქობულეთის სანაპიროები.აჭარის რეგიონში მოწყობილია და ფუქციონირებს ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და მასშტაბური ადლიის გამწმენდი ნაგებობა, სადაც შავ ზღვაში ჩამდინარე წყლები იწმინდება ქვიშის, ცხიმისა და ნარჩენებისგან. გაწმენდილი წყალი ზღვაში სატუმბი სადგურის მეშვეობით 40 მეტრ სიღრმეზე ჩაედინება.აჭარაში ზღვის ტურისტული სეზონი ოფიციალურად 15 ივნისს ტრადიციული ზაფხულის ფესტივალით გაიხსნა.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23699/39/236993992_112:0:1887:1331_1920x0_80_0_0_b82c8fe2d0c534b3a4525cb1cc642d80.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, აჭარა , გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, აჭარა , გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
სად არის ყველაზე სუფთა წყალი შავი ზღვის სანაპიროზე
15:38 09.08.2022 (განახლებულია: 19:56 09.08.2022) ლაბორატორიული კვლევებით წყალში ვირუსის გამომწვევი ბაქტერიები არ აღმოჩენილა.
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. აჭარის პლაჟებთან ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლები ბანაობისთვის დასაშვებ ნორმაშია, იუწყება ტელეკომპანია
„იმედი“.
აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ ზღვის წყლის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე მონიტორინგი მიმდინარე წლის აპრილიდან მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, ყველაზე სუფთა წყალი, ტრადიციულად, სარფის სანაპირო ზოლშია, შემდეგ მოდის კვარიათის, გონიოს და ქობულეთის სანაპიროები.
ხარისხის დასადგენად ზღვის წყალში შემდეგი მაჩვენებლები შემოწმდა: ლაქტოზა დადებითი ნაწლავის ჩხირები, ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები, კოლიფაგი, ოქროსფერი სტაფილოკოკები, პათოგენები. დადგინდა, რომ მაჩვენებლები ყველგან ნორმის ფარგლებშია. ლაბორატორიული კვლევებით წყალში ვირუსის გამომწვევი ბაქტერიები არ აღმოჩენილა.
აჭარის რეგიონში მოწყობილია და ფუქციონირებს ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და მასშტაბური ადლიის გამწმენდი ნაგებობა, სადაც შავ ზღვაში ჩამდინარე წყლები იწმინდება ქვიშის, ცხიმისა და ნარჩენებისგან. გაწმენდილი წყალი ზღვაში სატუმბი სადგურის მეშვეობით 40 მეტრ სიღრმეზე ჩაედინება.
აჭარაში ზღვის ტურისტული სეზონი ოფიციალურად 15 ივნისს ტრადიციული ზაფხულის ფესტივალით გაიხსნა.