https://sputnik-georgia.com/20220806/qartuli-bankebi-momavali-wlidan-semosavlebis-samsaxurs-axal-angarisgebas-warudgenen-269236814.html
ქართული ბანკები მომავალი წლიდან შემოსავლების სამსახურს ახალ ანგარიშგებას წარუდგენენ
ქართული ბანკები მომავალი წლიდან შემოსავლების სამსახურს ახალ ანგარიშგებას წარუდგენენ
Sputnik საქართველო
შემოსავლების სამსახურს ექნება უფლება, გადასცეს ეს ანგარიშგება კომპეტენტურ უწყებებს უცხოეთში, ასევე აკონტროლოს მისი შესრულება.
2022-08-06T09:30+0400
2022-08-06T09:30+0400
2022-08-06T09:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/06/252230091_0:134:3000:1822_1920x0_80_0_0_86388334bf76655385f8f630b7ecf808.jpg
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელთა მიხედვით ქვეყნის საფინანსო ინსტიტუტები ანგარიშგების ახალ ერთიან სისტემაზე გადავლენ.ცვლილებების მიხედვით, 2023 წლის 1 იანვრიდან ყველა საფინანსო ინსტიტუტი ვალდებული იქნება შემოსავლების სამსახურს ანგარიშგება ერთიანი სტანდარტით (CRS) წარუდგინოს.შემოსავლების სამსახურს ექნება უფლება, გადასცეს ეს ანგარიშგება კომპეტენტურ უწყებებს უცხოეთში, ასევე აკონტროლოს მისი შესრულება.საქართველოს საბანკო სექტორის აქტივები ივნისში გაიზარდა >>ანგარიშგების ერთიანი სტანდარტის დანერგვა და მონაცემთა გადაცემა აუცილებელი გახდა იმის გამო, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ავალდებულებდა ბანკებს მიაწოდონ ინფორმაცია თავიანთი კლიენტების ფინანსური მდგომარეობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ 2011 წლიდან აიღო ვალდებულება საერთაშორისო სტანდარტების ფარგლებში ინფორმაციის გაცვლაზე, როდესაც საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის მონაწილე გახდა.ამასთან, ფინანსური ინსტიტუტები დაჯარიმდებიან ანგარიშგების შეუსრულებლობისთვის: ანგარიშგების ვადების დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას 5 ათასი ლარის ოდენობით, დამატებითი ინფორმაციის მიწოდების პირობების შეუსრულებლობა - 10 ათასი ლარის და ინფორმაციის არასწორი მიწოდება - 20 ათასი ლარის ოდენობის.წყარო - საქართველოს პარლამენტი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/06/252230091_329:0:3000:2003_1920x0_80_0_0_a6d8c937723c85443cd759bdcf139e63.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქართული ბანკები 2023 წელი შემოსავლები სამსახური ახალი ანგარიშგება წარდგენა ვალდებულება
ქართული ბანკები 2023 წელი შემოსავლები სამსახური ახალი ანგარიშგება წარდგენა ვალდებულება
ქართული ბანკები მომავალი წლიდან შემოსავლების სამსახურს ახალ ანგარიშგებას წარუდგენენ
შემოსავლების სამსახურს ექნება უფლება, გადასცეს ეს ანგარიშგება კომპეტენტურ უწყებებს უცხოეთში, ასევე აკონტროლოს მისი შესრულება.
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელთა მიხედვით ქვეყნის საფინანსო ინსტიტუტები ანგარიშგების ახალ ერთიან სისტემაზე გადავლენ.
ცვლილებების მიხედვით, 2023 წლის 1 იანვრიდან ყველა საფინანსო ინსტიტუტი ვალდებული იქნება შემოსავლების სამსახურს ანგარიშგება ერთიანი სტანდარტით (CRS) წარუდგინოს.
შემოსავლების სამსახურს ექნება უფლება, გადასცეს ეს ანგარიშგება კომპეტენტურ უწყებებს უცხოეთში, ასევე აკონტროლოს მისი შესრულება.
ანგარიშგების ერთიანი სტანდარტის დანერგვა და მონაცემთა გადაცემა აუცილებელი გახდა იმის გამო, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ავალდებულებდა ბანკებს მიაწოდონ ინფორმაცია თავიანთი კლიენტების ფინანსური მდგომარეობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ 2011 წლიდან აიღო ვალდებულება საერთაშორისო სტანდარტების ფარგლებში ინფორმაციის გაცვლაზე, როდესაც საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის მონაწილე გახდა.
ამასთან, ფინანსური ინსტიტუტები დაჯარიმდებიან ანგარიშგების შეუსრულებლობისთვის: ანგარიშგების ვადების დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას 5 ათასი ლარის ოდენობით, დამატებითი ინფორმაციის მიწოდების პირობების შეუსრულებლობა - 10 ათასი ლარის და ინფორმაციის არასწორი მიწოდება - 20 ათასი ლარის ოდენობის.