https://sputnik-georgia.com/20220804/tute-shekiladze-269195697.html
„ეს შენ და ამით საღებავები იყიდე“ - ერთი მეზღაპრე მხატვრის ისტორია
„ეს შენ და ამით საღებავები იყიდე“ - ერთი მეზღაპრე მხატვრის ისტორია
Sputnik საქართველო
ჩვენ გვერდით ბევრია ასაკოვანი, სახელოვანი და ნიჭიერი ადამიანი, რომლებიც სოციალურ ქსელებში არ არიან გაწევრიანებული და მათზე საზოგადოებამ ცოტა რამ იცის. ასეთები... 04.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-04T19:34+0400
2022-08-04T19:34+0400
2022-08-04T21:56+0400
ინტერვიუ
საინტერესო ადამიანები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1d/262439923_0:100:1200:775_1920x0_80_0_0_6b43b1e97b8c39b0f997b9c46850e07e.jpg
დღეს გვსურს გაგაცნოთ თბილისელი მხატვარი, 1977 წლიდან საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი ტიტე შეყილაძე, უფრო სწორედ, ხელოვნების მოყვარულებს შევახსენოთ ეს ხელოვანი. მისი ნახატების პირველი პერსონალური გამოფენა 1980 წელს ხელოვნების მუშაკთა სახლში გაიმართა. მისი ნამუშევრები ასევე გამოფენილი იყო ფინანსთა სამინისტროს საგამოფენო დარბაზში. მხატვარი სისტემატურად იღებდა მონაწილეობას თბილისში მოწყობილ საშემოდგომო და საგაზაფხულო გამოფენებში.ბატონი ტიტეს ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ გალერეაში, ასევე ჰოლანდიის, გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთის და სხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში. ასაკში შესული, მაგრამ ენერგიული ხელოვანი თბილისში ცხოვრობს. მართალია, ბოლო წლებში გამოფენებს იშვიათად მართავს, მაგრამ დღემდე აქტიურად ხატავს. ხატვის გარდა წერს კიდეც, თავის წიგნში „სოფელი საბაღნარო“ თავისი ცხოვრების ამბები საინტერესოდ აქვს მოთხრობილი. ეს მასალა იმ წიგნიდან ამონარიდების მიხედვითაა შედგენილი, თავის ისტორიას ბავშვობის მოგონებით იწყებს:„ბაბუაჩემი, იაგორა შეყილაძე სოფელში განთქმული მონადირე და კარგი მომღერალი ყოფილა. მოვარდნილა და ჭიპლარი ნამგლით მოუჭრია გახარებულს. მისთვის პირველი შვილიშვილი მე გავჩნდი და ჩემზე უთქვამს, მომღერალი გამოვაო. მომღერალი არ გამოვედი, მაგრამ სიმღერა კი ძალიან მიყვარს. ხრეითი, ჩემი სოფელი, ეს ხომ ზღაპარია. მთები, ტყეები, კლდეები, ასწლოვანი ნაძვებით შემოსილი, ცამდის აზიდულა. თეთრ ღრუბლებს გზას უღობავს და მათ ნაწილ-ნაწილ, ბამბის ფთილებად შლის და ძირს, მწვანე სათიბებში ყრის“.ალბათ ასეთ სილამაზეში დაბადებული ადამიანი უთუოდ ხელოვანი უნდა გამოსულიყო. ამიტომაც არავის გაკვირვებია, რომ ბავშვობაში ნანახი და აღქმული, ერთხელაც მის ნახატებში საოცარი პეიზაჟების სახით გადმოვიდა. ახალგაზრდობაში ტიტე შეყილაძე მეგობრობდა ბევრ ცნობილ ქართველ ხელოვანთან, მათ შორის იყო პოეტი მორის ფოცხიშვილი, ვისთან ურთიერთობაც მისთვის განსაკუთრებით ძვირფასი იყო. ეს ამბავიც მისი წიგნიდანაა:„მორისს ხშირად ვაწუხებდი ხოლმე, კვირა არ გავიდოდა, რომ მისთვის ახალი ნამუშევარი არ მეჩვენებინა. მის ოჯახში ყოველთვის იყვნენ მომღერლები და კომპოზიტორები, რომლებიც მის ლექსზე წერდნენ სიმღერებს, აგრეთვე პოეტები და მხატვრები. ქალბატონი როზეტა, მორისის მეუღლე, უპატივცემულოდ არავის უშვებდა. მორისს ხშირად გაუმართავს ჩემთვის ხელი, ფინანსურადაც მეხმარებოდა: „ტიტე, ეს შენ და ამით საღებავები იყიდე“. ჩემს ნახატებს თავის ახლობლებს ხშირად სთავაზობდა ხოლმე. ყველა გაჭირვებულს ეხმარებოდა. მე ბინის მისაღებად აღრიცხვაზე ვიყავი აყვანილი, წლები გადიოდა, მაგრამ საშველი არსაიდან ჩანდა და მე ისევ მორისი შევაწუხე“.