კობახიძე: ომბუდსმენი კონსენსუსის საფუძველზე აირჩევა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2022
გამოწერა
კობახიძემ საქართველოს მოქმედი სახალხო დამცველი გააკრიტიკა.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დამოკრატიულ საქართველოს“ სახალხო დამცველის პოსტზე არ შეიძლება ჰყავდეს თავისი კანდიდატი, ის ოპოზიციასთან კონსენსუსით უნდა იყოს არჩეული, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
მოქმედი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა დეკემბერში იწურება. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მას მეორედ არჩევა არ შეუძლია. ახალი კანდიდატის შესარჩევად პარლამენტში მინიმუმ 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ კი საკანონმდებლო ორგანოში ამჟამად 80 წარმომადგენელი ჰყავს.

„ჩვენ ვერ გვეყოლება კანდიდატი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სახალხო დამცველი უნდა აირჩეს შეთანხმებით უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, ამას სჭირდება ფართო კონსულტაციები. ეს კონსულტაციები დაიწყება სექტემბრიდან“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ოპოზიციას სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატის შერჩევის ინკლუზიურ პროცედურას შესთავაზებს.
„ამის შემდეგ ერთობლივად უნდა ჩამოვყალიბდეთ კანდიდატურაზე და შემდეგ მას პარლამენტი უყრის კენჭს“, – აღნიშნა კობახიძემ.
ამავე დროს მან გააკრიტიკა მოქმედი ომბუდსმენი ნინო ლომჯარია და განაცხადა, რომ ის არ ასრულებს თავის პირდაპირ მოვალეობებს სათანადოდ. მაგალითად, როდესაც ოპოზიციამ მარტში ქსენოფობიური კამპანია წამოიწყო რუსების წინააღმდეგ, მან განცხადება მხოლოდ 10 დღის შემდეგ გააკეთა.
მდინარაძემ სახალხო დამცველს რადიკალიზმსა და „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერაში დასდო ბრალი>>
უფრო მეტიც, კობახიძის თქმით, ლომჯარია, მიუხედავად იმისა, რომ რეიტინგი არა აქვს, პოლიტიკოსივით იქცევა. კობახიძის აზრით, ომბუდსმენი ამ სტატუსს ფორმალურად დეკემბერში მოიპოვებს, როდესაც მისი ვადა ამოიწურება.

„ეს ადამიანი არის პირდაპირ ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, მეტიც, როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ის იყო პირდაპირ ჩართული კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც მოხდა, მაგალითად, მთავრობის გადადგომის მოთხოვნის წამოყენება, ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნა“, – განაცხადა კობახიძემ.

მთავრობის გადადგომის და ქვეყანაში ეროვნული თანხმობით ახალი ტექნოკრატიული მინისტრთა კაბინეტის შექმნის მოთხოვნა გამოაცხადეს აქციაზე, რომლის ორგანიზატორი სამოქალაქო ორგანიზაცია „სირცხვილია“ იყო.
აქცია 24 ივნისს ჩატარდა – ერთი კვირის მერე, რაც ევროკავშირმა საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი არ მიანიჭა.
სახალხო დამცველი საქართველოში წარმოადგენს დამოუკიდებელ ინსტიტუტს, რომელსაც ფართო უფლებამოსილებები გააჩნია.
ვის წარადგენენ სახალხო დამცველის პოსტზე? პარლამენტში კონსულტაციები იწყება>>
სახალხო დამცველის აპარატის მთავარი მიზანი ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვაა. მხოლოდ ამ სტრუქტურის წარმომადგენლებს აქვთ უფლება, სპეციალური ნებართვის გარეშე მოინახულონ დაკავებულები ან პატიმრები, შევიდნენ სხვა დახურულ სახელმწიფო და დახურულ დაწესებულებებში.
ომბუდსმენი წელიწადში ერთხელ პარლამენტის წინაშე ადამიანის უფლებების მხრივ საქართველოში არსებული მდგომარეობისა და გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშით გამოდის.
საქართველოს სახალხო დამცველს ხუთი წლის ვადით ირჩევენ.
ყველა ახალი ამბავი
0