საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს ქალთა ნაკრები ერთ-ერთი ლიდერია

© courtesy of Chess.com / John Saundersნინო ბაციაშვილი
ნინო ბაციაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2022
გამოწერა
მეათე ტურში საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული გუნდი პოლონეთს დაუპირისპირდება.
თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. ინდოეთის ქალაქ ჩენაიში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულმა გუნდმა მეცხრე ტურში უკრაინის გუნდთან შეხვედრა ფრედ - 2:2 დაასრულა.
დღეისათვის 15-15 ქულით საქართველოს ნაკრებთან ერთად სატურნირო ცხრილს პოლონეთის, ინდოეთისა და ყაზახეთის გუნდები ლიდერობენ.
მეცხრე ტურში გამარჯვება ნინო ბაციაშვილმა მოიპოვა, რომელმაც მეორე დაფაზე ანა მუზუჩუკი 49-ე სვლაზე დაამარცხა. ნანა ძაგნიძემ პირველ დაფაზე მსოფლიოს ექს-ჩემპიონ მარია მუჟიჩუკთან ყაიმი მე-19 სვლაზე გააფორმა. ყაიმით დამთავრდა აგრეთვე ლელა ჯავახიშვილისა და ანა უშენინას შეხვედრა, მერი არაბიძე კი ნატალია ბუკსასთან დამარცხდა.
ბოლოსწინა მეათე ტურში ერთმანეთს ლიდერები შეხვდებიან – საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული გუნდი პოლონეთის, ხოლო ინდოეთის ნაკრები ყაზახეთის წინააღმდეგ ითამაშებს.
საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა ფილიპინების გუნდთან 2,5:1,5 იმარჯვა. გუნდს გამარჯვების ქულა ლევან ფანცულაიამ მოუტანა.
ამჟამად საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ეროვნული გუნდი 12 ქულით 22-ე ადგილზეა.
ყველა ახალი ამბავი
0