https://sputnik-georgia.com/20220806/ambrolaursi-dializis-centri-gaixsna-269240917.html
ამბროლაურში დიალიზის კაბინეტი გაიხსნა
ამბროლაურში დიალიზის კაბინეტი გაიხსნა
Sputnik საქართველო
მესტიისა და ამბროლაურის შემდეგ, აღნიშნული სერვისი ლანჩხუთში, თიანეთსა და ყაზბეგში ამოქმედდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
2022-08-06T15:17+0400
2022-08-06T15:17+0400
2022-08-06T15:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
ჯანდაცვა საქართველოში
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24485/42/244854260_0:213:2048:1365_1920x0_80_0_0_e77c8822c525371a64ebc31182dc8c8a.jpg
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. ამბროლაურში დიალიზის კაბინეტი გაიხსნა, იუწყება საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.მანამდე ბენეფიციარებს ამ სერვისის მისაღებად სხვადასხვა რეგიონში უწევდათ ჩასვლა, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, დამატებით დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული.დიალიზის თერაპიისთვის უკვე სრულად არის აღჭურვილი ამბროლაურში, „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ სამედიცინო დაწესებულება. ბენეფიციარებს პირველ ეტაპზე სამეგრელოდან და იმერეთიდან მოწვეული სპეციალისტები მოემსახურებიან, უახლოეს მომავალში კი მათ სამინისტროს მიერ გადამზადებული სპეციალისტები ჩაანაცვლებენ.ამ ეტაპზე ამბროლაურში დიალიზის სერვისს 15-მდე პაციენტი იღებს. მომდევნო კვირიდან კი აღნიშნული მომსახურებით მიმდებარე მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში მცხოვრები 25-მდე ბენეფიციარი ისარგებლებს.ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა უკვე დაათვალიერა ჯანდაცვის ცენტრი, სადაც დიალიზის განყოფილება მოეწყო.როგორც ღუდუშაურმა განმარტა, მესტიისა და ამბროლაურის შემდეგ, აღნიშნული სერვისი ლანჩხუთში, თიანეთსა და ყაზბეგში ამოქმედდება. ჯანდაცვის მინისტრმა რეგიონებში დიალიზის სერვისის ხელმისაწვდომობის გაზრდა 2022 წლის აპრილში დააანონსა.ქვეყნის მასშტაბით აღნიშნული სერვისები „დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში იხსნება, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24485/42/244854260_228:0:2048:1365_1920x0_80_0_0_28c58294e4d76649702cb3ee19b6bb9d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ამბროლაური დიალიზის კაბინეტი გახსნა
ამბროლაური დიალიზის კაბინეტი გახსნა
ამბროლაურში დიალიზის კაბინეტი გაიხსნა
მესტიისა და ამბროლაურის შემდეგ, აღნიშნული სერვისი ლანჩხუთში, თიანეთსა და ყაზბეგში ამოქმედდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. ამბროლაურში დიალიზის კაბინეტი გაიხსნა, იუწყება საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
მანამდე ბენეფიციარებს ამ სერვისის მისაღებად სხვადასხვა რეგიონში უწევდათ ჩასვლა, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, დამატებით დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული.
დიალიზის თერაპიისთვის უკვე სრულად არის აღჭურვილი ამბროლაურში, „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ სამედიცინო დაწესებულება. ბენეფიციარებს პირველ ეტაპზე სამეგრელოდან და იმერეთიდან მოწვეული სპეციალისტები მოემსახურებიან, უახლოეს მომავალში კი მათ სამინისტროს მიერ გადამზადებული სპეციალისტები ჩაანაცვლებენ.
ამ ეტაპზე ამბროლაურში დიალიზის სერვისს 15-მდე პაციენტი იღებს. მომდევნო კვირიდან კი აღნიშნული მომსახურებით მიმდებარე მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში მცხოვრები 25-მდე ბენეფიციარი ისარგებლებს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა უკვე დაათვალიერა ჯანდაცვის ცენტრი, სადაც დიალიზის განყოფილება მოეწყო.
როგორც ღუდუშაურმა განმარტა, მესტიისა და ამბროლაურის შემდეგ, აღნიშნული სერვისი ლანჩხუთში, თიანეთსა და ყაზბეგში ამოქმედდება. ჯანდაცვის მინისტრმა რეგიონებში დიალიზის სერვისის ხელმისაწვდომობის გაზრდა 2022 წლის აპრილში დააანონსა.
ქვეყნის მასშტაბით აღნიშნული სერვისები „დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში იხსნება, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს.