თბილისის 15 ქუჩას ეროვნული გმირების სახელები მიენიჭება

© photo: Sputnik / Stringerთბილისის საკრებულო
თბილისის საკრებულო - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2022
გამოწერა
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე დღეს განხილული საკითხები დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა.
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. თბილისის საკრებულო დედაქალაქის 15 ქუჩას საქართველოს ეროვნული გმირების, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლთა სახელებს მიანიჭებს. შესაბამის გადაწყვეტილებას საკრებულო უახლოეს სხდომაზე უყრის კენჭს.
აღნიშნული ინიციატივა დღეს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე განიხილეს, რომელსაც დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრები და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პრემიერი: სააკაშვილის უგუნური პოლიტიკის გამო აგვისტოს ომი ვერ ავიცილეთ>>>
საკრებულოს ინიციატივით, ამ ეტაპზე 15 გეოგრაფიული ობიექტის სახელდება განხორციელდება. მათ შორის, ვაკის რაიონში, თხინვალაში მდებარე უსახელო სკვერს გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭება; საქართველოს ეროვნული გმირის ალექსანდრე ონიანის სახელი ისნის რაიონში, ბოჭორმის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას დაერქმევა; ნაძალადევის რაიონში მდებარე ერთ-ერთ უსახელო ქუჩას კი რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის კახაბერ თავგორაშვილის სახელი მიენიჭება. ამავე ომში გარდაცვლილი ჟურნალისტის გიგა ჩიხლაძის, ფოტორეპორტიორ ალექსანდრე კლიმჩუკის და ჰოლანდიელი ტელეოპერატორის სტან სტორიმანსის სახელობის ქუჩების სახელდება კი სამგორის რაიონში განხორციელდება.
„გმირების სახელების უკვდავსაყოფად თბილისის საკრებულო განახორციელებს სახელდებას ჩვენი გმირების სახელზე. პროცესი რამდენიმე წლის წინ დაიწყო და ჩვენ ვაგრძელებთ", – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე დღეს განხილულ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცებენ.
დღეს საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს იხსენებენ – აგვისტოს ომში საქართველოს მხრიდან 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა და დაიჭრა 2.232 ადამიანი, მათ შორის 1.045 სამხედრო.
ყველა ახალი ამბავი
0