https://sputnik-georgia.com/20220808/arqeologiuri-agmochena-qobuletshi-269273836.html
ახალი არქეოლოგიური აღმოჩენა ქობულეთში
ახალი არქეოლოგიური აღმოჩენა ქობულეთში
Sputnik საქართველო
უძველეს ნამოსახლარს აჭარის მუზეუმის ქვის ხანის შემსწავლელმა საერთაშორისო არქეოლოგიურმა ჯგუფმა ქობულეთის მუზეუმთან ერთად მიაკვლია. 08.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-08T13:16+0400
2022-08-08T13:16+0400
2022-08-08T16:37+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
აჭარა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0d/260504670_0:0:3070:1728_1920x0_80_0_0_31b94d66b31ff581638c60e522f25a0f.jpg
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. ქართველმა არქეოლოგებმა ქობულეთის რაიონის სოფელ ხუცუბანში ჩვ.წ.აღ-მდე მე-11 საუკუნით დათარიღებული ნამოსახლარი აღმოაჩინეს, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.სპეციალისტებმა არქეოლოგიური სამუშაოები მას შემდეგ დაიწყეს, რაც ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა საკუთარ ნაკვეთში საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარების დროს შემთხვევით უძველესი ნივთები აღმოაჩინა და ამის შესახებ ინფორმაცია სპეციალისტებს მიაწოდა.უძველეს ნამოსახლარს აჭარის მუზეუმის ქვის ხანის შემსწავლელმა საერთაშორისო არქეოლოგიურმა ჯგუფმა ქობულეთის მუზეუმთან ერთად მიაკვლია.გათხრების დროს ექსპედიციის წევრებმა დიდი რაოდენობით კაჟისა და ობსიდიანის არტეფაქტები, ხის ნახშირები და სხვა ობიექტები აღმოაჩინეს. სპეციალისტების განმარტებით, არტეფაქტები უძველეს მონადირე-შემგროვებელთა სამუშაო იარაღებს წარმოადგენს.აღებული ნიმუშები ექსპედიციის დასრულების შემდეგ შესასწავლად გადაიგზავნება საქართველოსა და უცხოეთის კვლევით ლაბორატორიებში.საკარმიდამო ნაკვეთში მიმდინარე ექსპედიციის დროს შემთხვევითი პრინციპით შერჩეულ ადგილზე გათხრების შედეგად არტეფაქტებთან ერთად სხვადასხვა პერიოდის მრავალფენიანი გრუნტიც დაფიქსირდა. არქეოლოგების ვარაუდით, აღმოჩენილი ძეგლი, კერამიკასა და სხვა თანმხლებ მასალებთან ერთად, ადრეული ნეოლითური ხანით თარიღდება.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0d/260504670_200:0:2931:2048_1920x0_80_0_0_831e82e730c1ca22fd6fbdff07e64402.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონები, აჭარა , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს რეგიონები, აჭარა , საზოგადოება, ახალი ამბები
ახალი არქეოლოგიური აღმოჩენა ქობულეთში
13:16 08.08.2022 (განახლებულია: 16:37 08.08.2022) უძველეს ნამოსახლარს აჭარის მუზეუმის ქვის ხანის შემსწავლელმა საერთაშორისო არქეოლოგიურმა ჯგუფმა ქობულეთის მუზეუმთან ერთად მიაკვლია.
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. ქართველმა არქეოლოგებმა ქობულეთის რაიონის სოფელ ხუცუბანში ჩვ.წ.აღ-მდე მე-11 საუკუნით დათარიღებული ნამოსახლარი აღმოაჩინეს, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.
სპეციალისტებმა არქეოლოგიური სამუშაოები მას შემდეგ დაიწყეს, რაც ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა საკუთარ ნაკვეთში საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარების დროს შემთხვევით უძველესი ნივთები აღმოაჩინა და ამის შესახებ ინფორმაცია სპეციალისტებს მიაწოდა.
უძველეს ნამოსახლარს აჭარის მუზეუმის ქვის ხანის შემსწავლელმა საერთაშორისო არქეოლოგიურმა ჯგუფმა ქობულეთის მუზეუმთან ერთად მიაკვლია.
გათხრების დროს ექსპედიციის წევრებმა დიდი რაოდენობით კაჟისა და ობსიდიანის არტეფაქტები, ხის ნახშირები და სხვა ობიექტები აღმოაჩინეს. სპეციალისტების განმარტებით, არტეფაქტები უძველეს მონადირე-შემგროვებელთა სამუშაო იარაღებს წარმოადგენს.
აღებული ნიმუშები ექსპედიციის დასრულების შემდეგ შესასწავლად გადაიგზავნება საქართველოსა და უცხოეთის კვლევით ლაბორატორიებში.
საკარმიდამო ნაკვეთში მიმდინარე ექსპედიციის დროს შემთხვევითი პრინციპით შერჩეულ ადგილზე გათხრების შედეგად არტეფაქტებთან ერთად სხვადასხვა პერიოდის მრავალფენიანი გრუნტიც დაფიქსირდა. არქეოლოგების ვარაუდით, აღმოჩენილი ძეგლი, კერამიკასა და სხვა თანმხლებ მასალებთან ერთად, ადრეული ნეოლითური ხანით თარიღდება.