დასავლეთი მრავალი წელი უგულებელყოფდა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს - დეპუტატი

© photo: Sputnikტანკერი ფოთის პორტში
ტანკერი ფოთის პორტში - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2022
გამოწერა
რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები საქართველოს გავლით სატრანზიტო ნაკადის ზრდაზე აისახა.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. დასავლეთი საქართველოსა და მთლიანად კავკასიის სატრანზიტო პოტენციალს მარავალი წელი უგულებელყოფდა, ხოლო უკრაინის მოვლენების შემდეგ გააცნობიერეს რეგიონის მნიშვნელობა, განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ხელაშვილმა.
მიმდინარე წლის იანვარი–მაისში საქართველოს ბიუჯეტს ტრანზიტმა 20,8%-ით მეტი შემოსავალი მოუტანა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

„ათეული წლებია ვთხოვთ და ვეხვეწებით დასავლეთს, რომ მაქსიმალურად იქნას ათვისებული საქართველო და კავკასია, როგორც ალტერნატიული იმპორტის წყარო ევროკავშირში, თუმცა დასავლეთი გარკვეულწილად უგულებელყოფდა ამ სატრანზიტო დერეფანს. ახლა უკვე გამოფხიზლდნენ და მიხვდნენ, რა მნიშვნელობა ჰქონდა“, – განაცხადა ხელაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

მისი თქმით, 2000-იანი წლების დასაწყისში ცენტრალური აზია დასავლეთისთვის ამოუწურავი რესურსების წყარო იყო. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ საქართველო აზიაში ცენტრალური კარიბჭე გამხდარიყო, 2003 წელს, უმცროსი ჯორჯ ბუშის დროს, რომელმაც უზარმაზარი გეოპოლიტიკური შეცდომა დაუშვა, მათი ყურადღება ახლო აღმოსავლეთზე, ერაყზე შეჩერდა.
„ამის შემდეგ, პრაქტიკულად, ჩვენი რეგიონი დასავლეთის მიერ გეოპოლიტიკურად აღმოჩნდა უგულებელყოფილი. საუბედუროდ, როდესაც ხანძარი ჩნდება, შემდეგ გვიანია“, – აღნიშნა ხელაშვილმა.
დეპუტატი სამხრეთის გაზის დერეფნის საკითხსაც შეეხო, რომლითაც აზერბაიჯანმა ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდება უნდა გააორმაგოს.
ვითარება საქართველოს სატრანსპორტო დარგში - კვლევის შედეგები>>
„ის, რა მოცულობის გაზიც აზერბაიჯანს შეუძლია ევროპას მიაწოდოს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საჭიროებებთან შედარებით ზღვაში წვეთია“, – აღნიშნა ხელაშვილმა.
ზღვაზე გასასვლელი, სახმელეთო მარშრუტები, რკინიგზა, აეროპორტები – გეოგრაფიული მდებარეობა საქართველოს ტრანზიტის განვითარებისთვის უზარმაზარ პოტენციალს აძლევს.
ექსპერტების მოსაზრებით, სანქციები რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ საქართველოს გავლით ტრანზიტული ნაკადების ზრდაზე აისახა. ევროპის მიმართულებით მოძრაობაზე შეზღუდვების დაწესების შემდეგ ამ სახელმწიფოებისთვის სატვირთო ნაკადები სამხრეთის ქვეყნებზე გადაერთო.
ყველა ახალი ამბავი
0