https://sputnik-georgia.com/20220805/erovnuli-banki-valutis-seyidvas-ganagrzobs-269228620.html
ეროვნული ბანკი აუქციონებზე ვალუტის შესყიდვას განაგრძობს
ეროვნული ბანკი აუქციონებზე ვალუტის შესყიდვას განაგრძობს
Sputnik საქართველო
ლარის ზრდამ დოლარის მიმართ 2022 წლის მარტიდან 20,3% შეადგინა. 05.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-05T19:36+0400
2022-08-05T19:36+0400
2022-08-05T21:37+0400
საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0d/250027242_0:130:3181:1919_1920x0_80_0_0_41a536e5024a31ed168cda3629145d90.jpg
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. პარასკევს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი აშშ დოლარი იყიდა. ლარის საშუალო შეწონილმა კურსმა დოლარის მიმართ ვაჭრობისას 2,7186 GEL/$1 შეადგინა.ეროვნული ბანკის მიერ პარასკევს დადგენილი ლარის ოფიციალური კურსი დოლარის მიმართ 2,7178 GEL/$1-ია.ეროვნულმა ბანკმა 2022 წლის მაისში ვალუტა პირველად იყიდა 2019 წლის ივნისის შემდეგ. დღევანდელი შესყიდვა სამი თვის განმავლობაში მესამე აღმოჩნდა. მანამდე მარეგულირებელი მხოლოდ დოლარს ყიდდა ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციის მიზნით.კერძოდ, 2021 წელს მარეგულირებელმა ცხრა აუქციონზე 332,9 მილიონი დოლარი გაყიდა, წელს კი ერთადერთ აუქციონზე 39,57 მილიონი დოლარი იყო გაყიდული.რამდენია წლიური ინფლაცია და როგორია ეროვნული ბანკის რეაქცია?>>მარტის პირველი რიცხვებისთვის ლარის კურსი 3,4 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა, მაგრამ შემდეგ ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო. ლარის ზრდამ დოლარის მიმართ ამ პერიოდში 20,3% შეადგინა.დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდანქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0d/250027242_224:0:2955:2048_1920x0_80_0_0_f8613f962d98ba1356a094c071170302.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
ეროვნული ბანკი აუქციონებზე ვალუტის შესყიდვას განაგრძობს
19:36 05.08.2022 (განახლებულია: 21:37 05.08.2022) ლარის ზრდამ დოლარის მიმართ 2022 წლის მარტიდან 20,3% შეადგინა.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. პარასკევს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი აშშ დოლარი იყიდა. ლარის საშუალო შეწონილმა კურსმა დოლარის მიმართ ვაჭრობისას 2,7186 GEL/$1 შეადგინა.
ეროვნული ბანკის მიერ პარასკევს დადგენილი ლარის ოფიციალური კურსი დოლარის მიმართ 2,7178 GEL/$1-ია.
ეროვნულმა ბანკმა 2022 წლის მაისში ვალუტა პირველად იყიდა 2019 წლის ივნისის შემდეგ. დღევანდელი შესყიდვა სამი თვის განმავლობაში მესამე აღმოჩნდა. მანამდე მარეგულირებელი მხოლოდ დოლარს ყიდდა ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციის მიზნით.
კერძოდ, 2021 წელს მარეგულირებელმა ცხრა აუქციონზე 332,9 მილიონი დოლარი გაყიდა, წელს კი ერთადერთ აუქციონზე 39,57 მილიონი დოლარი იყო გაყიდული.
მარტის პირველი რიცხვებისთვის ლარის კურსი 3,4 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა, მაგრამ შემდეგ ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო. ლარის ზრდამ დოლარის მიმართ ამ პერიოდში 20,3% შეადგინა.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდანქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.