მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთისა და ჩინეთის პარტნიორობა სამართლის ზეიმის საყრდენია - ლავროვი

© Press Service of the Ministry of Foreign Affairs of the Russian Federation / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2022
გამოწერა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინელ კოლეგასთან ბოლო ერთ თვეში უკვე მესამე თათბირს ატარებს.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. რუსეთისა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა საერთაშორისო ურთიერთობებში, პირველ რიგში გაეროს წესდების პრინციპებში, სამართლის გამარჯვებისთვის მოძრაობის ერთ-ერთი საყრდენია, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
რუსმა დიპლომატმა განცხადება სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის სახელმწიფოთა ასოციაციის მინისტრების ღონისძიებების ფარგლებში ჩინელ კოლეგა ვან ისთან მოლაპარაკებებზე გააკეთა, იუწყება РИА Новости.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ერთ-ერთი საყრდენია საერთაშორისო სამართლის გამარჯვებისკენ მოძრაობაში... პირველ რიგში, გაეროს წესდებისა, რომელმაც სახელმწიფოების სუვერენული თანასწორობის პრინციპი გამოაცხადა. აშშ ამ პრინციპს ყოველდღე, ყველგან არღვევს და ეს, რა თქმა უნდა, რეაქციას მოითხოვს“, – განაცხადა რუსმა მინისტრმა.

რუსეთი და ჩინეთი მონაწილეობენ გაეროს წესდების დაცვის მეგობართა ჯგუფში, რომელიც ცოტა ხნის წინ შეიქმნა, დასძინა ლავროვმა.
„მიმაჩნია, რომ ეს პერსპექტიული იდეაა, რომელიც იმსახურებს გაფართოებას. დარწმუნებული ვართ, რომ ახალი წევრები მის მუშაობას შემოუერთდებიან“, – განაცხადა ლავროვმა.
მან აღნიშნა, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ამ თვეში უკვე მესამე თათბირს მართავს.
„რეგულარულად ვხვდებით და ამისთვის ნებისმიერ შესაძლებლობას ვიყენებთ. ერთი თვეც არაა გასული, უკვე მესამე შეხვედრას ვატარებთ: 7 ივლისს – ბალიზე, 28 ივლისს – ტაშკენტში, 5 აგვისტოს – აქ. და ეს რამე პროცედურის ხარკი არაა. სინამდვილეში, ყოველ შეხვედრაზე უფრო და უფრო მეტ რამეს ვნახულობთ, რაც ჩვენ მუდმივ ყურადღებასა და ჩვენი სახელმწიფოების მხრიდან პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს“, – აღნიშნა დიპლომატმა.
მან დასძინა, რომ ვან ისთან ერთად ამჟამად არსებული ორმხრივი ურთიერთობების მდგომარეობისა და რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების შეთანხმებების შესრულების საკითხების განხილვას აპირებს.
ყველა ახალი ამბავი
0