https://sputnik-georgia.com/20220806/yuradreba-gangasia-saelco-israelsi-mcxovreb-saqartvelos-moqalaqeebs-afrtxilebs-269238558.html
ყურადღება, განგაშია! საელჩო ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს
ყურადღება, განგაშია! საელჩო ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს
Sputnik საქართველო
სამუშაო ადგილებზე ყოფნა მხოლოდ იმ დაწესებულებებშია ნებადართული, სადაც თავშესაფრები არსებობს
2022-08-06T12:12+0400
2022-08-06T12:12+0400
2022-08-06T12:13+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
საქართველო
ისრაელი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23563/57/235635752_58:464:1917:1509_1920x0_80_0_0_e5ac828bed1a9b31cc9eaa1ad4c58a66.jpg
თბილისი, 6 აგვისტო— Sputnik. ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მცხოვრებ თანამემამულეებს აფრთხილებს შეზღუდვების შესახებ, რომლებიც ქვეყანაში სარაკეტო იერიშის გამო ამოქმედდა.ისრაელის არმიამ პარასკევს ღაზას სექტორში არმალის რაიონს შეუტია. ისრაელის სარდლობის ცნობით, მოკლულია ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ ერთ-ერთი მეთაური. საერთო ჯამში, დაბომბვის შედეგად სულ მცირე ათი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 55 დაშავდა. საპასუხოდ „ისლამურმა ჯიჰადმა“ ისრაელის მიმართულებით ასზე მეტი რაკეტა ისროლა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად ისრაელის მოქალაქეები არ დაშავებულან.ამასთან დაკავშირებით საქართველოს საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია შეზღუდვების შესახებ, რომლებიც 6 აგვისტოს 20:00 საათამდე იმოქმედებს (შეზღუდვების ვადის გაგრძელების შემთხვევაში საელჩო დამატებით ინფორმაციას გაავრცელებს).ღაზას სექტორთან 80 კმ-ის რადიუსში მცხოვრებთათვის ნებადართულია ღონისძიებები და შეკრებები არა უმეტეს 10 ადამიანისა ღია სივრცეში და არა უმეტეს 50 ადამიანისა – დახურულ სივრცეში.სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და საზაფხულო ბანაკებში სასწავლო პროცესი შეწყდა. სამუშაო ადგილებზე ყოფნა მხოლოდ იმ დაწესებულებებშია ნებადართული, სადაც თავშესაფრები არსებობსასეთივე უსაფრთხოების ზომები მოქმედებს ცენტრალურ და დასავლეთ ნეგევის მიმდებარედ მცხოვრებთათვის. განსხვავდება მხოლოდ დახურულ სივრცეში შეკრების პირობა: ნებადართულია 100 ადამიანი.შეცვლილია ავიარეისების გრაფიკი ბენ-გურიონის საერთაშორისო აეროპორტში.გარდა ამისა, საჯარო თავშესაფრები გახსნილია ისრაელის სამხრეთით მდებარე ქალაქებში – აშდოდში, შდეროთში, ბერ-შევაში და ასევე რამდენიმე ცენტრალურ ქალაქში.
საქართველო
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23563/57/235635752_366:407:1835:1509_1920x0_80_0_0_e6d96464b7a1cad1c52bd3cd0edc716e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ისრაელი საელჩო მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები გაფრთხილება
ისრაელი საელჩო მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები გაფრთხილება
ყურადღება, განგაშია! საელჩო ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს
12:12 06.08.2022 (განახლებულია: 12:13 06.08.2022) სამუშაო ადგილებზე ყოფნა მხოლოდ იმ დაწესებულებებშია ნებადართული, სადაც თავშესაფრები არსებობს
თბილისი, 6 აგვისტო— Sputnik. ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მცხოვრებ თანამემამულეებს აფრთხილებს შეზღუდვების შესახებ, რომლებიც ქვეყანაში სარაკეტო იერიშის გამო ამოქმედდა.
ისრაელის არმიამ პარასკევს ღაზას სექტორში არმალის რაიონს შეუტია. ისრაელის სარდლობის ცნობით, მოკლულია ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ ერთ-ერთი მეთაური. საერთო ჯამში, დაბომბვის შედეგად სულ მცირე ათი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 55 დაშავდა. საპასუხოდ „ისლამურმა ჯიჰადმა“ ისრაელის მიმართულებით ასზე მეტი რაკეტა ისროლა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად ისრაელის მოქალაქეები არ დაშავებულან.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია შეზღუდვების შესახებ, რომლებიც 6 აგვისტოს 20:00 საათამდე იმოქმედებს (შეზღუდვების ვადის გაგრძელების შემთხვევაში საელჩო დამატებით ინფორმაციას გაავრცელებს).
ღაზას სექტორთან 80 კმ-ის რადიუსში მცხოვრებთათვის ნებადართულია ღონისძიებები და შეკრებები არა უმეტეს 10 ადამიანისა ღია სივრცეში და არა უმეტეს 50 ადამიანისა – დახურულ სივრცეში.
სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და საზაფხულო ბანაკებში სასწავლო პროცესი შეწყდა. სამუშაო ადგილებზე ყოფნა მხოლოდ იმ დაწესებულებებშია ნებადართული, სადაც თავშესაფრები არსებობს
„გთხოვთ, გაითვალისწინოთ და დაიცვათ აღნიშნული უსაფრთხოების ნორმები“, – აღნიშნულია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ გაფრთხილებაში.
ასეთივე უსაფრთხოების ზომები მოქმედებს ცენტრალურ და დასავლეთ ნეგევის მიმდებარედ მცხოვრებთათვის. განსხვავდება მხოლოდ დახურულ სივრცეში შეკრების პირობა: ნებადართულია 100 ადამიანი.
შეცვლილია ავიარეისების გრაფიკი ბენ-გურიონის საერთაშორისო აეროპორტში.
გარდა ამისა, საჯარო თავშესაფრები გახსნილია ისრაელის სამხრეთით მდებარე ქალაქებში – აშდოდში, შდეროთში, ბერ-შევაში და ასევე რამდენიმე ცენტრალურ ქალაქში.