პრემიერი: ოპოზიცია ცდილობს ტურიზმს შეუშალოს ხელი

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2022
გამოწერა
ღარიბაშვილმა მოსახლეობას შეახსენა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ სწორედ სააკაშვილმა გააუქმა ვიზები რუსეთის მოქალაქეებისთვის.
თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. ოპოზიციონერებმა ვერ შეძლეს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და ახლა ცდილობენ ეკონომიკას მიაყენონ ზიანი – ხელი შეუშალონ ტურიზმს, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, როდესაც კომენტარი გააკეთა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების მოწოდებაზე.
ოპოზიციონერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში უკონტროლოდ შემოდიან უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, რაც, მათი თქმით, ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს. რიგი პარტიები რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების წინადადებით გამოვიდნენ.

„მიუხედავად მრავალი მცდელობისა იმ მოღალატეების, ვინ ეს ომი არ ააცილა და ვერ ააცილა ჩვენს ქვეყანას, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი ყოფილიყო, მათი ეს გეგმა ჩაიშალა და ჩაიშლება ყოველთვის", – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ძმათა სასაფლაოზე, სადაც მან პატივი მიაგო აგვისტოს ომში დაღუპულებს.

მისი თქმით, ოპოზიციონერებმა, რომლებიც ადრე საქართველოს ხელისუფლებას წარმოადგენდნენ, მათ შორის პატიმარმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, დაინახეს რა, რომ ვერ მიაღწიეს თავიანთ მიზანს და რომ საქართველოში უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდაა, ახლა ქვეყნის მოქალაქეებისთვის ზიანის მიყენება გადაწყვიტეს.
„ახლა უნდათ რაიმენაირად დააზიანონ ჩვენი მოქალაქეები, უნდათ შეაფერხონ ტურისტების შემოდინება საქართველოში. ეს ვისზე აისახება? – ჩვენს ქვეყანაზე, ეკონომიკაზე, ხალხზე", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს იხსენებენ>>
მან ასევე დასძინა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა „ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკის განვითარება". ეს ჩვენი მთავარი ამოცანაა, აღნიშნა პრემიერმა.
რაც შეეხება ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნას რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების შესახებ, პრემიერმა შეახსენა მოსახლეობას, რომ სწორედ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა გააუქმა ვიზები ცალმხრივად რუსეთის მოქალაქეებისთვის მალევე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ.

„სააკაშვილის ხელისუფლებამ... ცალმხრივად გახსნა სავიზო რეჟიმი, გადასცა რუსულ სახელმწიფო კომპანიებს სტრატეგიული ობიექტები და შემდეგ ვნახეთ, რომ მათ მხარი დაუჭირეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ომის შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ, მაგალითად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დაეწესებინა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და მისი მომხრეები მკაცრად აკრიტიკებენ ხელისუფლებას იმის გამო, რომ მან უკრაინის მოვლენების გამო სანქციები არ დააწესა რუსეთის წინააღმდეგ. ხელისუფლებამ არაერთხელ აღნიშნა, რომ იცავს ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციას, მაგრამ საქართველო თავის სანქციებს არ აწესებს, რადგან ეს მხოლოდ ჩვენს ქვეყანას დააზარალებს.
„ქართული ოცნება“: ქსენოფობიური კამპანიის მიზანი საქართველოს ომში ჩართვაა>>
რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში 24 თებერვლის შემდეგ შემოვიდნენ საქართველოში და ქვეყანაში იმყოფებიან, 31 ივლისის მდგომარეობით, მათი რაოდენობა 110 ათასზე ნაკლებია, ანუ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 3 პროცენტი. ეს სამჯერ ნაკლებია, ვიდრე 2019 წელს. „უფრო მეტიც, მათი უმრავლესობა ეროვნებით ქართველია – რუსეთში დაახლოებით მილიონი ქართველი ცხოვრობს“, – განაცხადა უფრო ადრე მმართველი პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ყველა ახალი ამბავი
0