https://sputnik-georgia.com/20220806/saqartvelos-mtavroba-balneologiuri-kurortebis-ganvitarebis-koncefcias-seimusavebs-269249574.html
საქართველოს მთავრობა ბალნეოლოგიური კურორტების განვითარების კონცეფციას შეიმუშავებს
საქართველოს მთავრობა ბალნეოლოგიური კურორტების განვითარების კონცეფციას შეიმუშავებს
Sputnik საქართველო
წელს მთავრობამ წყალტუბოს განთქმული ბალნეოლოგიური კურორტის განახლების პროექტი წამოიწყო.
2022-08-06T21:45+0400
2022-08-06T21:45+0400
2022-08-06T21:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
ტურიზმი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24688/22/246882246_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_348790ab600a1b78bac7b40cda9c38ff.jpg
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მთავრობა მალე ბალნეოლოგიური კურორტების განვითარებისა და ამ სფეროში ინვესტიციების მოზიდვის ახალ კონცეფციას წარადგენს, იუწყება ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ადმინისტრაცია.კურორტების განვითარება მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ მიმართულების ფარგლებში წელს მთავრობამ წყალტუბოს განთქმული ბალნეოლოგიური კურორტის განახლების პროექტი წამოიწყო.ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელსაც პრემიერი უძღვებოდა, ეკონომიკური გუნდის წევრებმა კურორტების განვითარების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.2022 წლის იანვარი–ივნისში საერთაშორისო მოგზაურების რიცხვი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 198,3%-ით გაიზარდა და 1,6 მლნ შეადგინა.საქართველომ 2022 წლის ექვს თვეში 2019 წლის მაჩვენებლები 42,1%-ით აღადგინა.ვიზიტების მთლიანი რაოდენობიდან 1,2 მლნ ტურისტული ვიზიტი იყო, რაც 186,3%-ით მეტია 2021 წლის იანვარი–ივნისთან შედარებით. 2019 წელთან შედარებით ნაკადი 56,85%-ით აღდგა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24688/22/246882246_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_cd9f1bd59615eababa69ccdd95b17d3f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო მთავრობა ბალნეოლოგიური კურორტები განვითარება კონცეფცია
საქართველო მთავრობა ბალნეოლოგიური კურორტები განვითარება კონცეფცია
საქართველოს მთავრობა ბალნეოლოგიური კურორტების განვითარების კონცეფციას შეიმუშავებს
წელს მთავრობამ წყალტუბოს განთქმული ბალნეოლოგიური კურორტის განახლების პროექტი წამოიწყო.
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მთავრობა მალე ბალნეოლოგიური კურორტების განვითარებისა და ამ სფეროში ინვესტიციების მოზიდვის ახალ კონცეფციას წარადგენს, იუწყება ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ადმინისტრაცია.
კურორტების განვითარება მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ მიმართულების ფარგლებში წელს მთავრობამ წყალტუბოს განთქმული ბალნეოლოგიური კურორტის განახლების პროექტი წამოიწყო.
ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელსაც პრემიერი უძღვებოდა, ეკონომიკური გუნდის წევრებმა კურორტების განვითარების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
„ითქვა, რომ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და სტიმულირებისთვის საჭიროა საერთაშორისო ვიზიტორთა მოცულობის ზრდა, რისთვისაც კურორტების განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს“, - ნათქვამია განცხადებაში.
2022 წლის იანვარი–ივნისში საერთაშორისო მოგზაურების რიცხვი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 198,3%-ით გაიზარდა და 1,6 მლნ შეადგინა.
საქართველომ 2022 წლის ექვს თვეში 2019 წლის მაჩვენებლები 42,1%-ით აღადგინა.
ვიზიტების მთლიანი რაოდენობიდან 1,2 მლნ ტურისტული ვიზიტი იყო, რაც 186,3%-ით მეტია 2021 წლის იანვარი–ივნისთან შედარებით. 2019 წელთან შედარებით ნაკადი 56,85%-ით აღდგა.