https://sputnik-georgia.com/20220806/bavarieli-mecnierebi-saqartvelosi-ludis-xarsvis-uzveles-metods-ecnobian-269240706.html
ბავარიელი მეცნიერები საქართველოში ლუდის ხარშვის უძველეს მეთოდს ეცნობიან
ბავარიელი მეცნიერები საქართველოში ლუდის ხარშვის უძველეს მეთოდს ეცნობიან
Sputnik საქართველო
ბავარიელი მეცნიერები საქართველოს იმ მთიან რეგიონებს მოინახულებენ, რომლებიც ლუდის ხარშვის მდიდარი ტრადიციებით გამოირჩევა.
2022-08-06T14:46+0400
2022-08-06T14:46+0400
2022-08-06T14:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
კულტურა საქართველოში
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24193/19/241931943_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_85e653b8bd18c097f9bef32cf75c495e.jpg
თბილისი, 6 აგვისტო– Sputnik. ქართველი და გერმანელი მეცნიერები იკვლევენ იმ მცენარეთა ენდემურ სახეობებს, რომლებიც საქართველოს მთიან რეგიონებში ლუდის ხარშვის პროცესში გამოიყენება.ერთობლივ პროექტს საქართველოს და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტები ახორციელებენ, ნათქვამია სტუ-ს პრეს-რელიზში.თბილისში უკვე იმყოფებიან პროფესორები მათიას ჰუცლერი და მარტინ ცარნკოვი. ორივე მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ლუდის ხარშვისა და სასმელების დამზადების ტექნოლოგიების კათედრის თანამშრომელია. სამეცნიერო საქმიანობის გარდა, ისინი ლუდის წამყვანი მწარმოებლების კონსულტანტები არიან.ჰუცლერი და ცარნკოვი ქართველ კოლეგებთან ერთად საქართველოს იმ მთიან რეგიონებს მოინახულებენ, რომლებიც ლუდის ხარშვის მდიდარი ტრადიციებით გამოირჩევა. ეს არის მთა-თუშეთი, ხევსურეთი და ყაზბეგის მუნიციპალიტეტი.წინასწარი კვლევის შედეგები საქართველოს და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტების ბაზაზე დამუშავდება და სამ თვეში გამოქვეყნდება, შემდგომში ერთობლივი სამეცნიერო პროექტი შემუშავდება.ქერის კულტურა და ლუდის გამოხდის 25 საუკუნოვანი ტრადიცია საქართველოში >>ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ლუდის ხარშვის კულტურა საქართველოში აღმოსავლეთიდან არის შემოტანილი.საქართველოში ლუდის ხარშვა უძველესი დროიდან მთის ტრადიციად არის მიჩნეული, ხოლო მთაში მცხოვრებთათვის ლუდი ისეთივე მნიშვნელოვანი სასმელია, როგორც ბარში ღვინოა მიჩნეული.ხევსურები, თუშები, მოხევეები და ფშავები ტრადიციულ დღესასწაულებს თავიანთი გამოხდილი ლუდით აღნიშნავდნენ.2020 წელს მთიანეთში არსებული ლუდის ხარშვის მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში მოხვდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24193/19/241931943_109:0:1817:1281_1920x0_80_0_0_5515a6268d6a5eef1dc41a8e7ad9eb1c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ბავარიელი მეცნიერები საქართველო ლუდის ხარშვა უძველესი მეთოდი
ბავარიელი მეცნიერები საქართველო ლუდის ხარშვა უძველესი მეთოდი
ბავარიელი მეცნიერები საქართველოში ლუდის ხარშვის უძველეს მეთოდს ეცნობიან
14:46 06.08.2022 (განახლებულია: 14:47 06.08.2022) ბავარიელი მეცნიერები საქართველოს იმ მთიან რეგიონებს მოინახულებენ, რომლებიც ლუდის ხარშვის მდიდარი ტრადიციებით გამოირჩევა.
თბილისი, 6 აგვისტო– Sputnik. ქართველი და გერმანელი მეცნიერები იკვლევენ იმ მცენარეთა ენდემურ სახეობებს, რომლებიც საქართველოს მთიან რეგიონებში ლუდის ხარშვის პროცესში გამოიყენება.
ერთობლივ პროექტს საქართველოს და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტები ახორციელებენ, ნათქვამია სტუ-ს პრეს-რელიზში.
„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უცხოელი მეცნიერები საქართველოში ლუდის წარმოებითა და კერძოდ, ლუდის ხარშვისას გამოყენებული ენდემური მცენარეების თავისებურებებისა და სპეციფიკური შემადგენლობის შესწავლით დაინტერესდნენ. ამ ეტაპზე ერთობლივი წინასწარი კვლევები მიმდინარეობს“, - განაცხადა სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიგა ქვარცხავამ.
თბილისში უკვე იმყოფებიან პროფესორები მათიას ჰუცლერი და მარტინ ცარნკოვი. ორივე მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ლუდის ხარშვისა და სასმელების დამზადების ტექნოლოგიების კათედრის თანამშრომელია. სამეცნიერო საქმიანობის გარდა, ისინი ლუდის წამყვანი მწარმოებლების კონსულტანტები არიან.
ჰუცლერი და ცარნკოვი ქართველ კოლეგებთან ერთად საქართველოს იმ მთიან რეგიონებს მოინახულებენ, რომლებიც ლუდის ხარშვის მდიდარი ტრადიციებით გამოირჩევა. ეს არის მთა-თუშეთი, ხევსურეთი და ყაზბეგის მუნიციპალიტეტი.
წინასწარი კვლევის შედეგები საქართველოს და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტების ბაზაზე დამუშავდება და სამ თვეში გამოქვეყნდება, შემდგომში ერთობლივი სამეცნიერო პროექტი შემუშავდება.
ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ლუდის ხარშვის კულტურა საქართველოში აღმოსავლეთიდან არის შემოტანილი.
საქართველოში ლუდის ხარშვა უძველესი დროიდან მთის ტრადიციად არის მიჩნეული, ხოლო მთაში მცხოვრებთათვის ლუდი ისეთივე მნიშვნელოვანი სასმელია, როგორც ბარში ღვინოა მიჩნეული.
ხევსურები, თუშები, მოხევეები და ფშავები ტრადიციულ დღესასწაულებს თავიანთი გამოხდილი ლუდით აღნიშნავდნენ.
2020 წელს მთიანეთში არსებული ლუდის ხარშვის მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში მოხვდა.