https://sputnik-georgia.com/20220806/saqartvelosi--saxelmwifo-enis-ganvitarebis-miznit-sagranto-konkursi-gamocxadda-269248278.html
საქართველოში სახელმწიფო ენის განვითარების მიზნით საგრანტო კონკურსი გამოცხადდა
საქართველოში სახელმწიფო ენის განვითარების მიზნით საგრანტო კონკურსი გამოცხადდა
Sputnik საქართველო
კონკურსის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მათ შორის ქართული და აფხაზური ენების სწავლების მეთოდოლოგიური რესურსების შექმნას
2022-08-06T19:16+0400
2022-08-06T19:16+0400
2022-08-06T19:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23402/22/234022248_49:0:1471:800_1920x0_80_0_0_a6453f2ed516e6037157dda026814540.jpg
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსი გამოაცხადა, იუწყება განათლების სამინისტროს პრესსამსახური.კონკურსი ახალი ცოდნისა და რესურსების შექმნას ითვალისწინებს, რაც მყარ საფუძველს შექმნის სახელმწიფო ენის დაცვის, მისი განვითარებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით.კონკურსის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართველური ენობრივი მრავალფეროვნებისა და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ენების დოკუმენტირების, ქართული და აფხაზური ენების სწავლების მეთოდოლოგიური რესურსებისა და დისტანციური სწავლების საშუალებების შექმნას.ამასთან, აღნიშნავენ უწყებაში, სამეცნიერო პროექტები უნდა ითვალისწინებდეს ენობრივი ტექნოლოგიების განვითარების, ინტერნეტ სივრცეში სახელმწიფო ენის ფუნქციონირების დაცვისა და ქართული და აფხაზური ენების პოპულარიზაციის ხელშეწყობას.საგრანტო კონკურსის ბიუჯეტი 240 ათას ლარს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23402/22/234022248_226:0:1293:800_1920x0_80_0_0_18f4c17d7365e325f4f1d017a42c44f6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო სახელმწიფო ენა განვითარება საგრანტო კონკურსი გამოცხადება
საქართველო სახელმწიფო ენა განვითარება საგრანტო კონკურსი გამოცხადება
საქართველოში სახელმწიფო ენის განვითარების მიზნით საგრანტო კონკურსი გამოცხადდა
კონკურსის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მათ შორის ქართული და აფხაზური ენების სწავლების მეთოდოლოგიური რესურსების შექმნას
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსი გამოაცხადა, იუწყება განათლების სამინისტროს პრესსამსახური.
კონკურსი ახალი ცოდნისა და რესურსების შექმნას ითვალისწინებს, რაც მყარ საფუძველს შექმნის სახელმწიფო ენის დაცვის, მისი განვითარებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით.
კონკურსი მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, სამეცნიერო პროექტები შემდეგი მიმართულებით წარმოადგინონ: ქართული ენა, ქართველური ენები, აფხაზური ენა, საქართველოს ენობრივი მრავალფეროვნება და ენობრივი ტექნოლოგიები.
კონკურსის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართველური ენობრივი მრავალფეროვნებისა და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ენების დოკუმენტირების, ქართული და აფხაზური ენების სწავლების მეთოდოლოგიური რესურსებისა და დისტანციური სწავლების საშუალებების შექმნას.
ამასთან, აღნიშნავენ უწყებაში, სამეცნიერო პროექტები უნდა ითვალისწინებდეს ენობრივი ტექნოლოგიების განვითარების, ინტერნეტ სივრცეში სახელმწიფო ენის ფუნქციონირების დაცვისა და ქართული და აფხაზური ენების პოპულარიზაციის ხელშეწყობას.
საგრანტო კონკურსის ბიუჯეტი 240 ათას ლარს შეადგენს.