მეგობრობის ხიდი საქართველო–სომხეთის საზღვარზე სატესტო რეჟიმში ამუშავდა

© Ministry of Territorial Administration and Infrastructure of Armeniaმეგობრობის ხიდი
მეგობრობის ხიდი - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2022
გამოწერა
ახალი ხიდის გამტარუნარიანობა ძველზე თითქმის ოთხჯერ მეტია. ძველი ხიდი „ბაგრატაშენ–სადახლოს“ საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ამჟამად დაკეტილია.
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. დაიწყო საქართველო–სომხეთის ერთობლივი პროექტის „მეგობრობის ხიდის“ სატესტო ექსპლუატაცია. ამის შესახებ Sputnik–სომხეთს მშენებლობის პროგრამის ხელმძღვანელმა, სომხეთის ფონდის „საგზაო დეპარტამენტის“ წარმომადგენელმა იზაბელა მურადიანმა აცნობა.
„ბაგრატაშენ–სადახლოს“ საკონტროლო გამშვები პუნქტის მშენებლობის პროექტის რეალიზაცია 2021 წლის მაისში დაიწყო, ახალი ხიდის მშენებლობა მდინარე დებედზე კი – ივლისში.
„ხიდი სატესტო ექსპლუატაციაშია, იტესტება მისი ხარისხი. ძველი ხიდი დაკეტილია. სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები ახალი ხიდით სარგებლობენ, რათა გამოვლინდეს შესაძლო ტექნიკური პრობლემები და აუცილებლობის შემთხვევაში გადაწყდეს“, – განაცხადა მურადიანმა.
მისი თქმით, ინფრასტრუქტურის ექსპლუატაცია დადგენილ ვადაში დაიწყო. ხიდის გამტარუნარიანობა, ძველ ხიდთან შედარებით, ოთხჯერ მეტია. ახალ ხიდზე ორის ნაცვლად ოთხი ზოლია, რაც საზღვარზე გადასვლას მნიშვნელოვნად დააჩქარებს. ამას გარდა, გამოყოფილია ზოლები სატვირთო და მსუბუქი ავტომობილებისთვის.
მურადიანის თქმით, ხიდი საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. ორივე მხარეს მისი აშენება 9,1 მლნ ევრო დაუჯდა. აქედან 7,2 მლნ ევრაზიის განვითარების ბანკის კრედიტია, ხოლო 1,8 მლნ ევრო – ორი ქვეყნის საბიუჯეტო სახსრები.
საქართველოსა და სომხეთში სატრანსპორტო სფეროში ურთიერთკავშირები ერევანში განიხილეს>>
„მეგობრობის ხიდი“ ორი ცალკეული ხიდია ორი მიმართულებით. თითოეულის სიგანე 11,85 მეტრია. ერთმანეთისგან ერთ მეტრშია განთავსებული. ხიდების საერთო სიგანეა 14,7 მეტრი. ასევე აშენდა 32 მეტრი სიგრძის 5–მალიანი რკინაბეტონის კონსტრუქცია და ხიდისკენ მიმავალი გზები.
ყველა ახალი ამბავი
0