საქართველოს საბანკო სექტორის აქტივები ივნისში გაიზარდა

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლის და ეროვნული ბანკის შენობა
იუსტიციის სახლის და ეროვნული ბანკის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
ივნისის ბოლოს საქართველოში მუშაობდა 14 კომერციული ბანკი, აქედან 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. მიმდინარე წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1,58 მლრდ ლარით, ანუ 2,5%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
2022 წლის ივნისის ბოლოს საბანკო სექტორის აქტივების ჯამურმა მოცულობამ 64,2 მლრდ ლარი, სააქციო კაპიტალმა კი 8,3 მლრდ ლარი შეადგინა.
ივნისის ბოლოს არსებული მდგომარეობით, საქართველოში ფუნქციონირებდა 14 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
ბანკებში ვადიანი დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობამ, 2022 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, 38,27 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1,1 მლრდ ლარით, ანუ 3%-ით მეტია ივნისის დასაწყისის მაჩვენებელზე.
ანგარიშის თანახმად, ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 221,02 მლნ ლარით, ანუ 1,42%-ით გაიზარდა, დეპოზიტები მოთხოვნამდე გაიზარდა 892,28 მლნ ლარით, ანუ 4,13%-ით.
როგორ შეიცვალა ფასები საქართველოში - 2022 წლის ივნისი>>
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის დონემ, მიმდინარე წლის 1 ივლისის მდგომარეობით, 42,07% შეადგინა, რაც 0,21 პროცენტული პუნქტით მეტია 1 ივნისის მაჩვენებელზე.
ივნისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7,63% შეადგინა, მათ შორის 11,45% – ლარიან დეპოზიტებზე, ხოლო 1,04% – უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებზე.
ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის რაოდენობა გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის ივნისში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, წინა თვესთან შედარებით, 534,61 მლნ ლარით, ანუ 1,24%-ით გაიზარდა და, მიმდინარე წლის 1 ივლისის მდგომარეობით, 43,65 მლრდ ლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა 452,74 მლნ ლარით, ანუ 2,06%-ით, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი – 81,87 მლნ ლარით, ანუ 0,39%-ით.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის ივნისის ბოლოს კომერციულმა ბანკებმა რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გასცეს სესხები ეროვნულ ვალუტაში 6,82 მლრდ ლარის ოდენობით, რაც 2,74%-ით მეტია წინა თვესთან შედარებით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა სესხებმა შეადგინა 13,4 მლრდ ლარი, რაც 0,77%-ით მეტია წინა თვესთან შედარებით.
საქართველოში ინფლაცია მაღალ დონეზე რჩება - ახალი მონაცემები>>
2022 წლის ივნისში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 1,03%-ით, ანუ 229,41 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1 ივლისის მდგომარეობით, 22,58 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის 1 ივლისის მდგომარეობით, სესხების მთლიანი მოცულობის ლარიზაციის კოეფიციენტმა 51,37 პროცენტი შეადგინა, რაც 0,41 პროცენტული პუნქტით მეტია 2022 წლის 1 ივნისის მაჩვენებელზე.
ყველა ახალი ამბავი
0