თენგიზ ცერცვაძე ამირან გამყრელიძის გადადგომას გამოეხმაურა

© photo: Sputnik / Stringerთენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2022
გამოწერა
ამირან გამყრელიძე არის ბოლო პერიოდის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერსონაა, განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა
თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. ამირან გამყრელიძე საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორია, ასე შეაფასა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელის საქმიანობა.
NCDC-ის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ თანამდებობა 5 აგვისტოს დატოვა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, გამყრელიძე პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა. ის ამ თანამდებობას თითქმის 10 წელი იკავებდა - 2013 წლიდან.
„ამირანი არის საქართველოს თანამედროვე ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი. მის სახელს უკავშირდება ყველაზე წარმატებული ჯანდაცვითი პროექტები და ინიციატივები“, - დაწერა თენგიზ ცერცვაძემ.
ცერცვაძის თქმით, გამყრელიძის დამსახურება საქართველოს ფარგლებს გარეთაც არის აღიარებული.
„ამირან გამყრელიძე არის ბოლო პერიოდის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერსონა, გამორჩეული პიროვნული ღირსებებით. ის არის დიდი პროფესიონალი და გლობალურად მოაზროვნე, საერთაშორისო აღიარების მქონე პიროვნება“, - დაწერა ცერცვაძემ სოციალურ ქსელში.
ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს >>
რამდენიმე მედიასაშუალების ვერსიით, გამყრელიძის გადადგომის მიზეზი გახდა უთანხმოება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.
პირველად ამ უთანხმოებაზე ალაპარაკდნენ გასული წლის შემოდგომაზე, როდესაც პრემიერ-მინისტრმა არ დაუჭირა მხარი დავადებათა კონტროლის ცენტრის ინიციატივას, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაციას ეხებოდა. მაგრამ მაშინ მხარეებმა განაცხადეს, რომ მათ შორის უთანხმოება არ არსებობს.
ყველა ახალი ამბავი
0