ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 9 აგვისტო

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშივარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 9 აგვისტოა, სამშაბათი. მზარდი მთვარე თხის რქის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
მათთვის, ვინც ხელმძღვანელობს ჯანსაღი აზრით, ცდილობს, ნაჩქარევი დასკვნები არ გამოიტანოს და დაუფიქრებელი ნაბიჯები არ გადადგას, დღე იღბლიანად დაიწყება. ადვილად გამონახავენ ენას ადამიანები, რომლებსაც საერთო მიზნები აქვთ. დღის მეორე ნახევარი უფრო მშვიდად ჩაივლის.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 8 აგვისტო>>
ვერძი: დღის პირველ ნახევარში ბევრი საქმე გექნებათ. შესაძლოა გაგიჭირდეთ გარკვევა, რომელ საქმეს შეუდგეთ თავდაპირველად. აქ ინტუიცია დაგეხმარებათ. სჯობს, დამოუკიდებლად იმოქმედოთ და არ დაელოდოთ გარშემომყოფების დახმარებას. დროთა განმავლობაში გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა. დღის მეორე ნახევარი განსაკუთრებით იღბლიანი იქნება პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2018
როგორია თქვენი აურის ფერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კურო: დღის დასაწყისში რამე მნიშვნელოვანი მოვლენები მოსალოდნელი არ არის, თუმცა მღელვარება მაინც მოგიწევთ, რადგან წვრილმანებსაც კი გულთან ახლოს მიიტანთ. ურთიერთობებში მოერიდეთ იმ ადამიანებს, რომლებსაც თქვენი წონასწორობიდან გამოყვანა შეუძლიათ. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ რთულ საქმეებთან შეჭიდება.
ტყუპი: დილით ბევრი საზრუნავი გექნებათ. სავარაუდოდ, რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთება მოგიწევთ. ეცადეთ, მშვიდად იყოთ - თუ არ ინერვიულებთ, სწრაფად მიიღებთ საჭირო შედეგებს. დროთა განმავლობაში ვითარება სტაბილური გახდება. გაგახარებთ შეხვედრა ადამიანთან, რომელიც გენატრებოდათ. შესაძლებელია თანხის მიღება.
კირჩხიბი: არ იჩქაროთ. დღე კარგად ჩაივლის, უბრალოდ, დილით შესაძლებელია რამდენიმე უსიამოვნო მომენტი. ზოგიერთი თქვენგანი საინტერესო წინადადებას მიიღებს თანამშრომლობის შესახებ. ოჯახში რაღაც სასიამოვნო მოვლენებია მოსალოდნელი. იღბლიანად გადაწყდება ოჯახურ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები. საღამოს შეყვარებულებს სიურპრიზი ელოდებათ.
პანორამა - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2020
ზოდიაქოს ნიშნების ახირებები, ანუ იუმორნარევი დახასიათება
ლომი: შესანიშნავი დღეა მოკავშირეების მოსაძებნად. ბევრზე მოახდენთ კარგ შთაბეჭდილებას. თქვენი იდეების რეალიზებაში დახმარება შეიძლება გავლენიანმა ადამიანებმა შემოგთავაზონ. წარმატებებს მიაღწევენ ისინი, ვინც სწავლასა და კვლევით საქმიანობას დაუთმობენ დროს. იქ, სადაც ინფორმაციის მოპოვებაა საჭირო, ბადალი არ გეყოლებათ.
ქალწული: დღე მნიშვნელოვანი საქმეებით დაიწყეთ. რაც უფრო მალე შეუდგებით საქმიანობას, მით უფრო ადვილი იქნება წარმატების მიღწევა. განსაკუთრებით კარგი დღეა ფინანსური საკითხების გადასაჭრელად, ასევე რემონტის დასაწყებად. მოგვიანებით ხელსაყრელი პერიოდი დადგება არც ისე მნიშვნელოვანი, მაგრამ საინტერესო საქმეების გასაკეთებლად.
სასწორი: ეცადეთ, წვრილმანების გამო არ ინერვიულოთ და არ იფიქროთ იმ პრობლემებზე, რომლებსაც ვერ გადაჭრით. დილა იმ საქმეებს დაუთმეთ, რომლებსაც მარტოც გაუმკლავდებით. შეიძლება საყიდლებზე წასვლა. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ სახლის საქმეებს მიხედოთ. არაა გამორიცხული რაღაც პრობლემები, რომელთა გადაწყვეტაც ხარჯებს მოითხოვს.
თანხა ბანკომატიდან - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2019
„უფულობის სენი" ზოდიაქოს ნიშნებში
მორიელი: ყალბი სიმორცხვის გარეშე ილაპარაკეთ თქვენს წარმატებებსა და გამარჯვებებზე. თქვენი ცოდნითა და ნიჭით საკმაოდ გავლენიანი ადამიანები დაინტერესდებიან. თუ სწორად იმოქმედებთ, მალე საინტერესო წინადადება შეიძლება შემოგთავაზონ. ყურადღებით იყავით ახლობლების მიმართ, შესაძლოა, მათ თქვენი მხარდაჭერა დასჭირდეთ.
მშვილდოსანი: სერიოზულ საქმეებს დილიდან ნუ შეეჭიდებით. დღის დასაწყისში რთული იქნება გონების მოკრება. ამასთან, ირგვლივ მყოფები მოგაცდენენ თავიანთი დაუკითხავი რჩევებითა და საეჭვო ინფორმაციებით. დაძაბული მომენტების თავიდან არიდება სამსახურში რთული იქნება. მოსალოდნელია უთანხმოებები კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან.
თხის რქა: მოუსმინეთ ინტუიციას. მისი მინიშნებები დღეს მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. ახალ საქმეებს უფრო ადვილად გაუმკლავდებით, თუ შემოქმედებითად მიუდგებით მათ. შესაძლებელია თანხის მიღება, რომელიც ძალიან გამოგადგებათ. საღამოს მიიღებთ სასიამოვნო ინფორმაციას თქვენთვის ძვირფასი ადამიანისგან.
სანაპირო  - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2019
როგორი დასვენება უყვართ ზოდიაქოს ნიშნებს
მერწყული: მარტივი და უღრუბლო დღე არ გელოდებათ, მაგრამ ყველა სირთულეს გაუმკლავდებით. წარმოქმნილი ბარიერები ჩანაფიქრზე უარს ვერ გათქმევინებთ. თქვენი დამოკიდებულება საქმეებისადმი ბევრს მოეწონება. ისინი თქვენთან დაახლოებას მოინდომებენ. ახლობლებთან ურთიერთობები ჰარმონიულად აეწყობა. საღამოს სჯობს, მშვიდად დაისვენოთ.
თევზები: დილით პოზიტიური ტენდენციების გავლენა საგრძნობი იქნება, ამიტომ სჯობს, დღე მნიშვნელოვანი საქმეებით დაიწყოთ. მოგვიანებით გაჩნდება სხვა, უფრო სასიამოვნო საკითხებზე გადართვის საშუალება. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა აქტიური დასვენების, შემოქმედებისთვის, დორის მეგობრებთან გასატარებლად. ასევე იღბლიანი იქნება შოპინგი.
ყველა ახალი ამბავი
0