Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ცერცვაძე: ვფიქრობ, სავალდებულო მკაცრი რეგულაციები, მათ შორის პირბადეზე, საჭირო არ იქნება

© courtesy of Tengiz Tsertsvadzeთენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2022
გამოწერა
როგორც ინფექციონისტმა აღნიშნა, მოსახლეობამ ნებაყოფლობით უნდა ატაროს პირბადე იმ ადგილებში, სადაც ინფექციის გავრცელების რისკი მაღალია.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. თუ ახლანდელი ტემპით წავედით, ასეთი კარგი მართვა შევინარჩუნეთ და გარდაცვალება მინიმალურ დონეზე გვექნება, მე ვფიქრობ, სავალდებულო მკაცრი რეგულაციები, მათ შორის პირბადეზე, საჭირო არ იქნება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.
ცერცვაძე მოუწოდებს მოსახლეობას, ნებაყოფლობით ატარონ პირბადე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სამედიცინო დაწესებულებებში, დახურულ სივრცეში, ხალხმრავალი შეკრების ადგილზე, ვინაიდან აღნიშნულ ადგილებში დიდია დაინფიცირების რისკი.
ამასთან, ცერცვაძემ ისაუბრა ვაქცინაციის საკითხზე და აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებობს ვაქცინის გაფუჭების საფრთხე.

„ვაქცინის გაფუჭების საფრთხე არსებობს, მაგრამ ამის გამო საკმარისი რაოდენობის არ შემოგვეტანა? რომ არ შემოგვეტანა, შედეგი იქნებოდა, და სწორიც იქნებოდა, სახელმწიფოს დადანაშაულება, რომ მოსახლეობა მზად არის და არ არის ვაქცინები... მართალია ეს უყაირათობაა, მაგრამ ჯობს ვაქცინა გვქონდეს ზედმეტობით“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

საქართველო კორონავირუსის გავრცელების მორიგი, მეშვიდე ტალღისთვის ემზადება. ბოლო კვირების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები. ჯერ კიდევ ივნისში კვირაში 500-600 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა, ბოლო კვირაში კი 11.802 შემთხვევა გამოვლინდა.
მიუხედავად კოვიდ-შემთხვევების გაზრდისა, კლინიკების დატვირთვა არ გაზრდილა.
ინფიცირების შემთხვევების გაზრდას სპეციალისტები „ომიკრონის“ ახალი ქვეტიპებს - В.А.4-ს და В.А.5-ს უკავშირებენ. ეპიდემიოლოგების მტკიცებით, კორონავირუსით ინფიცირებულ ყოველ მეორე ადამიანს ინფექციის სწორედ ეს სახეობა აღენიშნება.
ცერცვაძე: საქართველოში კოვიდ-ინფიცირებულთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1%-ზე დაბალია>>
სპეციალისტების ვარაუდით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მორიგი ფაზა ოქტომბერში დაიწყება.
წინა კვირის მონაცემებით, საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირდა ინფიცირების 1.698.020 ​​შემთხვევა, გარდაიცვალა 16.869. ამ დროისათვის ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებელი გაიზარდა 15,47 პროცენტამდე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0