მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჩინეთმა წვრთნების ფარგლებში ტაივანის სრუტეში სამიზნეებზე დარტყმები მიიტანა

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიჩინეთის შეიარაღებული ძალები
ჩინეთის შეიარაღებული ძალები - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2022
გამოწერა
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელმა არმიამ წვრთნების ფარგლებში წარმატებული საბრძოლო სროლები ჩაატარა, იუწყება РИА Новости ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის სამხედრო სარდლობის აღმოსავლეთ ზონის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით.
წვრთნები ტაივანის გარშემო ექვს რაიონში მიმდინარეობს.

„4 აგვისტოს, დაახლოებით 13:00 საათზე ტაივანის სრუტეში განხორციელდა შორ მანძილზე საბრძოლო სროლები, ზუსტი დარტყმები განხორციელდა სამიზნე რაიონებზე ტაივანის სრუტის აღმოსავლეთ ნაწილში, მიღწეულ იქნა მოსალოდნელი შედეგები“, – ნათქვამია WeChat-ის ოფიციალურ ანგარიშში.

მანევრები ადგილობრივი დროით 12:00 საათზე (08:00) დაიწყო და სწავლება კვირამდე გაგრძელდება.
ჩინელმა სამხედროებმა წინასწარ გამოაქვეყნეს კოორდინატები, რათა ამ ტერიტორიებზე თავიდან აეცილებინათ გემების შესვლა ან თვითმფრინავების გადაფრენა.
ტაივანის გარშემო ფართომასშტაბიანი წვრთნები არის პასუხი ტაიბეის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, რომელმაც კუნძულზე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი მიიღო.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა კუნძულს თავის პროვინციად თვლის და ყოველთვის ეწინააღმდეგება ტაიბეის წარმომადგენელთა ნებისმიერ კონტაქტს იმ ქვეყნების მოქმედ, მაღალი რანგის ჩინოვნიკებთან ან სამხედრო პირებთან, რომლებთანაც პეკინს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული.
ყველა ახალი ამბავი
0