Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ცერცვაძე: საქართველოში კოვიდ-ინფიცირებულთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1%-ზე დაბალია

© AP Photo / Eugene Hoshikoვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2022
გამოწერა
როგორც ინფექციონისტმა აღნიშნა, ვაქცინაციის ტემპის ზრდასთან ერთად აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა, ექიმისთვის მიმართვა და მკურნალობის დაწყება.
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი პირველად ჩამოვიდა 1%-ზე ქვემოთ და 0,99% შეადგინა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
მისი თქმით, ინფიცირებულთა შორის სიკვდილიანობის მაჩვენებელი, ე.წ. CFR (case fatality rate) ითვლება COVID-19-ის კლინიკური მართვის ეფექტიანობის ინდიკატორად. საქართველოს მაჩვენებელი მსოფლიოს 112 ქვეყანაზე დაბალია.
როგორც ინფექციონისტმა აღნიშნა, ბოლო ოთხი თვის მონაცემებით, საქართველოში ერთ მილიონ მოსახლეზე სიკვდილიანობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე აშშ-ში, ევროპისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, მათ შორის გერმანიასა და იაპონიაში, რომლებიც აღიარებული არიან ვირუსის მართვის კუთხით.

„კოვიდი არსად წასულა და, სავარაუდოდ, კარგა ხანს შენარჩუნდება როგორც ერთ-ერთი რესპირაციული ინფექცია. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვისწავლოთ COVID-თან თანაცხოვრება და სწორი ეპიდემიოლოგიური და კლინიკური მართვით შევინარჩუნოთ გარდაცვალების შემთხვევები დღევანდელ მინიმალურ ნიშნულზე“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ცერცვაძის თქმით, მსოფლიოში გრძელდება კორონავირუსით ინფიცირების (დღეში 1 მილიონამდე) და გარდაცვალების (დღეში 2 ათასზე მეტი) შემთხვევების მატება.
შემთხვევების მატება აღინიშნება საქართველოშიც – დღიურად 1,5-დან 1,7 ათასამდე შემთხვევა ვლინდება. თუმცა, საბედნიეროდ, COVID-თან დაკავშირებული გარდაცვალების მაჩვენებელი დღემდე რჩება მინიმალურ ნიშნულზე, რაც განპირობებულია ჯანდაცვის სისტემის ყველა რგოლის გამართული მუშაობით, დასძინა ინფექციონისტმა.
როგორც მან აღნიშნა, ვაქცინაციის ტემპის ზრდასთან ერთად აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა, ექიმისთვის მიმართვა და მკურნალობის დაწყება.

„ბოლო თვეების მანძილზე არცერთი კოვიდ-ინფიცირებული, მათ შორის ხანდაზმული ან მძიმე თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტიც კი დიაგნოსტიკის და მკურნალობის დროულად ჩატარების შემთხვევაში არ დამძიმებულა და, მით უმეტეს, არ გარდაცვლილა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

საქართველო კორონავირუსის გავრცელების მორიგი, მეშვიდე ტალღისთვის ემზადება. ბოლო კვირების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები. ჯერ კიდევ ივნისში კვირაში 500-600 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა, ბოლო კვირაში კი 11.802 შემთხვევა გამოვლინდა.
მიუხედავად კოვიდ-შემთხვევების გაზრდისა, კლინიკების დატვირთვა არ გაზრდილა, აღნიშნა სპეციალისტმა.
ინფიცირების შემთხვევების გაზრდას სპეციალისტები „ომიკრონის“ ახალი ქვეტიპებს - В.А.4-ს და В.А.5-ს უკავშირებენ. ეპიდემიოლოგების მტკიცებით, კორონავირუსით ინფიცირებულ ყოველ მეორე ადამიანს ინფექციის სწორედ ეს სახეობა აღენიშნება.
სპეციალისტების ვარაუდით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მორიგი ფაზა ოქტომბერში დაიწყება.
წინა კვირის მონაცემებით, საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირდა ინფიცირების 1.698.020 ​​შემთხვევა, გარდაიცვალა 16.869. ამ დროისათვის ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებელი გაიზარდა 15,47 პროცენტამდე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0