https://sputnik-georgia.com/20220804/israelis-ert-erti-kvelaze-didi-holdingi-saqartveloti-dainteresda-269195071.html
ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰოლდინგი საქართველოს საინვესტიციო გარემოთი დაინტერესდა
ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰოლდინგი საქართველოს საინვესტიციო გარემოთი დაინტერესდა
Sputnik საქართველო
მხარეებმა ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის დარგების მიმართულებით პერსპექტივებზე იმსჯელეს. 04.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-04T18:15+0400
2022-08-04T18:15+0400
2022-08-04T21:41+0400
საქართველო
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ისრაელი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/04/269192676_0:28:1280:748_1920x0_80_0_0_7db822db6f050b1523f77e166d1695c6.jpg
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის ჰოლდინგ Mivtach Shamir-ის თავმჯდომარესთან მეირ შამირთან შეხვედრაზე, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური.მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მათ შორის, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის დარგების მიმართულებებით.საუბარი ასევე შეეხო საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილმდებარეობას, საერთაშორისო ვიზიტორების მზარდ რაოდენობასა და ქვეყანაში არსებულ შეღავათიან საგადასახადო პირობებს.Mivtach Shamir-ი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰოლდინგია, რომელიც ისრაელის ბაზარზე უძრავი ქონების, ენერგეტიკის, ფინანსების და ტექნოლოგიების სექტორების მიმართულებით 30-წელზე მეტია ოპერირებს. კომპანია ასევე წარმოდგენილია ინდოეთსა და აშშ-ში.სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, 2019 წელთან შედარებით, 57,2%-ით შემცირდა და 572 მლნ დოლარი შეადგინა. 2021 წელს ინვესტიციების მოცულობა ორჯერ გაიზარდა და 1,2 მლრდ დოლარს მიაღწია.2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2021 წლის იანვარი-მარტთან შედარებით 4,3-ჯერ გაიზარდა და 568,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველო
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/04/269192676_121:0:1272:863_1920x0_80_0_0_8c4cf528d8f1c8769efd08488e61e6c3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ისრაელი , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ისრაელი , ახალი ამბები
ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰოლდინგი საქართველოს საინვესტიციო გარემოთი დაინტერესდა
18:15 04.08.2022 (განახლებულია: 21:41 04.08.2022) მხარეებმა ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის დარგების მიმართულებით პერსპექტივებზე იმსჯელეს.
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის ჰოლდინგ Mivtach Shamir-ის თავმჯდომარესთან მეირ შამირთან შეხვედრაზე, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მათ შორის, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის დარგების მიმართულებებით.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილმდებარეობას, საერთაშორისო ვიზიტორების მზარდ რაოდენობასა და ქვეყანაში არსებულ შეღავათიან საგადასახადო პირობებს.
Mivtach Shamir-ი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰოლდინგია, რომელიც ისრაელის ბაზარზე უძრავი ქონების, ენერგეტიკის, ფინანსების და ტექნოლოგიების სექტორების მიმართულებით 30-წელზე მეტია ოპერირებს. კომპანია ასევე წარმოდგენილია ინდოეთსა და აშშ-ში.
სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, 2019 წელთან შედარებით, 57,2%-ით შემცირდა და 572 მლნ დოლარი შეადგინა. 2021 წელს ინვესტიციების მოცულობა ორჯერ გაიზარდა და 1,2 მლრდ დოლარს მიაღწია.
2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2021 წლის იანვარი-მარტთან შედარებით 4,3-ჯერ გაიზარდა და 568,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.