ამის შემდეგ მორის ფოცხიშვილმა მხატვარი დააკავშირა პოეტ იოსებ ნონეშვილს, რომლის უშუალო რეკომენდაციით ახალგაზრდა მხატვარს საცხოვრებელი ბინის პრობლემა მალე მოუგვარდა. თავის წიგნში ტიტე შეყილაძე ცხოვრებაში ყველაზე მთავარ კითხვას სვამს და მასზე თავის პასუხსაც იძლევა: „რა არის ჩვენი სიცოცხლე? - ამაზე ხშირად მიფიქრია, ჩვენი სიცოცხლე მხოლოდ თოვლის ფიფქია...“მოგვიანებით პირად ცხოვრებაში მომხდარმა ტრაგედიამ ხელოვანის სულს მძიმე დაღი დაასვა. თუმცა მან მაინც შეძლო, რომ საკუთარ თავში სიკეთე ბოლომდე გადაერჩინა. ეს ლექსი მხატვარმა 2005 წლის ივნისში გარდაცვლილ ქალიშვილს მიუძღვნა:„ძლივს ამოვედი მე შენს საფლავზე -მოხუცი მამა, ოხვრით და ხვნეშით.გული გაშავდა, გრძნობამ იელვა,თვალთაგან მოდის ცრემლების თქეში.მაინც რა არის, როგორღა ვუძლებმე უშენობას, რომ არა ვკვდები...მენატრები და სულ მესიზმრებაშენკენ მავალი სიკვდილის გზები.სულ მელანდება ეგ შენი სახედა დამშვიდების მომესმის ხმები:„მამი, ნუ სტირი, ქალი ხომ არ ხარ?მე არ მოვმკვდარვარ, ნუთუ ვერ ხვდები...“ერთ მშვენიერ დღეს მხატვარმა ზღაპრების წერაც დაიწყო და მეზღაპრე მხატვარი გახდა. მის ზღაპრებში სიცოცხლის ყველაზე მთავარი აზრი - სიკეთის მარადიულობის შესახებ, პატარებისთვის გასაგები და ლამაზი ენითაა გადმოცემული. ასაკოვანი ხელოვანი თავისი ნახატებისთვის საინტერესო თემებს დღემდე ყველგან ეძებს. განსაკუთრებით ზამთრის ხატვა უყვარს, ალბათ იმიტომ, რომ თოვლი სისპეტაკის და პირველყოფილი სისუფთავის სიმბოლოა...ნინო მამულაშვილი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1d/262439923_0:0:1200:900_1920x0_80_0_0_2e1e88e7cf148c6b861f89ffaf7fa755.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები
ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები
„ეს შენ და ამით საღებავები იყიდე“ - ერთი მეზღაპრე მხატვრის ისტორია
19:34 04.08.2022 (განახლებულია: 21:56 04.08.2022) ჩვენ გვერდით ბევრია ასაკოვანი, სახელოვანი და ნიჭიერი ადამიანი, რომლებიც სოციალურ ქსელებში არ არიან გაწევრიანებული და მათზე საზოგადოებამ ცოტა რამ იცის. ასეთები ქართული მედიის ყურადღების მიღმაც რჩებიან ხოლმე.
დღეს გვსურს გაგაცნოთ თბილისელი მხატვარი, 1977 წლიდან საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი ტიტე შეყილაძე, უფრო სწორედ, ხელოვნების მოყვარულებს შევახსენოთ ეს ხელოვანი. მისი ნახატების პირველი პერსონალური გამოფენა 1980 წელს ხელოვნების მუშაკთა სახლში გაიმართა. მისი ნამუშევრები ასევე გამოფენილი იყო ფინანსთა სამინისტროს საგამოფენო დარბაზში. მხატვარი სისტემატურად იღებდა მონაწილეობას თბილისში მოწყობილ საშემოდგომო და საგაზაფხულო გამოფენებში.
ბატონი ტიტეს ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ გალერეაში, ასევე ჰოლანდიის, გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთის და სხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში. ასაკში შესული, მაგრამ ენერგიული ხელოვანი თბილისში ცხოვრობს. მართალია, ბოლო წლებში გამოფენებს იშვიათად მართავს, მაგრამ დღემდე აქტიურად ხატავს. ხატვის გარდა წერს კიდეც, თავის წიგნში „სოფელი საბაღნარო“ თავისი ცხოვრების ამბები საინტერესოდ აქვს მოთხრობილი. ეს მასალა იმ წიგნიდან ამონარიდების მიხედვითაა შედგენილი, თავის ისტორიას ბავშვობის მოგონებით იწყებს:
„ბაბუაჩემი, იაგორა შეყილაძე სოფელში განთქმული მონადირე და კარგი მომღერალი ყოფილა. მოვარდნილა და ჭიპლარი ნამგლით მოუჭრია გახარებულს. მისთვის პირველი შვილიშვილი მე გავჩნდი და ჩემზე უთქვამს, მომღერალი გამოვაო. მომღერალი არ გამოვედი, მაგრამ სიმღერა კი ძალიან მიყვარს. ხრეითი, ჩემი სოფელი, ეს ხომ ზღაპარია. მთები, ტყეები, კლდეები, ასწლოვანი ნაძვებით შემოსილი, ცამდის აზიდულა. თეთრ ღრუბლებს გზას უღობავს და მათ ნაწილ-ნაწილ, ბამბის ფთილებად შლის და ძირს, მწვანე სათიბებში ყრის“.
