https://sputnik-georgia.com/20220426/vitareba-satransporto-dargsi-kvlevis-sedegebi-266229744.html
ვითარება საქართველოს სატრანსპორტო დარგში - კვლევის შედეგები
ვითარება საქართველოს სატრანსპორტო დარგში - კვლევის შედეგები
Sputnik საქართველო
ტვირთნაკადის გადმომისამართება საქართველოს გავლით 2022 წელს ქვეყნის მშპ-ს 0,7 პროცენტული პუნქტით გაზრდის, ნათქვამია კვლევაში. 26.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-26T09:53+0400
2022-04-26T09:53+0400
2022-04-26T17:07+0400
ტრანსპორტი საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/04/251071942_0:159:3079:1890_1920x0_80_0_0_86e333b345676d8ced8c4c1fbb4c2991.jpg
თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. საქართველოს სატრანსპორტო დარგის შემოსავლების ზრდა 2022 წელს 15%-ზე მეტით გადააჭარბებს 2021 წლის დონეს, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ კვლევაში.ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ უკრაინის მოვლენებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამო ქართულ პორტებზე მოთხოვნა გაიზრდება.კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წელს სატრანსპორტო დარგის შემოსავლები საქართველოში 960 მლნ დოლარს შეადგენს, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 150 მლნ დოლარით მეტია.საქართველოს სატრანსპორტო დარგიდან მოსალოდნელი შემოსავლები 2022 წელს:სატრანსპორტო შემოსავლების ზრდა სერიოზულ დადებით გავლენას მოახდენს საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინებასა და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. როგორც კვლევა აჩვენებს, ტვირთნაკადების საქართველოს გავლით გადმომისამართება 2022 წელს ქვეყნის მშპ-ს 0,7 პროცენტული პუნქტით გაზრდის. აქედან გამომდინარე, საბოლოოდ საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეიძლება 4–4,5%-მდე გადაიხედოს.საქართველო სარკინიგზო ტრანზიტისთვის ახალ ტვირთებს იზიდავს>>არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ „სატრანზიტო ქვეყნის სტატუსის გაძლიერება მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობასთან ერთად უსაფრთხოების დამატებით გარანტიებსაც გააჩენს“.ამავე დროს ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ამ თვალსაზრისით საქართველოს მთავარ პრობლემად რჩება განუვითარებელი საავტომობილო, სარკინიგზო და საზღვაო ინფრასტრუქტურა. მათი აზრით, ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადადგას, რაც დაეხმარება საქართველოს ახალ მსოფლიო წესრიგში სატრანზიტო ჰაბის ადგილის დამკვიდრებაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/04/251071942_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_42d7f239b2eeef1048c32657e3223972.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
ვითარება საქართველოს სატრანსპორტო დარგში - კვლევის შედეგები
09:53 26.04.2022 (განახლებულია: 17:07 26.04.2022) ტვირთნაკადის გადმომისამართება საქართველოს გავლით 2022 წელს ქვეყნის მშპ-ს 0,7 პროცენტული პუნქტით გაზრდის, ნათქვამია კვლევაში.
თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. საქართველოს სატრანსპორტო დარგის შემოსავლების ზრდა 2022 წელს 15%-ზე მეტით გადააჭარბებს 2021 წლის დონეს, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ კვლევაში.
ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ უკრაინის მოვლენებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამო ქართულ პორტებზე მოთხოვნა გაიზრდება.
„მნიშვნელოვანი ზრდა არის მოსალოდნელი საზღვაო და სახმელეთო ტრანსპორტირების შემოსავლებში საერთაშორისო ტვირთების ნაკადების გადამისამართებიდან გამომდინარე“, – ნათქვამია დოკუმენტში.
კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წელს სატრანსპორტო დარგის შემოსავლები საქართველოში 960 მლნ დოლარს შეადგენს, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 150 მლნ დოლარით მეტია.
საქართველოს სატრანსპორტო დარგიდან მოსალოდნელი შემოსავლები 2022 წელს:
ფრახტი (სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით ტვირთის გადაზიდვის გადასახადი) – 656,3 მლნ დოლარი, რაც 11%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით;
მგზავრთა გადაყვანა – 116,8 მლნ დოლარი, ზრდა – 34%;
მომსახურების სხვა სახეობები – 190,7 მლნ დოლარი, ზრდა – 15%.
სატრანსპორტო შემოსავლების ზრდა სერიოზულ დადებით გავლენას მოახდენს საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინებასა და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. როგორც კვლევა აჩვენებს, ტვირთნაკადების საქართველოს გავლით გადმომისამართება 2022 წელს ქვეყნის მშპ-ს 0,7 პროცენტული პუნქტით გაზრდის. აქედან გამომდინარე, საბოლოოდ საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეიძლება 4–4,5%-მდე გადაიხედოს.
არასამთავრობო ორგანიზაციაში
აღნიშნავენ, რომ „სატრანზიტო ქვეყნის სტატუსის გაძლიერება მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობასთან ერთად უსაფრთხოების დამატებით გარანტიებსაც გააჩენს“.
ამავე დროს ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ამ თვალსაზრისით საქართველოს მთავარ პრობლემად რჩება განუვითარებელი საავტომობილო, სარკინიგზო და საზღვაო ინფრასტრუქტურა. მათი აზრით, ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადადგას, რაც დაეხმარება საქართველოს ახალ მსოფლიო წესრიგში სატრანზიტო ჰაბის ადგილის დამკვიდრებაში.