https://sputnik-georgia.com/20220807/wavida-da-ar-dabrunebula-ramdeni-adamiani-ugzo-ukvlod-daikarga-2022-wels-269253500.html
წავიდა და არ დაბრუნებულა: რამდენი ადამიანი დაიკარგა უგზო-უკვლოდ 2022 წელს
წავიდა და არ დაბრუნებულა: რამდენი ადამიანი დაიკარგა უგზო-უკვლოდ 2022 წელს
Sputnik საქართველო
საქართველოში 1973 წლიდან დაიკარგა 6.338 ადამიანი, იპოვეს 5.357 პირი
2022-08-07T09:30+0400
2022-08-07T09:30+0400
2022-08-07T11:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/04/269202233_0:51:3077:1782_1920x0_80_0_0_caaa4ae96bf58e8482c845453e8c79ec.jpg
თბილისი, 7 აგვისტო - Sputnik. საქართველოში დღეის მდგომარეობით უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 999 ადამიანი, აქედან 2022 წლის 1 იანვრამდე 30 ივნისამდე პერიოდში დაიკარგა 19 ადამიანი, შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებული მასალების თანახმად.უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძირითად ნაწილს, რომელთა აღრიცხვასაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 1973 წლის 1 იანვრიდან დღემდე აწარმოებს, მამაკაცები შეადგენენ. საერთო ჯამში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სახლში არ დაბრუნებულ 32 არასრულწლოვანს ეძებს.რაც შეეხება მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებს, წლის დასაწყისიდან საქართველოში 78 ადამიანი გაუჩინარდა, ნაპოვნია მხოლოდ 59, ამასთან, 9 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. დარჩენილ 19 ადამიანს, რომელთაგან ორი არასრულწლოვანია, კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის სტატუსი აქვს.საქართველოში 1973 წლის იანვრიდან 2022 წლის ივნისამდე სულ დაიკარგა 6.338 ადამიანი, იპოვეს 5.357 პირი.უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ყველაზე მეტი რაოდენობა თბილისსა და იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონებშია.დაკარგულთა უმეტესობა საქართველოს მოქალაქეა. მიმდინარე წლის იანვრიდან ივნისამდე პერიოდში მხოლოდ ორი უცხოელი გაუჩინარდა - აზერბაიჯანისა და რუსეთის მოქალაქეები, ორივე გარდაცვლილი იპოვეს.წყარო - შსს-ს მასალები
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/04/269202233_348:0:3077:2047_1920x0_80_0_0_9d87e80f0aff706149249149676e4ea8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რამდენი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2022 წელს
რამდენი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2022 წელს
წავიდა და არ დაბრუნებულა: რამდენი ადამიანი დაიკარგა უგზო-უკვლოდ 2022 წელს
09:30 07.08.2022 (განახლებულია: 11:34 07.08.2022) საქართველოში 1973 წლიდან დაიკარგა 6.338 ადამიანი, იპოვეს 5.357 პირი
თბილისი, 7 აგვისტო - Sputnik. საქართველოში დღეის მდგომარეობით უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 999 ადამიანი, აქედან 2022 წლის 1 იანვრამდე 30 ივნისამდე პერიოდში დაიკარგა 19 ადამიანი, შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებული მასალების თანახმად.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძირითად ნაწილს, რომელთა აღრიცხვასაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 1973 წლის 1 იანვრიდან დღემდე აწარმოებს, მამაკაცები შეადგენენ. საერთო ჯამში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სახლში არ დაბრუნებულ 32 არასრულწლოვანს ეძებს.
რაც შეეხება მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებს, წლის დასაწყისიდან საქართველოში 78 ადამიანი გაუჩინარდა, ნაპოვნია მხოლოდ 59, ამასთან, 9 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. დარჩენილ 19 ადამიანს, რომელთაგან ორი არასრულწლოვანია, კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის სტატუსი აქვს.
საქართველოში 1973 წლის იანვრიდან 2022 წლის ივნისამდე სულ დაიკარგა 6.338 ადამიანი, იპოვეს 5.357 პირი.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ყველაზე მეტი რაოდენობა თბილისსა და იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონებშია.
დაკარგულთა უმეტესობა საქართველოს მოქალაქეა. მიმდინარე წლის იანვრიდან ივნისამდე პერიოდში მხოლოდ ორი უცხოელი გაუჩინარდა - აზერბაიჯანისა და რუსეთის მოქალაქეები, ორივე გარდაცვლილი იპოვეს.