საქართველოში რეინჯერთა მსოფლიო დღე აღნიშნეს

© MINISTRY OF ENVIRONMENTAL PROTECTION AND AGRICULTURE OF GEORGIAოთარ შამუგია რეინჯერებთან შეხვედრაზე
ოთარ შამუგია რეინჯერებთან შეხვედრაზე - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2022
გამოწერა
მინისტრმა დაცული ტერიტორიების დაცვასა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 40-ზე მეტი რეინჯერი დააჯილდოვა.
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოში დღეს, 6 აგვისტოს რეინჯერთა მსოფლიო დღეს აღნიშნავენ. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
როგორც წესი, რეინჯერთა მსოფლიო დღე 31 ივლისს აღინიშნება. ეს დღე საქართველოში წელს დაგვიანებით აღინიშნა გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო. ღონისძიებას, რომელიც ლაგოდეხის ეროვნულ პარკში გაიმართა, საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ რეინჯერებს პროფესიული დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
წელს სააგენტომ დაცული ტერიტორიების დაცვასა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 40-ზე მეტი რეინჯერი დააჯილდოვა მადლობის სიგელითა და ფულადი პრემიით. კომპენსაციები გადაეცათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული რეინჯერების ოჯახებს.
„ჩვენი უნიკალური ბუნების საგანძურს 21 ადმინისტრაციულ ერთეულში გადანაწილებული 400-ზე მეტი რეინჯერი იცავს. თითოეული მათგანი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, რაც გულისხმობს ბრაკონიერობის ფაქტების აღკვეთას, ბუნებრივ და დაუდევრობით გამოწვეულ ხანძრებთან გამკლავებას, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგს, სისუფთავის უზრუნველყოფას და, კომპეტენციის ფარგლებში, ვიზიტორთა დახმარებას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.
გუდაურთან მომხდარ ავიაკატასტროფაში დაღუპულები სამხედრო პატივით დაკრძალეს >>
ასევე, სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ გმირებს.
რეინჯერთა პროფესიული დღე რეინჯერთა საერთაშორისო ფედერაციის მიერ დაწესდა და მსოფლიოში პირველად 2007 წელს აღინიშნა. საქართველოში კი რეინჯერთა პროფესიული დღე 2017 წლიდან აღინიშნება.
ყველა ახალი ამბავი
0