ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობა დასრულდა

© Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgiaმხარეთმცოდნეობის მუზეუმი ონში
მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ონში - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2022
გამოწერა
მუზეუმის ახალი ორსართულიანი შენობა თანამედროვე სტანდარტების არის და ის სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. ონის მუნიციპალიტეტში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობა დასრულდა. მუზეუმის ახალი შენობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ დაათვალიერა.
ქარსელაძის განცხადებით, მუზეუმი წარმოადგენს ძალიან საინტერესო საცავს წლების განმავლობაში დაგროვილი მნიშვნელოვანი არტეფაქტებისთვის.

„შეიძლება ითქვას, რომ ახალი მუზეუმით ონს შეემატა კიდევ ერთი ძალიან კარგი და ეფექტური სივრცე კულტურული, შემეცნებითი, საგანმანათლებლო და საჯარო ღონისძიებებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მისი ინფორმაციით, შენობაში გათვალისწინებულია როგორც საგამოფენო, ასევე ადმინისტრაციული, საკონფერენციო და სხვა საზოგადოებრივი სივრცეები და საცავები, რომლებიც აღჭურვილია შესაბამისი კლიმატის კონტროლით.
© Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgia მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ონში
Краеведческий музей в Они - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2022
მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ონში
ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო. მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება დაახლოებით 5,5 მილიონი ლარია.
პროექტის ფარგლებში აშენდა ახალი, თანამედროვე სტანდარტების მუზეუმი, რომელიც სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. მუზეუმის შენობაში გათვალისწინებულია მუდმივი ექსპოზიციის და დროებითი გამოფენების ორსინათლიანი დარბაზები და ფონდსაცავები. ასევე საკონფერენციო დარბაზი სცენით და სინქრონული თარგმანის ოთახით.
© Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgiaმხარეთმცოდნეობის მუზეუმი ონში
Краеведческий музей в Они - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2022
მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ონში
მუზეუმს აქვს სივრცეები ბიბლიოთეკისა და მედიათეკისათვის, ბავშვთა საგანმანათლებლო ზონა, საგამოფენო სივრცე, ფონდსაცავები და დამხმარე სათავსოები. შენობაში განთავსდება საინფორმაციო, ბილეთების და სამუზეუმო მაღაზია, კაფე და სპეციალური კუთხეები გიდებისთვის.
ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმი აშენდება>>
კეთილმოეწყო მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაც. პროექტში გამოყენებულია ადგილობრივი ბუნებრივი ქვა და ხის მასალა.
მანამდე ონში იყო ერთი მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომელიც 1948 წელს აშენდა. თუმცა 1991 წელს ძლიერი მიწისძვრის შედეგად მუზეუმის შენობა სერიოზულად დაზიანდა. მასში დაცული ექსპონატების კოლექცია დღემდე ავარიულ შენობაში იყო მოთავსებული.
ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს მდიდარი ფონდი გააჩნია – 14 ათასზე მეტი ექსპონატი. მის კედლებში ინახება სხვადასხვა არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და ნუმიზმატური კოლექციები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ხელნაწერები და ძველი ბეჭდური წიგნები, ორიგინალური ისტორიული დოკუმენტები და ფოტომასალები, ასევე ეკლესიების ორნამენტული რელიეფები, ბარელიეფები და სხვ.
ყველა ახალი ამბავი
0