https://sputnik-georgia.com/20220805/amiran-gamyrelidze-tanamdebobas-tovebs-269233870.html
ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს
ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს
Sputnik საქართველო
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ამირან გამყრელიძე 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა. 05.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-05T21:16+0400
2022-08-05T21:16+0400
2022-08-05T22:11+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1e/252460177_0:0:1875:1055_1920x0_80_0_0_8d67e54789aadd5eb9d50c7891b93ff9.jpg
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.აზარაშვილის განცხადებით, გამყრელიძე თანამდებობას პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს.როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამირან გამყრელიძის მოვალეობას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია შეასრულებს.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გამყრელიძის მხრიდან თანამდებობის დატოვების მიზეზი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან უთანხმოება გახდა.პირველად აღნიშნული თემა აქტუალური გასული წლის შემოდგომაზე გახდა, როდესაც პრემიერმა მხარი არ დაუჭირა დაავადებათა ეროვნული ცენტრის რეკომენდაციას სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ. თუმცა, მაშინ მხარეებმა განაცხადეს, რომ მათ შორის უთანხმოებას ადგილი არ ჰქონია.დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ამირან გამყრელიძე 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1e/252460177_104:0:1771:1250_1920x0_80_0_0_e6cc61235249145449698a58a5756306.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს
21:16 05.08.2022 (განახლებულია: 22:11 05.08.2022) დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ამირან გამყრელიძე 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა.
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
აზარაშვილის განცხადებით, გამყრელიძე თანამდებობას პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს.
„ჩვენ გუშინ გვქონდა საუბარი ბატონ ამირანთან. მას დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის, ხალხის წინაშე, ის ჯანდაცვის სისტემაშია 1990-იანი წლების დასაწყისიდან და მრავალი წლის განმავლობაში ზრუნავდა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. გუშინ გვქონდა საუბარი, თუ განიხილებოდა მისი ცვლილება. ნამდვილად ვადასტურებ ამ ცვლილებას და იგი უახლოეს დღეებში შესაბამისი განცხადებით მიმართავს სამინისტროს. მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის კავშირში პანდემიამდე პერიოდთან ან პანდემიის დროს მიმდინარე მოვლენებთან", – განაცხადა აზარაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამირან გამყრელიძის მოვალეობას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია შეასრულებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გამყრელიძის მხრიდან თანამდებობის დატოვების მიზეზი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან უთანხმოება გახდა.
პირველად აღნიშნული თემა აქტუალური გასული წლის შემოდგომაზე გახდა, როდესაც პრემიერმა მხარი არ დაუჭირა დაავადებათა ეროვნული ცენტრის რეკომენდაციას სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ. თუმცა, მაშინ მხარეებმა განაცხადეს, რომ მათ შორის უთანხმოებას ადგილი არ ჰქონია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ამირან გამყრელიძე 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა.