სომხეთის მოქალაქე საქართველოდან ოქროს ჯართის მალულად გატანას ცდილობდა

© Ministry of Finance of Georgia საბაჟო-გამშვები პუნქტი „კარწახი“
საბაჟო-გამშვები პუნქტი „კარწახი“ - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2022
გამოწერა
დაკავებული სომხეთის მოქალაქე 871,53 გრამი ე.წ. ოქროს ჯართის გადატანას თურქეთის ტერიტორიაზე ცდილობდა.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის ჯართის საბაჟო წესების დარღვევით გატანის ფაქტზე სომხეთის მოქალაქეა დაკავებული. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე საბაჟო-გამშვები პუნქტი „კარწახის“ გავლით საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში 133.351 ლარის საბაჟო ღირებულების მქონე 871,53 გრამი ე.წ. ოქროს ჯართის გადატანას საბაჟო კონტროლისგან მალულად ცდილობდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.
დაკავებულს 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0