საქართველოსა და სომხეთში სატრანსპორტო სფეროში ურთიერთკავშირები ერევანში განიხილეს

© photo : Public domain / U.S. Air Force Photo By Staff Sgt. Bradley Lailმეგობრობის ხიდი
მეგობრობის ხიდი - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2021
გამოწერა
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და სატრანზიტო ტვირთგადაზიდვების ორგანიზებასთან დაკავშირებული პროცედურების რეგულირების საკითხები.
თბილისი, 15 ივლისი - Sputnik. სომხეთის ტერიტორიული მმართველობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, არმენ სიმონიანმა და საქართველოს ელჩმა გიორგი საგანელიძემ ტრანსპორტირების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, იუწყება Sputnik-სომხეთი.
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე სიმონიანმა აღნიშნა, რომ ურთიერთსასარგებლო მეგობრული ურთიერთობის დასტურია მდინარე დებედზე, „სადახლო-ბაგრატაშენის“ გამშვებ პუნქტთან ახალი ხიდის მშენებლობა.
საქართველო-სომხეთის საზღვარზე „მეგობრობის ხიდის“ მშენებლობა დაიწყო

 - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2021
საქართველო-სომხეთის საზღვარზე „მეგობრობის ხიდის“ მშენებლობა დაიწყო
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორმხრივი და სატრანზიტო ტვირთგადაზიდვების ორგანიზებასთან დაკავშირებული გარკვეული პროცედურების რეგულირების საკითხებზე, კერძოდ, იმ გადამზიდავ მძღოლებზე სპეციალური ნებართვის გაცემის წესზე, რომლებსაც საქართველოს ტერიტორიაზე საშიში ტვირთი გადააქვთ.
ასევე განიხილეს საქართველოს ტერიტორიაზე ელექტრონული ლუქების გამოყენების შესაძლებლობის საკითხი, რასაც სომხეთსა და EAEU ქვეყნებს შორის სატრანზიტო ტვირთგადაზიდვების მონიტორინგი მოითხოვს. აგრეთვე საუბარი შეეხო სომხეთსა და საქართველოს შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ორმხრივი სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
დღეს სომხეთიდან საქართველოში შესვლა საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო გზით შესაძლებელია „ბაგრატაშენ-სადახლოს“, „ბავრა-ნინოწმინდის“ , „გოგავან-გუგუთის“, „პრივოლნოე-ახკერპის“ საგუშაგოების გავლით.
ყველა ახალი ამბავი
0