ალბათ ასეთ სილამაზეში დაბადებული ადამიანი უთუოდ ხელოვანი უნდა გამოსულიყო. ამიტომაც არავის გაკვირვებია, რომ ბავშვობაში ნანახი და აღქმული, ერთხელაც მის ნახატებში საოცარი პეიზაჟების სახით გადმოვიდა. ახალგაზრდობაში ტიტე შეყილაძე მეგობრობდა ბევრ ცნობილ ქართველ ხელოვანთან, მათ შორის იყო პოეტი მორის ფოცხიშვილი, ვისთან ურთიერთობაც მისთვის განსაკუთრებით ძვირფასი იყო. ეს ამბავიც მისი წიგნიდანაა:
„მორისს ხშირად ვაწუხებდი ხოლმე, კვირა არ გავიდოდა, რომ მისთვის ახალი ნამუშევარი არ მეჩვენებინა. მის ოჯახში ყოველთვის იყვნენ მომღერლები და კომპოზიტორები, რომლებიც მის ლექსზე წერდნენ სიმღერებს, აგრეთვე პოეტები და მხატვრები. ქალბატონი როზეტა, მორისის მეუღლე, უპატივცემულოდ არავის უშვებდა. მორისს ხშირად გაუმართავს ჩემთვის ხელი, ფინანსურადაც მეხმარებოდა: „ტიტე, ეს შენ და ამით საღებავები იყიდე“. ჩემს ნახატებს თავის ახლობლებს ხშირად სთავაზობდა ხოლმე. ყველა გაჭირვებულს ეხმარებოდა. მე ბინის მისაღებად აღრიცხვაზე ვიყავი აყვანილი, წლები გადიოდა, მაგრამ საშველი არსაიდან ჩანდა და მე ისევ მორისი შევაწუხე“.
ამის შემდეგ მორის ფოცხიშვილმა მხატვარი დააკავშირა პოეტ იოსებ ნონეშვილს, რომლის უშუალო რეკომენდაციით ახალგაზრდა მხატვარს საცხოვრებელი ბინის პრობლემა მალე მოუგვარდა. თავის წიგნში ტიტე შეყილაძე ცხოვრებაში ყველაზე მთავარ კითხვას სვამს და მასზე თავის პასუხსაც იძლევა: „რა არის ჩვენი სიცოცხლე? - ამაზე ხშირად მიფიქრია, ჩვენი სიცოცხლე მხოლოდ თოვლის ფიფქია...“
მოგვიანებით პირად ცხოვრებაში მომხდარმა ტრაგედიამ ხელოვანის სულს მძიმე დაღი დაასვა. თუმცა მან მაინც შეძლო, რომ საკუთარ თავში სიკეთე ბოლომდე გადაერჩინა. ეს ლექსი მხატვარმა 2005 წლის ივნისში გარდაცვლილ ქალიშვილს მიუძღვნა:
„ძლივს ამოვედი მე შენს საფლავზე -
მოხუცი მამა, ოხვრით და ხვნეშით.
გული გაშავდა, გრძნობამ იელვა,
თვალთაგან მოდის ცრემლების თქეში.
მაინც რა არის, როგორღა ვუძლებ
მე უშენობას, რომ არა ვკვდები...
მენატრები და სულ მესიზმრება
შენკენ მავალი სიკვდილის გზები.
სულ მელანდება ეგ შენი სახე
და დამშვიდების მომესმის ხმები:
„მამი, ნუ სტირი, ქალი ხომ არ ხარ?
მე არ მოვმკვდარვარ, ნუთუ ვერ ხვდები...“
ერთ მშვენიერ დღეს მხატვარმა ზღაპრების წერაც დაიწყო და მეზღაპრე მხატვარი გახდა. მის ზღაპრებში სიცოცხლის ყველაზე მთავარი აზრი - სიკეთის მარადიულობის შესახებ, პატარებისთვის გასაგები და ლამაზი ენითაა გადმოცემული. ასაკოვანი ხელოვანი თავისი ნახატებისთვის საინტერესო თემებს დღემდე ყველგან ეძებს. განსაკუთრებით ზამთრის ხატვა უყვარს, ალბათ იმიტომ, რომ თოვლი სისპეტაკის და პირველყოფილი სისუფთავის სიმბოლოა...